გიგა ბოკერია: დღევანდელ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ ეს არ იქნება ნორმალური სცენარი
გიგა ბოკერია
ფოტო: არქივი
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირველი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იქნება, რადგან ივანიშვილის გუნდი ვერც ერთი სისტემით ვეღარ მოიგებს, მომავალში არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა მოიპოვოს “, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისთვის ვართ შეკრებილები. „ევროპული საქართველოს“ და მთელი ოპოზიციის მიდგომა დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ ვართ მოქნილები, მაგრამ არა საზოგადოებრივი ინტერესის ხარჯზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ პირველი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იქნება, რადგან ივანიშვილის გუნდი ვერც ერთი სისტემით ვეღარ მოიგებს. აქ ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე და მომავალზე. მომავალში არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მესამედზე ნაკლებით უმრავლესობა მოიპოვოს ან ნახევრით - საკონსტიტუციო უმრავლესობა. უნდა ჰქონდეს არსებითი უპირატესობა და მხარდაჭერა, რომ ჰქონდეს შანსი უმრავლესობის მოპოვების“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, თუ გონს არ მოეგება ივანიშვილი, ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. „გავაგრძელებთ ხაზგასმით მწვავე, მაგრამ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ეს აქამდე იყო. ვნახოთ როგორ გაუძლებენ ამას. მაგრამ როგორც მრავალგზის ვთქვით და გავიმეორებ, ცუდი სცენარისთვისაც ვართ მზად. ხომ ამბობენ დღევანდელ სისტემას დავტოვებთო, მაგ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ ეგ არ იქნება ნორმალური სცენარი. ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები იმოქმედებენ შეჯერებული სცენარით მაჟორიტარულ კანდიდატებზე, სადაც ეს საჭიროა. ანუ რაზეც გათვლა აქვს ივანიშვილს, ის არ იმუშავებს და კიდევ უფრო დაზიანდება. მისი პოლიტიკური ბედი იქნება დრამატული. მათ ვურჩევ რომ გონს მოეგონ“, - განაცხადა ბოკერიამ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ლეიბორსიტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის მოდელზე მსჯელობს. ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეულ საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-სა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.
იმ შემთხვევაში თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 18:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
06 სექტემბერი 2026, 17:21
რეგიონი
რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს
რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს.
06 სექტემბერი 2026, 17:18
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის
ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას ნიკა გვარამიამ.
06 სექტემბერი 2026, 17:08
მსოფლიო
ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა
37 ათას ტონამდე ნაგავი ქალაქ გოსპიჩის სიახლოვეს გასულ წელს აღმოაჩინეს. ნარჩენების დიდი ნაწილი ხორვატიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ 2023-2024 წლებში იტალიიდან არის შეტანილი. მოსახლეობა დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდას მოითხოვს. სპეციალისტების განმარტებით, ნაგავი რეგიონში სასმელ წყალს აბინძურებს.
06 სექტემბერი 2026, 17:01
მსოფლიო
ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები შეჰქონდა.
06 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
კიევში ზელენსკის, უიტკოფსა და კუშნერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
06 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.
06 სექტემბერი 2026, 14:41
მსოფლიო
მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:39
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.
06 სექტემბერი 2026, 14:34
სპორტი
ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.
06 სექტემბერი 2026, 14:34
მსოფლიო
პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
06 სექტემბერი 2026, 14:31
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.
06 სექტემბერი 2026, 14:29
მსოფლიო
საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა
ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.
06 სექტემბერი 2026, 14:23
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს
დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
06 სექტემბერი 2026, 14:22
მსოფლიო
Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა
Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს
ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.
06 სექტემბერი 2026, 14:08
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა
თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.
06 სექტემბერი 2026, 13:35
ტექნოლოგიები
მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა
შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
სპორტი
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.


