Imedi /  06 მარტი 2020, 14:25 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე უმრავლესობაზე: მათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

თავიდან ამბობდნენ, რომ საერთოდ არ აპირებდნენ ცვლილებას, ახლა მიდის მცოცავი უკან დახევა. ჯერ მოლაპარაკებები დაიწყეს, შემდეგ 100/50-ზე იყო, ახლა 110/40-ზე და ასე უკან უკან იხევენ იმის მიხედვით, თუ რამდენად მოხვდებათ თავში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და არამარტო კრიტიკა, არამედ სანქციებიც მოხვდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

„მათი არც ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. არც იმის გვჯერა, რომ ესენი მართლა რამეს დააინიცირებენ. ამბობენ, რომ შეაქვთ. ვნახოთ. მათ აქვთ 7 პარასკევი. თანაც რასაც ამბობენ, იციან, რომ ხვალ შეიძლება ივანიშვილმა გადაუსვას ხაზი და კვლავ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელნი და რომელნიც დამოკიდებულნი არიან სხვის სურვილზე.
ბიძინა ივანიშვილი უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, პარტიის თავმჯდომარე ბრძანდება.
არც კი იციან, რა თქვან. აგერ პარლამენტის თავმჯდომარემ განსხვავებული სიმღერა დაიწყო - თურმე 5-ით მეტი, 5-ით ნაკლებიო. ეს ხომ სასაცილოა“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.

ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.

ყველა სიახლე

შოთა რეხვიაშვილი

01 აპრილი 2020, 16:02

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: რადგან ბოლნისსა და ქვემო ბოლნისში ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა ისინი სრულად დაიკეტა

„10 დადასტურებული ფაქტიდან 7 მარნეულის მუნიციპალიტეტშია, სადაც გამოჯანმრთელება ერთია. სამი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტშია. რადგან ბოლნისსა და ქვემო ბოლნისში ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა, ისინი პოლიციის მიერ სრულად გადაიკეტა," - აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა.

გოგი წულაია

01 აპრილი 2020, 15:57

რეგიონი

ქუთაისში სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისის ცენტრში სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს. პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუჩაში აქცია-ბრიფინგი გამართა. პოლიციამ მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. წულაიამ კი პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვას აპროტესტებდა. პოლიციამ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით გთვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

01 აპრილი 2020, 15:53

COVID19

ვახტანგ გომელაური: მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, ძალიან ცოტა 17 დარღვევა იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანდტის საათის დარღვევის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

01 აპრილი 2020, 15:50

COVID19

ვახტანგ გომელაური: დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე აქამდე

საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. სიმშვიდეა. დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე აქამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას განუცხადა.

01 აპრილი 2020, 15:50

ვიდეო

თბილისის მიკროავტობუსი იმ ორგანიზაციების პერსონალს მოემსახურება, რომლებიც კარანტინის პირობებში მუშაობენ

თელავი

01 აპრილი 2020, 15:46

COVID19

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს

თვითიზოლაციაში მყოფი ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას შესაბამისი ანალიზები აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს. ამავე კლინიკაში საკარანტინო ზონიდან დღეს ორი შუახნის კაცი გადაიყვანეს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 15:39

საზოგადოება

დავით ბაქრაძე: კომუნალური ვაუჩერების გაცემა ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯია

„კარგია, დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი, მაგრამ მიგვაჩნია რომ ეს არ არის საკმარის და ხელისუფლებას ვთავაზობთ, დამატებით ნაბიჯებზე იფიქროს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

შავი ხვრელი

01 აპრილი 2020, 15:36

ტექნოლოგიები

ასტრონომებმა შავი ხვრელების ევოლუციის „დაკარგული რგოლი“ იპოვეს

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომები ვარაუდობენ, რომ საშუალო ზომის შავი ხვრელი შეამჩნიეს მაშინ, როცა მან ახლომდებარე ვარსკვლავი გაანადგურა. შავი ხვრელი ტესლსკოპ „ჰაბლის“ მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ობიექტების პოვნა რთულია, რადგან ისინი დიდ და სუპერმასიურ შავ ხვრელებზე ნაკლებად აქტიურობენ.

01 აპრილი 2020, 15:22

რეგიონი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მან ჯერ პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლაშა გოგიაშვილი დანიშნა, ამის შემდეგ კი საკუთარი სურვილით სამსახურიდან წავიდა.

01 აპრილი 2020, 15:19

ეკონომიკა

Bloomberg: ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება

ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ თემზე bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

01 აპრილი 2020, 15:14

COVID19

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

01 აპრილი 2020, 15:09

COVID19

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის. დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის რესპუბლიკური

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაცინეტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-პაციენტი არის მძიმე. ეს სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეს ველოდებით 9 პაციენტის ანალიზის პასუხს, მაგრამ ანამნეზის მიხედვით ვფიქრობთ, რომ არაფერი არ იქნება. ჩვენი 46 პაციენტიდან 19 ქალია, 27 კაცი და მათი ასაკი 25-იდან 45 წლამდე მერყეობს“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

ამერიკის საელჩო საქართველოს სასწრაფო დახმარების პერსონალს მადლობას უხდის

„COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

გერმანიის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად გლობალური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის

შტაინმაიერი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, სინგაპური, ეთიოპიის და ეკვადორის პრეზიდენტები ჰალიმა იაკობი, სალე-ვორკ ზიუდე და ლენინ მორენ გარკესი მიიჩნევენ, რომ პრობლემის გლობალური გადაწყვეტა ყველას ინტერესებშია.

ალექსანდრე მოწერელია

01 აპრილი 2020, 15:08

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი: ვაფრთხილებ ბაზრების მოვაჭრეებს, თუ რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, აგრარული ბაზრები დაიხურება

ხვალიდან თუკი თითოეული ჩვენი მოვაჭრის მიერ არ მოხდება იმ რკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაცემული, მაშინ ჩვენ მივიღებთ აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოში აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განუცხადა. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს უკონტროლო სიტუაცია დახვდა. მოქალაქეების დიდ ნაწილს პირბადეები ეკეთათ, თუმცა ისინი ვაჭრობის დროს დისტანციას არ იცავენ. დახლებთან 5-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად იმყოფებოდა. „ქრონიკის“ კამერის გამოჩენის შემდეგ ბაზრობის დირექციამ მოუწოდა მოქალაეებს, დაიცვან დისტანცია. მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია, თუმცა უმეტესობა ამას არ აკეთებს.

01 აპრილი 2020, 15:01

ვიდეო

რა ვითარებაა სამეგრელოში

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

იმერეთში კორონავისრუსის ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა

01 აპრილი 2020, 14:59

ვიდეო

უკვე მეორე დღეა გადაკეტილია გორის ყველა გასასვლელი

01 აპრილი 2020, 14:58

ვიდეო

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები მკაცრად ამოწმებენ ქალაქში შესასვლელებს