პაატა დავითაია: თამაშის წესები უნდა შეჯერდეს, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით
პაატა დავითაია
ფოტო: IMEDI
პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საარჩევნო სისტემაზე მოხდეს შეჯერება ყველა პოლიტიკური პარტიის. ეს არის თამაშის წესები, რომელიც უნდა იყოს შეჯერებული, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და მოლაპარაკებებზე საუბრისას „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ შემიძლია გამოვიტანო კულუარები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ვფლობ ინფორმაციას დეტალურად, როგორც კოორდინატორი მთელი ოპოზიციური ფორმატის, რომელიც იკრიბება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ბევრი ვარიაცია განიხილება შიგნით. მნიშვნელოვანია, რომ ეს კულუარული მოლაპარაკებები ღიად დაფიქსირდეს ხელისუფლების მხრიდან. 100/50-ზე პირობითად, ან 110/40-ზე, ან 120/30-ზე, ეს არის მხოლოდ საუბრები და უნდა მიეცეს იურიდიული ფორმა. არ შეიძლება მთელ ოპოზიურ სპექტრს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია, ბევრი პოლიტიკური პარტიის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგრამ ყველა თანხმდება ერთზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემასთან უნდა შეიქმნას“, - განაცხადა დავითაიამ.
1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ბოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 13:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში - დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000 - უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები
გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:42
პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას
საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
13 ივლისი 2026, 13:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“. ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.
13 ივლისი 2026, 13:38
პოლიტიკა
თეონა ბაღდავაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს ეს ქალი იქნება
კომუნიკაციების სპეციალისტი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თეონა ბაღდავაძე „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე ამბობს, ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს სწორედ ის იქნება.
13 ივლისი 2026, 13:34
პოლიტიკა
პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან
კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 13:31
ეკონომიკა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.
13 ივლისი 2026, 13:30
საზოგადოება
ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 13:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
13 ივლისი 2026, 13:19
პოლიტიკა
პრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ახსნა ვერ ექნება
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.
13 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას
ყველა მცდელობა საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
13 ივლისი 2026, 13:14
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.
13 ივლისი 2026, 13:11
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად
ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას
ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას, ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.
13 ივლისი 2026, 12:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 8%-ია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება
მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა
არის ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
13 ივლისი 2026, 12:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ
ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ-პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია „დიპ სტეიტის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:37
ტაბლოიდი
ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ქორწილში შეგროვილი ნაგავი 25 დოლარად გაყიდა
UPI-ს ცნობით, ჟინიაკი სმოკინგში გამოეწყო, ვარსკვლავური წყვილის ქორწილის ადგილას მივიდა და ქუჩებში ქორწილის შემდეგ დარჩენილი ნაგავი შეაგროვა. შემდეგ მან ნაპოვნი ნივთები გამჭვირვალე პლასტიკურ კუბებში ჩააფასო, რომლებსაც ეწერა JUST&T MARRIED (სიტყვა „ახალდაქორწინებულების“ და წყვილის ინიციალების გაერთიანება) და თავის ვებგვერდზე 25 დოლარად გაყიდვა დაიწყო. სტანდარტულის გარდა, ხელმისაწვდომი იყო ნაგვით სავსე დიდი კუბებიც, რომელთა ფასი 100 დოლარს შეადგენდა.
13 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია
ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 ივლისი 2026, 12:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


