imedi /  17 თებერვალი 2020, 20:08 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
 
ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და  ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.
 
მისი თქმით, „აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ახალგორის მიმართულებით და საერთოდ, გამყოფი ხაზის სხვა მონაკვეთებზეც იმიტომ, რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი, იქმნება მედიკამენტების და პროდუქტების დეფიციტი, ადამიანებს ეს სჭირდებათ და ამ პასუხისმგებლობისგან ადამიანების უფლებების წინაშე არავინ არ არის თავისუფალი“.
 
„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან.
 
ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს არ არის დღევანდელი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით. ეს პირდაპირ არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ, არამარტო ქართველების, არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლე ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა.
 
საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არ არის დაცული და ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის. ამ პრინციპით, იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა, ხდება მათი ამოღება. ფაქტიურად, ამ ადამიანების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა, მათი გაწირვა ხდება. წარმოიდგინეთ, რა პირობებში ხდება ეს - გადაადგილება არის შეზღუდული. საჭიროება იმისა, რომ შედიოდეს მედიკამენტები, პროდუქტები, არის ძალიან მაღალი.
 
რეგიონი არის იზოლაციაში, მედიკამენტების დეფიციტში და კიდევ რომ რეპრესიული მოქმედებები ტარდება ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან. იმ ფონზე, როდესაც რეალურად ეს კონტაქტები იზრდება და გაიზრდებოდა კიდევ უფრო მეტად, რომ არ იყოს ხელოვნურად ჩახერგილი გადაადგილების შესაძლებლობა“, - განუცხადა ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.
 
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართული წარწერების მქონე მედიკამენტები ჩამოართვა.

ყველა სიახლე

ალექსანდრ ვუჩიჩი

13 აპრილი 2026, 11:30

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება

„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.

დეკანოზი გიორგი ბერაძე

13 აპრილი 2026, 11:15

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში

აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.

პიტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 11:04

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება

„ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც... ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მან ადგილობრივ გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.

13 აპრილი 2026, 11:04

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რობერტ ფიცო

13 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

13 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 10:27

მსოფლიო

WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ.

13 აპრილი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი/ლეო XIV

13 აპრილი 2026, 10:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 09:56

მსოფლიო

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

ილონ მასკი

13 აპრილი 2026, 09:48

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტუსკი

13 აპრილი 2026, 09:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:42

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პედრო სანჩესი

13 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჯორჯია მელონი

13 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.