imedi /  28 იანვარი 2020, 19:02 / სანდო წყარო

პრეზიდენტის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო რუსეთის დელეგაციას მიიღებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა მიმართა. მან თქვა, რომ გაზაფხულზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს საქართველოში თუმცა გაიხსენა გასული წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესის ფარგლებში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ეს არ დაგმო და განაცხადა, რომ საქართველო საშიში ქვეყანა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც.

ამის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის გაცხადებული პოლიტიკა, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გაზაფხულზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გაიმართება, რუსეთის მხრიდან დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს ოკუპაციის შესხებ კანონი დარღვეული აქვს. რამდენად შემოუშვებენ ან არ შემოუშვებენ ლავროვს საქართველოს საზღვარზე, ამის შესახებ ინტერესი არსებობს როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წრეებში. 

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

08 აგვისტო 2020, 11:42

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი როგორიცაა ომი, ნგრევა და ოკუპაცია მომავალში არასდროს არ განმეორდეს

მთავრობა ჩვენი პრაგმატული და გონივრული პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი როგორიცაა ომი, ნგრევა და ოკუპაცია მომავალში არასდროს არ განმეორდეს, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან დაღუპული გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თავიდან ავაცილოთ პრობლემები, რომლებიც ყველა ოჯახს შეეხო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 11:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

„ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მსხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც, თავის დროზე, ბერლინის კედელი დაიშალა“.

კახა კალაძე

08 აგვისტო 2020, 11:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის

„ომი საქართველომ დაიწყო“ არავის უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 11:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ომის თემით სპეკულირება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი

„8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი, რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს“.

კახა კალაძე

08 აგვისტო 2020, 11:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მოჰყვა ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას, ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 11:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას

„საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20% და, რა თქმა უნდა, ეს არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

მარინა ეზუგბაია

08 აგვისტო 2020, 11:20

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 3 კოვიდდადებითიდან, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კი საერთო მონაცემების 82%-ს შეადგენს, რაც წინა თვის სტატისტიკასთან შედარებით მაღალია.

08 აგვისტო 2020, 10:57

რეგიონი

სოფელ ქვემო ალვანში, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს. ახმეტა-თელავი-ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

კაზუიოში მიურა

08 აგვისტო 2020, 10:55

სპორტი

კაზუიოში მიურა ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა

კაზუიოში მიურა ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. იაპონელმა საფეხბურთო კარიერა 1986 წელს დაიწყო და პროფესიონალურ დონეზე 35-ე სეზონია თამაშობს. „იოკოჰომას“ ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ იაპონიის ჩემპიონატში 53 წლის, 5 თვისა და 10 დღის ასაკში ითამაშა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

08 აგვისტო 2020, 10:54

პოლიტიკა

მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 170 მათგანი სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

08 აგვისტო 2020, 10:42

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში საქონლის ბაზარს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 20-მდე ადამიანი მოკლეს

ბურკინა-ფასოში, სოფელ ფადა ნგურმაში, ცხოველების ბაზრობაზე, დაუდგენელი შეიარაღებული პირები ადამიანებს თავს დაესხნენ. „პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაიჭრა“ - აცხადებენ ადგილობრივ გუბერნიაში.

Falcon 9

08 აგვისტო 2020, 10:41

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი გაიყვანა

გაშვების შემდეგ რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში, პლატფორმაზე Of Course I Still Love You („რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ“) დასვეს. თანამგზავრების ახალი ჯგუფი სპეციალური მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც აპარატების სიკაშკაშეს ამცირებს. შესაბამისად სატელიტები ასტრონომებს მუშაობაში ხელს არ შეუშლის.

რალფ ჰაზენჰიუტლი

08 აგვისტო 2020, 10:36

სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის ივლისის თვის საუკეთესო მწვრთნელად რალფ ჰაზენჰიუტლი დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ივლისის თვის საუკეთესო მწვრთნელად რალფ ჰაზენჰიუტლი დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. 52 წლის ავსტრიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „საუთჰემპტონმა“ ჩემპიონატის ბოლო ექვსი ტური დაუმარცხებლად განვლო და ერთ შემთხვევაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „მანჩესტერ სიტიც“ (1:0) სენსაციურად დაამარცხა. ჰაზენზიუტლმა გამოკითხვაში პეპ გვარდიოლას, დევიდ მოიესს, ჟოზე მოურინიოსა და ოლე-გუნარ სოლსკიაერს აჯობა. მისი ხელმძღვანელობით „საუთჰემპტონს“ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გასჭირვებია და ჰაზენჰიუტლის მომზადებულმა გუნდმა გათამაშება სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაასრულა.

08 აგვისტო 2020, 10:30

კულტურა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში შედგა და ჩვენებას რეჟისორი უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან - თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.

08 აგვისტო 2020, 10:24

სპორტი

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, „არსენალმა“ კლუბის 55 თანამშრომელი გაათავისუფლა

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, „არსენალმა“ კლუბის 55 თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. „მეთოფეების“ ტექნიკური დირექტორის რაულ სანლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შემოსავლის მთავარი წყაროები, სატელევიზიო გაყიდვები, ბილეთების რეალიზაცია და კომერციული საქმიანობა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა და აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა კლუბის უკეთესი მომავლისთვის იყო აუცილებელი.

08 აგვისტო 2020, 10:17

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისა“ და „რეალ მადრიდის“ გარეშე გრძელდება

უეფას ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისა“ და „რეალ მადრიდის“ გარეშე გრძელდება. მადრიდელები მანჩესტერში „სიტისთან“ 1:2 დამარცხდნენ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტურნირზე მერვედფინალში გამოსვლა მეორედ დაასრულეს. მასპინძელთა შემადგენლობაში გოლები რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანეს, რასაც სტუმართა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ თავური დარტყმით უპასუხა. ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე რონალდოს დუბლით „ლიონს“ 2:1 მოუგო, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ტურინელებს საფრანგეთში 0:1 ქონდათ წაგებული.

კორონავირუსი საქართველო

08 აგვისტო 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

08 აგვისტო 2020, 10:08

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო: დღეს შიიტი მუსლიმები ყადირ ხუმს აღნიშნავენ

მუსლიმთა რწმენით, ათასობით მორწმუნის თვალწინ, შუამავალმა შუამავალმა მუჰამედმა ალი მუსლიმთა იმამად გამოაცხადა, რითაც გაამყარა იმამატი, როგორც სულიერი მემკვიდრეობის ინსტიტუტი. შიიტთა პირველი იმამი და სუნიტთა მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა (656–661). წინასწარმეტყველ მუჰამადის ბიძაშვილი, იმამი ალი იყო პირველი ბავშვი, რომელმაც მიიღო ისლამი.

08 აგვისტო 2020, 09:52

რეგიონი

ბათუმში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა უნდა იყოს თანამიმდევრული, პრაგმატული და ყველა ერთად შევძლებთ დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რასაც ჰქვია ოკუპაცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აგვისტოს ომი რუსთავი

08 აგვისტო 2020, 09:45

რეგიონი

რუსთავში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

,,აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტია მონატრების წუხილი, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა შვილები, მშობლები, მეუღლეები. მე მჯერა, როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი დედები ერთმანეთს სამძიმარს ეტყვიან, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების დასაწყისი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.