imedi /  21 თებერვალი 2020, 15:22 / სანდო წყარო

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.

როგორც ჟურნალისტებს გია გაჩეჩილაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურმე, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა.

„საბჭოთა კავშირის დროს სერიული მკვლელი ჩიკატილო იყო, რომელმაც 56 ადამიანი მოკლა. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მისი ოპერაციების დროს 70 ადამიანზე მეტი ქუჩაში მოკლეს. მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42-ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 16:48

საზოგადოება

ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე 2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

ვეშაპები ტასმანია

21 სექტემბერი 2020, 16:45

მსოფლიო

ავსტრალიაში წყალმარჩხობაზე გაჭედილი ასობით ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ

ადგილზე დაახლოებით 270 ცხოველია, სულ მცირე 25 მათგანი უკვე დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია სამშაბათს დილით უნდა დაიწყოს. სამაშველო ეკიპაჟები და მოხალისეები ადგილზე შეკრებას უკვე იწყებენ.

რუსლან აბაშიძე რიინა კალიურანდი

21 სექტემბერი 2020, 16:38

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რიინა კალიურანდს შეხვდა. ესტონეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

21 სექტემბერი 2020, 16:27

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შეცვლა არც უნდა და არც შეუძლია

„თუ ხელისუფლებას არ ცვლიან მაშ რა უნდათ? მათ უნდათ თავიანთი ამომრჩეველი, ამომრჩეველი რომელიც ოღონდ „ოცნება“ ნუ იქნება და თუნდაც ქვეყანა დაინგერს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ოღონდ სააკაშვილი გაიგონ და ყველაფერზე თანახმა არიან“.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 16:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს უალტერნატივოა „ქართული ოცნების“ გამარჯვება - ამას არაერთი კვლევა აჩვენებს

„დღეს ქართულ პოლიტიკაში რეალობა არის ასეთი - პოლიტიკური სპექტრი არის გაღარიბებული და დღეს უალტერნატივოა ქართული ოცნების გამარჯვება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

21 სექტემბერი 2020, 16:17

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა

არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს, ან საქართველო დაიღუპებაო.

21 სექტემბერი 2020, 16:13

COVID19

სოხუმის 1-ელ საშუალო სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

სოხუმის 1-ელ საშუალო სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება არაერთი მოსწავლისთვის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

ილჰამ ალიევი

21 სექტემბერი 2020, 16:12

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო - დიდად ვაფასებ საქართველოს მთავრობის ქმედებებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანის ნება არ დართო, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 16:11

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით, არ უნდა დავაზიანოთ საერთო ინტერესები

„დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 16:06

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ, დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს

ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ 56 %-ზე მაღალი ნდობა აქვს, რაც საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „IPSOS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით, თანადგომითა და სულისკვეთებით, რაც იგრძნობა მუნიციპალიტეტებში, არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ

დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით, თანადგომითა და სულისკვეთებით, რაც ზოგადად, იგრძნობა მუნიციპალიტეტებში, არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც იმერეთში პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგინის შედეგები შეაჯამა.

21 სექტემბერი 2020, 15:56

რეგიონი

აჭარაში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

21 სექტემბერი 2020, 15:56

სპორტი

მილანი-ბოლონიას თამაშზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიწვიეს

„მილანის“ ხელმძღვანელებმა „ბოლონიასთან“ დღეს გასამართ საშინაო მატჩზე დასასწრებად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსს ებრძვიან. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ სერია ა-ს ზოგიერთ შეხვედრაში კლუბებს 1000 მაყურებლის დასწრების ნება დართო. როსონერიმ კი ეს კვოტა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გარდა, ფეხბურთელების ოჯახის წევრებზე, კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებსა და გუნდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებზე გაანაწილა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 15:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი თავისი წარსულია

„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი თავისი წარსულია, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ზურაბ ჯაფარიძე

21 სექტემბერი 2020, 15:53

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ბუნებაში არანაირი მოცემულობა არ არსებობს იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნების გზით ერთპარტიულ მმართველობას სამართლიანად მიაღწიოს

ეს მცდარი განცხადება იყო, ბუნებაში არანაირი მოცემულობა არ არსებობს იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ არჩევნების გზით ერთპარტიულ მმართველობას სამართლიანად მიაღწიოს - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

21 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

„ევროკავშირის ლიდერებს აქვთ მიზეზები არ დააწესონ სანქციები, მაგრამ მე ვთხოვ მათ უფრო მამაცები იყვნენ. სანქციები მნიშვნელოვანია ჩვენს ბრძოლაში, რადგან ეს იმ წნეხის ნაწილია, რომელსაც შეუძლია ე.წ. მთავრობას ოპოზიციურ საბჭოსთან დიალოგის დაწყება აიძულოს“, - განუცხადა ტიხანოვსკაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

პატრიკ ვოლანსი

21 სექტემბერი 2020, 15:47

COVID19

პატრიკ ვოლანსი: ზომების მიღების გარეშე ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩევლის, პატრიკ ვოლანსის განცხადებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კვლევების გაყალბებითაა დაკავებული

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა. „ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს სცდება“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:43

საზოგადოება

კახა კალაძე მეუფეებზე: ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც აქვთ საკუთარი ხედვა

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამ თუ იმ საკითხზე, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა,- განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ დაესწრო „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე.

გიგი უგულავა

21 სექტემბერი 2020, 15:39

პოლიტიკა

გიგი უგულავა: სამწუხაროდ ერთი კვირაც ვერ გაძლო სააკაშვილმა, თავისი რეალური სურვილი რომ არ გამოეჩინა

„სამწუხაროდ ის რასაც სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება წარსულის შეთავაზებაა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.