imedi /  20 თებერვალი 2020, 10:08 / სანდო წყარო

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა. 

მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარდაჭერს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მიეცა რწმენა, რომ იბრძოლებს ხელისუფლების შესაცვლელად. 

„ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან გულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი დღესვე ჩამოცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, პენსიონერებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. ვინც ამ ციხეშია, ყველა არის პოლიტპატიმარი“, - განაცხადა მერაბიშვილმა. 

მან მიმართა პოლიციელებს და პირობა მისცა, რომ მათ მიმართ ნდობა აღდგება და პოლიციელების მთავარი მიზანი გახდება არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახური. 

მერაბიშვილი მოხარულია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი, თუმცა შეკითხვას, რომელი პარტიიდან აპირებს ბრძოლას, ამაზე ვანო მერაბიშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, ის წუხს, რომ მისი ახლო მეგობრები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში არიან, ამიტომ აპირებს, ყველა მათგანს შეხვდეს და მხოლოდ ამის მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

02 აპრილი 2020, 23:45

COVID19

არჩილ თალაკვაძე: 3 სფერო, რომლისთვისაც ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა

2012 წლიდან დღემდე ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ სამ საკითხზე: საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებაზე და მესამე, ბიუჯეტიდან ეროვნული ანუ შიდა წარმოების სუბდირებას- ამის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში კრიზისი შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ სამივე ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია.

02 აპრილი 2020, 23:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს თანამოქალაქეებს, ამისთვის არ არის საჭირო ზედმეტი პოლიტიკური მანიპულაციები

ჩვენს ოპონენტებს აქვთ ალბათ თავისი ხედვა. მართალია, ზოგიერთს ცუდად გამოუვიდა თავისი ინიციატივების განხორციელება და რისკის ქვეშაც დააყენეს მოქალაქეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ არ გვაქვს დრო ამ ხალხის გაკიცხვით ვიყოთ დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ხელფასის ნაწილის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვის ინიციატივა არც შეჯიბრია და ამით ხელისუფლება არც ოპონენტებს უმტკიცებს რამეს, არამედ ამით მმართველი გუნდი თავისი პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსთან ბრძოლის თემაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტარო ასო

02 აპრილი 2020, 23:27

COVID19

იაპონიის ვიცე-პრემიერი: ჯანმოს სახელი უნდა გადაერქვას და ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია ეწოდოს

იაპონიის ვიცე-პრემიერმა ტარო ასომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ჩინეთისადმი რბილი პოზიციის გამო გააკრიტიკა. იაპონიის ვიცე-პრემიერის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სახელი უნდა გადაერქვას და მას ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა ეწოდოს.

არჩილ თალაკვაძე

02 აპრილი 2020, 23:26

COVID19

საპარლამენტო უმრავლესობა კორონავირუსის ფონდში ნახევარ მილიონამდე ლარს გადარიცხავს

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია „ქართულმა ოცნების“ წევრები და პირველ რიგში, ვინც ვართ ხელისუფლებაში და ვიკავებთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს მთავრობასა და პარლამენტში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ჩვენი ხელფასის ერთ მესამედს შემდეგი 3 თვის განმავლობაში- ამის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ერთის მხრივ, არის სოლიდარობის გადაწყვეტილება და ამავე დროს ის, რაც მოეთხოვება ხელისუფლებასა და ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიას.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2020, 23:16

COVID19

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდი, პარლამენტი, მთავრობა და გამგეობა ყველანი ჩართულები ვართ ეპიდემიასთან ბრძოლაში

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა. პარლამენტის წევრი ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ მსგავსი აქციების გაგრძელება აღუთქვა.

ლევან ტაბაღუა

02 აპრილი 2020, 23:04

COVID19

ირაკლი ტაბაღუა: პირველი რიგის კონტაქტები, ვისთანაც საკრებულოს წევრს შეხება ჰქონდა, იდენტიფიცირებულია

გიდასტურებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი და მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, სიმართლეა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შიდა სივრცეში მონიტორინგის სამსახურის მიერ კამერების საშუალებით მოხდა შესწავლა იმისა, თუ ვისთან ჰქონდა საკრებულოს ინფიცირებულ წევრს კონტაქტი. ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია დროების მიხედვით, რომელ პიროვნებასთან რამდენ წუთიან კონტაქტში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი

02 აპრილი 2020, 22:46

COVID19

ჯო ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლებას ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლებას ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

02 აპრილი 2020, 22:25

COVID19

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა. ცნობილია ასევ, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა.

02 აპრილი 2020, 22:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედანნ 210,000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51,000-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ინფორმაციას ამის შესახებ worldometers ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 22:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო

კოორდინაციას ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

02 აპრილი 2020, 22:02

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი მოათავსეს

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსისთვის დამახასაითებელი სიმპტომებით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი თვითდინებით მივიდა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. პაციენტებს ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ პაციენტებს შორის ეს ფაქტი რამდენიმე ადამიანმა დააფიქსირა. „ვთქვათ ხელოსანი, რომელმაც შეკვეთის შესრულებისთვის ფული აიღო, ლომბარდის თანამშრომელმა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

02 აპრილი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 431 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში

უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება ათეული, მაგრამ არა ასეულები და ათასეულები.

კოტე ანანიაშვილი

02 აპრილი 2020, 21:32

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: თერმოსკრინინგი ყველა მოქალაქეს უტარდება

24 საათის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ზედმიწევნით იქნეს დაცული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები. დარღვევის შემთხვევაში იწერება კონკრეტული საჯარიმო ქვითრები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.

02 აპრილი 2020, 21:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარი იტალიისა და ესპანეთის მკვიდრია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50,508-ს მიაღია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (13 915) და ესპანეთი (10 096). სულ მსოფლიოში ამ დროისთვის 986 777 ადამიანია ინფიცირებული, 2016 372 კი გამოჯანმრთელდა.

საკრამენტოს ოლქი

02 აპრილი 2020, 21:09

COVID19

საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებებს უკავშირდება

კალიფორნიის შტატში საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ საკრამენტოს ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

სოზარ სუბარი

02 აპრილი 2020, 21:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული

ნამდვილად არ ველოდით, რომ ადამიანების მკვლელობამდე მივიდოდა ის ხელისუფლება, თუმცა მივიდნენ. ის რომ 7 ადამიანი მხოლოდ მკვდარი, ეს მართლა გამართლების შედეგია, თორემ იქ ისეთი სროლა იყო, რომ ადვილი მოსალოდნელი იყო, გაცილებით მეტი ადამიანი მომკვდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ალი ლარიჯანი

02 აპრილი 2020, 20:59

COVID19

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ლარიჯანი იზოლაციაში იმყოფება. მანამდე ვირუსი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალთა და ოჯახის საკითხებში ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს აღმოაჩნდათ.

02 აპრილი 2020, 20:50

COVID19

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც „დემოკრატიულ პარტიაში“ აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიება ივლისის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება.