imedi /  29 თებერვალი 2020, 16:52 / სანდო წყარო

ქუთაისში იტალიიდან ჩაფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტში ჩაფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა სპეციალისტებმა მგზავრები სპეციალურ ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი სამხედრო იყო და ის გორში გადაიყვანეს, რადგან იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ-ზონაში. მას ტემპერატურა არ ჰქონდა და მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ და ის სამხედროებმა წაიყვანეს.

მეორე პაციენტის კი ტემპერატურა დაუფიქსირდა 37,5 და უსაფრთხოების მიზნით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ რეისზე სხვა საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ. სულ რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 23:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: COVID19 კვალს ტოვებს სასუნთქ სისტემაზე, ფილტვში ფიბროზული ზონები რჩება

რა კვალს ტოვებს COVID19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 23:36

სპორტი

საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“, რომლის პრეზიდენტიც დევიდ ბექჰემია, გონსალო იგუაინი დაიმატა

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბმა „ინტერ მაიამიმ“, რომლის პრეზიდენტიც დევიდ ბექჰემია, გონსალო იგუაინი დაიმატა. 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაიამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იგუაინის 9-ნომრიანი მაისური გადაეცა და სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ, ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. იგუაინი 2016 წლიდან „იუვენტუსში“ გამოდიოდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 149 შეხვედრაში „ბებერ ქალბატონს“ 68 გოლითა და 16 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

18 სექტემბერი 2020, 23:26

რეგიონი

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატების მორიგი შეხვედრა მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომელსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 23:16

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: 10 წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და რატომ ითვლება ეს არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი

„მე არ ვიცი, კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ "ქართული ოცნების", კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ტიაგო ალკანტარა

18 სექტემბერი 2020, 23:12

სპორტი

ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ გადავიდა

ტიაგო ალკანტარა „ბაიერნიდან“ „ლივერპულში“ გადავიდა. მერსისაიდელებმა მიუნხენელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს და ესპანეთის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ტიაგო „რეკორდმაისტერში“ 2013 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე გამართულ 150 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. განსაკუთრებულად წარმატებული მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ ერთად ტრიპლეტი შეასრულა „ლივერპულში“ ალკანტარა 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 23:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: არ ყოფილა დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე

ჩემი, როგორც ექსპერტიზის მოსაზრებაა, რომ არ ყოფილა დაშვებული რაიმე ისეთი შეცდომები, რომელიც გავლენას მოახდენდა ეპიდემიის მსვლელობაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 სექტემბერი 2020, 23:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების კანონპროექტით მოსამართლების შერჩევის სტრუქტურა არსებითად იცვლება

სამი ძირითადი რეკომენდაცია სათანადოდ ასახულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ შედგება. ამის შემდეგ, საბოლოოდ იქნება დახვეწილი პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:54

რეგიონი

ყვარლის ცენტრალურ ქუჩებს სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ყვარლის ცენტრალურ ქუჩებს სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ. პროსცესში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი.

ანრი ოხანაშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საერთო სასამართლოების კანონპროექტზე: ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს

ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, იქნება ეს კონსტიტუციურობისა თუ ვენეციის კომისიის საკითხი. ეს პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს და ტესტს, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია

„ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა“.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:37

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ოთხნიშნა რიცხვამდე მატების რეალური საფრთხე არ არის

„მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და მიმაჩნია, რომ ოთხნიშნა რიცხვის მატების რეალური საფრთხე საქართველოში არ არის. გაცილებით მეტია ალბათობა სამნიშნა მატებები იყოს და მერე დაიწყოს კლება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:22

სამართალი

ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო ქუთაისში, რესტორან „ტაიკო“-ში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში, გაზქურას გაუჩნდა. რესტორანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იოსებ ხახალეიშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:14

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით და ცნობილი, ისტორიული ტოლერანტობით ევროპაში ახალი გზა უნდა გავჭრათ

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - ასე მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ბორის ჯონსონი

18 სექტემბერი 2020, 22:10

COVID19

ბორის ჯონსონი: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ - ეს გარდაუვალი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.

18 სექტემბერი 2020, 22:01

სამართალი

პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

18 სექტემბერი 2020, 22:00

სამართალი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა, რასაც მენეჯერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. უცნობია, რამდენჯერ მოხდა გასროლა. შემთხვევისას კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაიჭრა და, არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2020, 21:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო! ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ ქალაქში, საკუთარ ქალაქზე, კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხის წინაშე წარდგომა, - ასე მიმართა კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე შეკრებილებს.

ზაზა ლომინაძე

18 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობას ღირსეულად გააგრძელებს

„ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა და მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა. ამის მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები უკვე მიიღო. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ეს არის მაჩვენებელი, საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობის ღირსეულად გააგრძელებს“

18 სექტემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა.