გიორგი გახარია დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება
გიორგი გახარია
ფოტო: Facebook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, მარკ ესპერს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, მიუნხენის კონფერენცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელსაც ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
„ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ნფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, იქნება როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში. პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სამაგალითოა, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებს ამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კოლეგებთან დაგეგმილ ოცამდე ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართავს.
„მე დაგეგმილი მაქვს 20-მდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტთან და ოფიციალურ პირთან. მექნება ასევე გამოსვლა პანელზე, რომელიც არის მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასთან, სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლსა და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე, ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბუნებრივია, ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე სასაუბროდ და ასევე, საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.
27 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:14
სპორტი
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:10
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
რეგიონი
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.


