imedi /  08 მარტი 2020, 20:31 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას ქართული დემოკრატიის გამარჯვებად აფასებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას ქართული დემოკრატიის გამარჯვებად აფასებს.

მისი შეფასებით, ამაში „ქართულ ოცნებას“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ არამხოლოდ 50 პროცენტიან რეიტინგზე მეტი პარტიის მქონემ, არამედ 47-48 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა.

„ორშაბათის ბიუროზე ამაზე მსჯელობა არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ უნდა მოხდეს ინიცირება და ამის შემდეგ უნდა გავიდეს ოთხშაბათის ბიუროზე, რომ ეს შეთანხმება აისახოს შესაბამის ინიციატივაში. იქ არის კონკრეტული დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ შეთანხმების მოდერაციისთვის. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს. რას გულისხმობს მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 15:12

სამართალი

ძმები კაკულიების პროცესი განახლდა

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მან 14-მდე გასროლა გაიგონა, ამის შემდეგ კი დაჭრილი ადამიანები დაინახა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოწმის თქმითვე, ის ვერ იხსენებს იმ ადამიანების სახეს, ვინც უშუალოდ გაისროლა, თუმცა დაინახა, როგორ გარბოდნენ ისინი ადგილიდან.

05 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:04

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.

გიორგი ტყემალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.

05 ოქტომბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა.

05 ოქტომბერი 2022, 14:55

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“.

05 ოქტომბერი 2022, 14:52

სამართალი

ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

05 ოქტომბერი 2022, 14:51

პოლიტიკა

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს

პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.

05 ოქტომბერი 2022, 14:47

რეგიონი

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო

ოპოზიციამ სხდომაზე საკვები პროდუქტები მიიტანა და ამ ფორმით ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა გააპროტესტა .საუბარი იყო ურეკში მიწების გასხვისების საკითხზეც. ბრალდებებს „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავენ, რომ მათი მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ამისთვის პროვოკაციების მოწყობა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 ოქტომბერი 2022, 14:35

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე MKD-ის განცხადებაზე: გარკვეული ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას, თუმცა სრულიად უშედეგოდ - ბატონმა ივანიშვილმა ,,კრედიტ სუისს" განუცხადა, რომ არ იყო მზად შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება

ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიციის მიუხედავად ,,ომისა და ღალატის პარტია" და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩათრევისკენ არის მიმართული, სწორედ ამ დექსტრუქციული გეგმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების მცდელობა - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს ეხმიანება.

05 ოქტომბერი 2022, 14:28

სამართალი

პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ინციდენტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

რატი იონათამიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 14:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: ვთანამშრომლობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე

ვთანამშრომლობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი არის, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 ოქტომბერი 2022, 14:21

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა მოგვიწევს, რადგან, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხმათა უმრავლესობა აღარ გააჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს „ხალხის ძალასთან“ ითანამშრომლონ და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის დეტალებზე მსჯელობა ჰქონდათ.

05 ოქტომბერი 2022, 14:17

ეკონომიკა

საქართველოს დელეგაციამ ICAO-ს ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კახა იმნაძე და დელეგაციის სხვა წევრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 41-ე ასამბლეის პლენარული სესიების მუშაობაში მონაწილეობენ. ღონისძიება მონრეალში, ICAO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს და მასში 177 სახელმწიფოს ორი ათასამდე დელეგატი მონაწილეობს.

05 ოქტომბერი 2022, 14:15

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარჩინ ფშიდაჩს შეხვდნენ.

გურამ მაჭარაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 14:13

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბუნებრივია, როცა ხარ საპარლამენტო უმრავლესობაში, თანამშრომლობ იმ ფრაქციასთან, ვისთან ერთადაც ხარ უმრავლესობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, რომ როცა ხარ საპარლამენტო უმრავლესობაში, თანამშრომლობ იმ ფრაქციასთან, ვისთან ერთადაც ხარ უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებასთან“.

გია აბაშიძე

05 ოქტომბერი 2022, 14:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: Credit Suisse-ზე-მთავარი მოწმის გაქრობა სპეცსამსახურის ხელწერაა

ცხადია, საბანკო სექტორისა და ქვეყნის იმიჯის შებღალვა არცერთი ხელისუფლებისა თუ ბიზნესელიტის ინტერესებშია. თუმცა, ეს შეზღუდვა ტრაგიკომიკურია და დროებითია,- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს.

ნინო ფოჩხუა

05 ოქტომბერი 2022, 14:07

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა Credit Suisse-ზე: ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ!

უძნელეს ბრძოლას იგებს, თან მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია? საგულისხმოა ისიც, რომ ბანკმა ივანიშვილს პირველი დარტყმა 2008-2010 წლებში მიაყენა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე თანამშრომელი გამოეაშკარავებინა, პირიქით, წაახალისა და წინსწრებით პროკურატურას მიმართა. ამის შემდეგ რაც მოხდა, აღარ გავაგრძელებ, მთელი დანაშაული პირადმა ბანკირმა აიღო თავის თავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით (არ მჯერა) დაასრულა - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს.

05 ოქტომბერი 2022, 14:03

პოლიტიკა

ევროკავშირი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების 56-ე რაუნდს მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. 56-ე რაუნდს ტრადიციულად შვეიცარია მასპინძლობს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც კრემლი უკვე 14 წელია იგნორირებას უწევს.

ირაკლი ლატარია

05 ოქტომბერი 2022, 13:59

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: 2008 წელს, რა წამს ივანიშვილი მიშას განუდგა, ზუსტად იმ პერიოდიდან იწყება თანხის მოპარვა

რადგან ეს ყველაფერი ეხება შვეიცარიას და იმ საბანკო სისტემას, რომელზეც წესით უნდა იდგეს მთელი მსოფლიოს საბანკო სექტორის სანდოობა და გამჭვირვალობა, რას ვხედავთ? თურმე, თუ შენ უპირისპირდები დიქტატურის ნაწილს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება შვეიცარიაშიც კი მოგთხოვონ ამისთვის ნაწილობრივ პასუხი და ვიღაც და რაღაც შეეცადოს შენ ამისთვის დაგსაჯოს- წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს ეხმიანება.