imedi /  22 თებერვალი 2020, 10:00 / სანდო წყარო

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენცია თეა წულუკიანი

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ასეთ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, განრიდებისა და მედიაციის, აგრეთვე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას უძღვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ღონისძიება ევროკავშირის პროექტ „EU4JUSTICE“-ს ფინანსური მხარდამჭერით გაიმართა.
 

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID -19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.

18 სექტემბერი 2020, 10:47

მსოფლიო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 10:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

ქუთაისი

18 სექტემბერი 2020, 08:52

რეგიონი

ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს რკიმიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა. თაბუკაშვილის ქუჩის მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას მოხდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, მინისტრთან კითხვები ძირითადად, ფრენებთან, კარანტინთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება არჩევნებზე პარლამენტის წევრად არჩეულ პირს ეკისრება.

აჭარა

18 სექტემბერი 2020, 08:16

რეგიონი

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

ნინო ნიჟარაძე

18 სექტემბერი 2020, 08:09

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს. მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

ჭიათურა

18 სექტემბერი 2020, 07:59

COVID19

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 სექტემბერი 2020, 03:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.