imedi /  26 თებერვალი 2020, 10:20 / სანდო წყარო

მერიამ საშენი მასალების შენახვის მხრივ 415 კანონდარღვევა გამოავლინა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასთან და ასეთი მასალების შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. 

მერის ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა.

საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებსა და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე მოსალოდნელ უარყოფით ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას ასევე ხელს უწყობს მულჩირება, რაც აქტიურად ხორციელდება გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში. დედაქალაქს მოემსახურება ქუჩის დამგველი სპეციალური მანქანებიც, რაც ასევე დიდ როლს შეასრულებს მტვრის შემცირებაში.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

სერგი კაპანაძე/გიორგი ვაშაძე

22 სექტემბერი 2020, 16:58

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინ დააყენა ვიწროპარტიული ინტერესები, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მაშინაც, როცა ისანში შეთანხმება ჩაშალა", - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ხატია დეკანოიძე

22 სექტემბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ მისი სახელის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნაცმოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში„ევროპულ ქართველოს“, მათ შორის ყველა სხვა პარტიას, თუ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააგროვოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაშინ შეუძლია განსაზღვროს თავისი პირობები.

ბიძინა კულუმბეგოვი

22 სექტემბერი 2020, 16:52

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ

ზაფხულის შემდგომ, შიდა ტურიზმის გაზრდილი მობილობის გამო შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ის ციფრები და მზაობის ხარისხი, რაც დღევანდელ სისტემას აქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

დანიელე დე სანტისი

22 სექტემბერი 2020, 16:51

სპორტი

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ლეჩეში მოხდა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არბიტრთან ერთად მოკლული მისი 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტაც დახვდათ. როგორც მოწმეები ყვებიან, მათ ყვირილის ხმა გაიგონეს და დაინახეს უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და გარბოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

მაია ბუწაშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

მაია ბუწაშვლი: ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, სწრაფად უნდა გადავიდეთ კოვიდინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე

ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ COVID19-ის აფეთქების ლოკალიზება მოხდეს, თუმცა იმისი აუცილებლობა რომ აღმავლობა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყოს არაა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:47

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს

ეკონომიკის გაჩერებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ, გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა.

ნინო წილოსანი

22 სექტემბერი 2020, 16:44

საზოგადოება

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა დღეს მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გააცნო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტის მიმართულებით.

ჟოზეპ ბორელი

22 სექტემბერი 2020, 16:40

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: მზად ვარ მინსკში გავემგზავრო, თუ ეს კრიზისის დარეგულირებას ხელს შეუწყობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მზად არის მინსკში გაემგზავროს, რათა ხელი შეუწყოს ბელარუსში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას.

ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი 2020, 16:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე

უნდა გავაძლიეროთ პირბადის გამოყენების კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

ედვარდ სნოუდენი

22 სექტემბერი 2020, 16:36

მსოფლიო

ედვარდ სნოუდენი აშშ-სთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი ქვეყნისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2020, 16:36

სამართალი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა არ მომხდარა და სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და სინამდვილეში, დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

მთვარე ნასა ასტრონავტი

22 სექტემბერი 2020, 16:30

ტექნოლოგიები

Nasa-ში პროგრამა Artemis-ის ბიუჯეტი შეიმუშავეს, რომლის მიზანიც ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა

როგორც Nasa-ში განმარტავენ, პროექტის ბიუჯეტი აშშ-ის კონგრესმა და სენატმა უნდა დაამტკიცონ. მეცნიერები კანონმდებლებისგან 2021 წლისთვის 3.2 მილიარდ დოლარს ითხოვენ წარმომადგენელთა პალატამ სააგენტოს მთვარეზე დასაშვები აპარატის შესაქმნელად 600 მილიონი დოლარი უკვე გამოუყო, თუმცა Nasa-ში აცხადებენ, რომ აპარატის ბოლომდე დასამუშავებლად დამატებითი თანხა სჭირდებათ.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:25

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:19

COVID19

თამარ გაბუნია: დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა

კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 16:15

სამართალი

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება გადაწყვიტა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, აგრეთვე დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება.

ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი 2020, 16:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: თბილისში, სოფელ დიღომში ახალი კლასტერი გვაქვს

„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაპზე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:12

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

22 სექტემბერი 2020, 16:10

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:05

COVID19

თამარ გაბუნია: ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და სიტუაცია კონტროლირებადია

„ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და ბევრი საზომი და ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ეფექტურად და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.