imedi /  15 თებერვალი 2020, 16:28 / სანდო წყარო

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირს ერთობლივი ინიციატივით მიმართეს

ევროკავშირი

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

საგარეო უწყების ცნობით, ეს განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა.

სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით.

შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი.

ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება.

გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი ემანუელ მაკრონი

19 აგვისტო 2022, 19:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 აგვისტო 2022, 18:55

სამართალი

პირს, რომელსაც შურისძიების მოტივით მეუღლის დახრჩობას ედავებიან, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, დაახრჩო.

რეჯეფ თაინ ერდოღანი

19 აგვისტო 2022, 18:31

მსოფლიო

ერდოღანმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხს პუტინთან განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავს.

ჯუმბერ იზორია

19 აგვისტო 2022, 18:27

პოლიტიკა

ჯუმბერ იზორია: დეზინფორმაციაა, თითქოს მონუმენტი მუნიციპალურ მიწაზე დგას - ის ჩემს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განვათავსე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და „ქართული ოცნების“ წევრის განმარტებით, ოპოზიციური მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს მონუმენტი, რომელიც მისი სურვილით, მისსავე კერძო საკუთრების ტერიტორიაზე განათავსა - მდებარეობს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებულ მიწაზე.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 აგვისტო 2022, 18:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: შვეიცარიის ელჩს ვეკითხებით რა ხდება შვეიცარიაში, ვიღაცის თუ რაღაცის გამო პოლიტიკა, სამართალი, საბანკო სისტემები და მედია მართლა ერთ ხმაში მღერიან?

მისი თქმით ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ქართველებიც და უცხოელებიც, ზოგიერთი ელჩის ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ანტიდასავლური ურთიერთობები გააღვივონ საქართველოში. „ძნელია არ დაეთანხმო ბატონ გოგა ხაინდრავას, რომ ამბობს.

ანტონიო გუტერეში

19 აგვისტო 2022, 18:05

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის - ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის.

გია ცაგარეიშვილი

19 აგვისტო 2022, 17:37

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ამით თავის ქვეყანას ემუქრება

„ერთია, მე რა პასუხს გავცემ ავყია, ყიამყრალ ადამიანს და მეორეა, საზოგადოება რა პასუხს გასცემს - დარწმუნებული ვარ, რომ პასუხიც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გივი მიქანაძე

19 აგვისტო 2022, 17:35

პოლიტიკა

გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოებაში მუხტის აწევის მიზნით რადიკალური ოპოზიციის დაანონსებული გეგმა წინასწარ მარცხისა და კრახისთვისაა განწირული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, საზოგადოებაში მუხტის აწევის მიზნით რადიკალური ოპოზიციის გეგმა წინასწარ მარცხისა და კრახისთვისაა განწირული. მისი თქმით, მორიგი არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წლის ოქტომბერში, როგორც კანონმდებლობითაა დადგენილი.

ხატია დეკანოიძე

19 აგვისტო 2022, 17:22

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: არაძალადობრივი პროტესტი, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს, არაერთხელ განხორციელებულა საქართველოში, მათ შორის 20 ივნისს

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არაძალადობრივი პროტესტი, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს, არაერთხელ განხორციელებულა საქართველოში, მათ შორის 20 ივნისს.

19 აგვისტო 2022, 17:18

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მიერ, მიღებული მომსახურების შეფასება მომხმარებელთა მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შემოსავლების სამსახურის მიერ, დანერგილი უკუკავშირის სისტემის მიზანია დაინტერესებულ მომხმარებელთა მოსაზრებების მიღება , რომლის მოდულებში, საჭიროების დადგენის შემთხვევაში ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.

19 აგვისტო 2022, 17:15

საზოგადოება

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

ირაკლი ლატარია

19 აგვისტო 2022, 17:05

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ასე ერთხმად ატეხილი ამბები არ მგონია შემთხვევითი და დირიჟორის გარეშე იყოს

„ამდენი ხანი მიმდინარეობდა დავა, ამხელა თანხებზეა საუბარი და გეგონება რომელიმე ბანანის რესპუბლიკაში ხდებოდეს ეს ყველაფერი და არა შვეიცარიაში. მართლა გასაოცარია პირდაპირ, სამართლებრივი დავა მოგებულია და ბიძინა ივანიშვილს ისე ექცევიან, თითქოს რომელიმე დიქტატორის ბრძანება იყოს, რომ კანონი არაფრად მიიჩნიონ და უბრალოდ ადამიანი დაჩაგრონ... “

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 აგვისტო 2022, 16:57

მსოფლიო

ერდოღანმა ზელენსკის თურქეთში მისი და პუტინის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

19 აგვისტო 2022, 16:51

რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აგვისტო 2022, 16:40

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ის ფაქტი, რომ ასეთი ცნობილი ბანკის ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავინ რეაგირებს, ეჭვს აჩენს, რომ ეს პროცესი მართვადია და ამას ვიღაც გარედან დირიჟორობს

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება. მისი თმით მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირის დავაა და ამ საქმეში არავის ჩარევას არც თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებას კითხვებზე პასუხები მაინც ძალიან აინტერესებს.

დავით ქართველიშვილი

19 აგვისტო 2022, 16:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი შვეიცარიის ელჩს: რატომ არ სცემს პატივს თქვენი ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ ვერდიქტებს, რატომ სჩადის დანაშაულს მისი ქვეყნის საბანკო სისტემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ

ორმაგ სტანდარტებს, „დემოკრატიას“ ამოფარებულ ანტიდემოკრატიას ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ მხოლოდ სიმართლე, პატიოსნება და მხილება, მხილება და კიდევ ერთხელ მხილება! არ ხართ ბატონებო, უმწეო და ეტალონურად სუფთა „ასოციაცია“, არ ვარგიხართ არც მაგალითის მომცემად და არც ჩვენგან, გამოცდის ჩამბარებელ კომისიად. მაგრამ! ქცევათა პირდაპირ მაფიოზურ ნორმებზეც ნუ გადადიხართ ასე მკაფიოდ, ჩვენს გარდა სხვების გიყურებენ - ვისაც ჯერ კიდევ უპირიბოდ სჯერა თქვენი - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას.

თამთა მეგრელიშვილი

19 აგვისტო 2022, 16:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიმართ შექმნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებზე მართალია სამართალმა თავისი სიტყვა უკვე თქვა, მაგრამ სამართლებრივი რეგულირების პარალელურად აუცილებელია შვეიცარიის ელჩის პოზიციის მოსმენაც

საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი კინორეჟისორის, გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: მიუხედავად იმისა, რომ სამართალმა ეს დავა უკვე მოიგო, ეყოს გამბედაობა და გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი, ახსნას რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მისი თქმით იყო ელჩი სხვა ქვეყნის ჭკუის სწავლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

ირაკლი ქარსელაძე

19 აგვისტო 2022, 16:09

საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძე: საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია

ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ხიდი საქართველო-სომხეთის საზღვარზე, რომელიც იქნება ძირითადი გამშვები პუნქტი და ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა 2 ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად კარგი მაგალითია თუ როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა, -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

ნინო ფოჩხუა

19 აგვისტო 2022, 16:02

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი და აგვიხსნას, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, ურთიერთობების დალაგება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა

კაცს სასამართლოები მოგებული აქვს, ოფიციალურად გაფორმებული სანქციის ქვეშ არ იმყოფება, ვერანაირ კავშირებს რუსეთთან ვერ უმტკიცებენ და ამ პირობებში მილიარდამდე თანხას არ უბრუნებენ, ასე არ არის კრიმინალურ სამყაროშიც?! იმას რასაც შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანი "სუის კრედიტი" უკეთებს არა მარტო თავის თავს, არამედ მთელ თავის ქვეყანას, გამაოგნებელია, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც გოგა ხაინდრავას დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმიანება.

გია გაბრიჭიძე

19 აგვისტო 2022, 16:02

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ, საქმე შვეიცარიის იმიჯს ეხება და ელჩის განმარტება სწორედ ამიტომ არის აუცილებელი

მისი თმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ადვოკატები პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვას გამორიცხავენ, საქმე შვეიცარიის იმიჯს ეხება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ელჩის განმარტება.