imedi /  26 თებერვალი 2020, 10:18 / სანდო წყარო

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერია მიმდინარე წელს კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში ქეთევან წამებულის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. 

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს.
გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით. საფარზე შეინიშნება ბზარები, რომელიც ვრცელდება ასფალტბეტონის მთელ სიღრმეზე, ასევე, სხვადასხვა დროს შეკეთებული ორმოები და ცალკეულ მონაკვეთებზე მცირედი ჯდენები. ასფალტბეტონის საფარის სისქე ცვალებადია, რაც გამოწვეულია გასულ წლებში მრავალჯერადად შესრულებული სარემონტო სამუშაოებით.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მოეწყობა ახალი ბორდიური, ტროტუარები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ველობილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 4 თვე. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 600 000 ლარი დაიხარჯება.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ვანის მუნიციპალიტეტში უკვე 5 000 მოქალაქეა გამოკვლეული

„საბჭომ იმსჯელა და დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება და მოკვლევა კონტაქტების. შეიძლება, ჩვენ დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე. რაც შეეხება ვანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამკაცრებულ ზომებს, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. უკვე გამოკვლეულია 5 000 ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ვანში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 70 წელს გადაცილებულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზი აუღეს მის მეუღლესაც, რომლის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ დაადგინონ ქალბატონის დაინფიცირების პირველწყარო და მისი კონტაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.

08 აპრილი 2020, 15:04

COVID19

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მოხდება მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აცრა

08 აპრილი 2020, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პნევმოკოკით აცრა მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ერთი თვის განმავლობაში ასობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3 500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: PCR-ტესტების საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი

„ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:45

COVID19

დავით ზალკალიანი: ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვანში 5 ათასი მოქალაქეა გამოკვლეული

ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:38

COVID19

ჯანმო დაფინანსების შემცირების თაობაზე ტრამპის მუქარას პასუხობს: ახლა ამის დრო არ არის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უნდა შეამციროს. ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს. „ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ეტაპზე ვართ - ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს”, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ

„ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:33

COVID19

დავით ზალკალიანი: ავიაბილეთების ზედა ზღვარი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი, ეს საკითხი მკაცრად კონტროლდება

ძალიან მკაცრად კონტროლდება საბჭოს მხრიდან, რომ ავიაბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:32

ეკონომიკა

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს. ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

გიორგი ღვინჯილია

08 აპრილი 2020, 14:30

COVID19

გიორგი ღვინჯილია: აქ ყველა დაცულად ვგრძნობთ თავს, ნურაფრის შეგეშინდებათ

„ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფი 10-ზე მეტი პირი შემოწმდა და კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა, - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა სპორტსმენმა გიორგი ღვინჯილიამ POSTV-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა. ღვინჯილიამ სამეგრელოს რეგიონში მისი მოგზაურობის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენა და საავადმყოფოში მოხვედრამდე მის სიმპტომებზეც ისაუბრა. კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის განცხადებით, როგორც ყველა ისიც თბილისიდან რეგიონში, ზუგდიდში ჩავიდა. შემდეგ სოფლებში: ლიასა და მიქავაში იმყოფებოდა, სადაც ახლობლის საფლავზეც იყო გასული. ღვინჯილიას თქმით, იგი დაწესებულ რეგულაციებს ყველგან იცავდა.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრილი 2020, 14:26

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავეთ

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის და მათი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. მან ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ის ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ მოითხოვს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 14:22

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

„6 და 7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან ნახევარზე მეტი, 40 კომპანია არის ის, ვისაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და მოითხოვეს აღდგენა ბიზნეს საქმიანობის. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი. მიეცათ გარკვეული დრო, რომ მათ ეს ხარვეზები გამოასწორონ და ამის შემდეგ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, განმეორებითი შემოწმების შედეგები იქნება უფრო უკეთესი და ეს კომპანიებიც შეძლებენ, რომ ყველა ხარვეზი აღმოფხვრან და სრულიად დაცულები იყვნენ ისინიც და მათ თანამშრომლებიც ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან“, - აღნიშნა თურნავამ.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:22

COVID19

დავით ზალკალიანი: 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება

10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ 5 წლის ქრისტინე ფანჩავიძეს პირადი სახსრებით ის ნივთები აჩუქა, რაზეც გოგონა ოცნებობდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთი წლის ქრისტინე ფანჩივაძეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ,,ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი, სამეგრელოს გუბერნატორმა პირადი სახსრებით ის ნივთები აჩუქა, რაზეც ოცნებობდა. ალექსანდრე მოწორელიამ პატარა გოგონას საწოლი, ველოსიპედი, კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს. გუბერნატორის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების მოგვარებას და პატარა გოგონას მამის დასაქმებას გეგმავს.

სურსათი

08 აპრილი 2020, 14:08

COVID19

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განაცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა.

მშენებლობა

08 აპრილი 2020, 14:01

COVID19

რეგულაციების დარღვევის გამო რამდენიმე სამშენებლო კომპანიას მუშაობა შეუჩერდა

„100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა შემოწმდა. იყო შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული რეგულაციები, თუმცა გამოიკვეთა ადგილები, სადაც რეგულაციები არ იყო უზრუნველყოფილი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო და ისინი არ გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეძლებს კომპანია სრულად დააკმაყოფილოს ყველა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

როსტომ სესიაშვილი

08 აპრილი 2020, 14:01

COVID19

აქციას „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“, - ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოწოდებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა. პარტის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრონლები, მოხალისეები და ის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, სისხლი უანგაროდ გაიღონ.