imedi /  15 თებერვალი 2020, 13:51 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც მისი თქმით, უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან ერთად მიუნხენის კონფერენციაზე შეთანხმდნენ. ახალი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უკავშირდება. 

„ბრატისლავის ეუთოს სამიტზე ჩვენ ერთობლივი წინადადებით მივმართეთ ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში მომავალი ნაბიჯების შესახებ. წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ძალიან ინტენსიურად ვემზადებით ამ სამიტისთვის და ვემზადებით სამეულის ფორმატში.

დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივით მივმართოთ ევროკავშირს, რათა ფინანსური მხარდაჭერა უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ სამეულთან მიმართებაში. შეთანხმებული ვართ ერთობლივ ინიციატივაზე, ერთობლივი წერილითაც მივმართოთ ევროკავშირს“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც 56-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ჩერნობილი ხანძარი დაკავება უკრაინა

09 აპრილი 2020, 16:25

მსოფლიო

უკრაინის პოლიციამ ჩერნობილთან ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა

ეჭვმიტანილი 27 წლის, წარსულში ნასამართლები კაცია. როგორც მან პოლიციელებს აუხსნა, ტყეში ბალახს ცეცხლი სამხიარულოდ წაუკიდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

თბილისის ინფექციური

09 აპრილი 2020, 16:19

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

„გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები. ახალი პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, მათ თანმხლები დაავადებებიც აქვთ, შესაბამისად დინამიკაში ვაკვირდებით როგორც ლაბორატორიულ მონაცემებს, ასევე მათ კლინიკურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მათი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით მცირედ გაუმჯობესებული. საყურადღებო და საშუალოზე მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 16:19

COVID19

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით იზრუნოს როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ემიგრანტებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გათვლილია შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, როგორც ფრენების ასევე, საკარანტინო სივრცეების კუთხით. ირაკლი კობახიძე ასევე განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით აქვს გაწერილი ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ეს გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება

შუახევიჰესი

09 აპრილი 2020, 16:15

ეკონომიკა

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა „შუახევიჰესი“ (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. „შუახევიჰესის“ ექსპლოატაციაში სრული შეყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ აჭარაში განხორციელდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო პროექტი," - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ორნიკე რიჟვაძემ.

მეცნიერი

09 აპრილი 2020, 16:11

COVID19

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა COVID 19-ის მახასიათებელი სიმპტომია

აპლიკაცია ქვეყანაში 25 მარტიდან მოქმედებს. ის მომხმარებლებს ინფექციის სიმპტომებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში შეტანას სთხოვს. 24-29 მარტის მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მათთან, ვინც ყნოსვის და გემოს შეგრძნებას კარგავდა COVID 19-ის განვითარების შანსი სამჯერ უფრო მაღალი იყო.

გიორგი კეკელიძე

09 აპრილი 2020, 16:05

საზოგადოება

გიორგი კეკელიძე: დღეს, 22:00 საათზე შევაღოთ ჩვენი ფანჯრები, ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ და დროშები გადმოვფინოთ

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოსახლეობას, 9 აპრილის დღის აღსანიშნავად იდეას სთავაზობს. „არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის“, - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

კარლ ჰარცელი

09 აპრილი 2020, 16:05

COVID19

კარლ ჰარცელმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის ქმედებებს მაღალი შეფასება მისცა

„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზნებზე ისაუბრა. კარლ ჰარცელმა მაღალი შეფასება მისცა მთავრობის ქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხარდაჭერას წესების დაცვასა და კორონავირუსის ზიანის შემცირების კუთხით.

ბაია პატარაია

09 აპრილი 2020, 15:49

საზოგადოება

ბაია პატარაია: მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი

მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი - ამის შესახებ, ბაია პატარაია facebook-ში წერს. „პრესკონფერენციის მერე ბევრი შემომიხტა და მიმტკიცებს, რომ ლიფის გახდა/შეხსნა ფილტვების მოსასმენად აუცილებელია. თურმე ამაზეც გვჭირდება გაიდლაინები, რომელიც არ გვაქვს. პ.ს. მე მაქვს წაკითხული, რომ მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი ხელით შემოწმებისას, არათუ ფილტვების მოსმენის დროს“, - წერს ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აპრილი 2020, 15:47

COVID19

კახეთის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ექიმებთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ

„ამ ეტაპზე კახეთში სიტუაცია კონტროლიბადია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თერმოსკრინინგი იყოს ყოვლისმომცველი და ამით გარკვეული სახის პრევენცია მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცია, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ფილტრი, რათა პრევენცია მოხდეს ამ ვირუსის გავრცელების გზაზე. ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოფლის ექიმების, ამბულატორიების, საავადმყოფოების, მათ შორის ცხელების ცენტრების აღჭურვილობასა და მათ გამართულობას. სოფლის ექიმი პირველ ხაზზეა, ამიტომ მისი გამართული ფუნქციონირება მოსახლეობის მიმართვიანობა მათთან და სწორი მიმართულების მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ მოსახლეობას, როცა სოფლის ექიმთან მიმართვა დასჭირდებათ, წინასწარ შეატყობინონ დისტანციურად, რათა მან ნაკადის მართვა მოახერხოს და სწორი კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მოქალაქეს,“ - განმარტავს კახეთის გუბერნატორი.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი

09 აპრილი 2020, 15:40

ტაბლოიდი

პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა სკოლის მოსწავლეები ვიდეოზარის მეშვეობით გაამხნევეს

კეიტი და უილიამი კასტერტონის აკადემიას ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ. სკოლაში ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვებმა სამეფო ოჯახის წევრებს სააღდგომოდ შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები აჩვენეს, უილიამი და კეიტი მასწავლებლებსაც გაესაუბრნენ.

09 აპრილი 2020, 15:37

COVID19

ფერმერთა ასოციაცია: ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ მიწის ნაკვეთი დაამუშაონ

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად ჩატარდა. გამოკითხული 175 ფერმერები და აგრობიზნესის წარმომადგენელები მიიჩნევენ, რომ COVID-19 -ს უარყოფითი გავლენა აქვს საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობაზე. გამოკითხულთა დაახლოებით 30% აცხადებს, რომ დოლარში არსებულ სესხზე გადასახადი გაიზარდა და როგორც ირკვევა, რესპონდენტების 40%-მა ისარგებლა ბანკის მიერ შემოთავაზებული სესხის გადავადებით. 35% ადასტურებს, რომ ახალი სესხის აღება გართულებულია. კვლევის თანახმად, იკვეთება პრობლემები პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებითაც.

არჩილ ჯაფარიძე

09 აპრილი 2020, 15:35

COVID19

არჩილ ჯაფარიძე: სოფელ მელეში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადაადგილდებოდა, ექიმებმა მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს

რისკის შემცველ სოფელში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადაადგილდებოდა, ექიმებმა მოსახლეობის შემოწმება უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცაგერსა და ლენტეხში გმშვები პოსტები დაიდგმება და მოქალაეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

ჰიმალაი

09 აპრილი 2020, 15:34

COVID19

30 წლის განმავლობაში პირველად, ჰიმალაის მთები ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან შეუიარაღებელი თვალით გამოჩნდა

ჰიმალაის მთების დანახვა 30 წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთის სხვადასხვა ადგილიდან უკვე შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, რადგან ჰაერის დაბინძურების დონემ დაიწია, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინით აიხსნება, - ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 15:30

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა წყალქვეშა ტყე აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, გარკვეულ საიდუმლოებას ინახავდეს

მეცნიერებმა 60,000 წლის წყალქვეშა ტყე აღმოაჩინეს და ისინი მიიჩნევენ, რომ გადარჩენილი ხეები ახალი წამლების შექმნაში დაეხმარებათ. დაახლოებით 60,000 წლის წინ, როცა პრეისტორიულმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აფრიკის დატოვება, კვიპროსის ხეები მდინარეების სანაპიროებზე, მექსიის ყურის მახლობლად იზრდებოდა. როცა ზღვის დონე აიწევდა წყალი კვიპროსის ხეების ნარჩენებს ფარავდა, სწორედ ასე მოაღწიეს მათ დღემდე, - ინფორმაციას ამის შესახებ ntd ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 15:27

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

09 აპრილი 2020, 15:02

COVID19

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე საათში გადაწყდება სად განთავსდება ბლოკ პოსტები. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 50 წლამდე მამაკაცი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. მამაკაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული. პაციენტი სავარაუდოდ ეროვნული ბანკის კლასტერია

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:56

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ოპერატიული ინფორმაციით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა

„სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვამბობ, ეს არ მომხდარა, რომ სცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.

09 აპრილი 2020, 14:56

რეგიონი

თელავში, 9 აპრილის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს

თელავში, 9 აპრილის მემორიალი კახეთის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია. „რაც არ უნა დიდი გამოწვევების წინაშე იდგეს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება 1989 წლის 9 აპრილი. ეს საქართველოს და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია, თავისი ტრაგიზმით და გამარჯვებით წყურვილით აღსავსე“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო

09 აპრილი 2020, 14:52

COVID19

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის. სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც კაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ირაკლი კობახიძე: მთავრობა ყოველდღიურად კოორდინირებულად მუშაობს და აქამდე ხარვეზი არ გვქონია

კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დისტანციური შეხვედრები იმართება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ თუკი სადმე არის რაიმე ხარვეზი, რაიმე ჩავარდნა, მყისიერად აღმოიფხვრას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობის კოორდინირებული მუშაობის დამსახურებით აქამდე სერიოზული პრობლემა არ წარმოქმნილა. „სწორედ ამიტომ არის ხელისუფლების მოქმედება მაქსიმალურად ეფექტიანი. სადაც კი გამოვლინდება რაიმე ხარვეზი, რაიმე პრობლემა იმავე დღეს ხდება ამაზე რეაგირება. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთი დღის განმავლობაში რაიმე არსებითი ხარვეზი ჩვენ არ გვქონია. ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება კოორდინაცია და ჩვენ ვრეაგირებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ვლინდება ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.