imedi /  10 თებერვალი 2020, 18:05 / სანდო წყარო

ჩინეთის ელჩი: საქართველოს მხრიდან ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის, ვიმედოვნებთ, შეზღუდვები მალე გაუქმდება

ლი იანი

ლი იანი

ჩინეთის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს მალე გააუქმებს.ლი იანი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის.

ჩინელმა დიპლომატმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეზღუდვები არამხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ პანიკას აძლიერებს და მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე გავლენას ახდენს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ტურიზმის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში შეზღუდვების დაწესებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები ზღვარს გასცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა, ამ ქვეყანას პასუხი მოსთხოვოს.

მიგვაჩნია, რომ შეზღუდვები არამხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე.

საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან ზედმეტი ნერვიულობა საჭირო არ არის, ვიმედოვნებთ, ქვეყანა ამ ზომებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ელჩმა თქვა, რომ ჩინეთის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მკაცრი პრევენციული ზომები გაატარა, რამაც შედეგი გამოიღო.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

 

ყველა სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლო

15 ივლისი 2026, 07:59

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 02:39

მსოფლიო

ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.

გოგა ხაინდრავა

14 ივლისი 2026, 20:51

საზოგადოება

ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ივლისი 2026, 20:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.

14 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.

14 ივლისი 2026, 20:42

რეგიონი

მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან

კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.

14 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

14 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

14 ივლისი 2026, 20:24

სამართალი

ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.

14 ივლისი 2026, 20:23

სამართალი

500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.