imedi /  25 იანვარი 2020, 15:43 / სანდო წყარო

საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება. მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

„თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ის საფრთხეს არ შეიცავს და ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან სრული განკურნების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 

„ექვსდღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე პაციენტი სრულად განიკურნა, რაც აძლევს სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია. რაც შეეხება რეისების შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე რეისები არ შეიზღუდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, სანამ 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

01 სექტემბერი 2026, 20:34

საზოგადოება

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

01 სექტემბერი 2026, 20:31

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.

01 სექტემბერი 2026, 20:28

სამართალი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 20:27

მსოფლიო

ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.

01 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.

01 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

გერმანია ლაიფციგში დრონის ინციდენტის გამო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.

01 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგები წარადგინეს.

ბალენდრა შაჰი

01 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

ნეპალის პრემიერი: ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას

ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბალენდრა შაჰმა.

კირ სტარმერი

01 სექტემბერი 2026, 19:41

მსოფლიო

კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას.