imedi /  09 მარტი 2020, 12:17 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: „ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილებს ერთმანეთი გულზე არ გვეხატება

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეხვედრებმა და ამ ფორმატმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეკრებილ ხალხს ერთმანეთი გულზე დიდად არ გვეხატებოდა და არც ახლა გვეხატება, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მივხვდით, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანა და მიზანი, ნორმალური საარჩევნო სისტემა, უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვიტანდით ერთმანეთს და ვითმენდით იქ ყოფნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისად, ჩვენ „სამოქალაქო მოძრაობა“ ვეღარ ვხედავთ როლს და ფუნქციას იმ ფორმატის და მიგვაჩნია, რომ შეხვედრები „ლეიბორისტულ პარტიაში“ ავტომატურად და ბუნებრივად არის დასრულებული“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „სამოქალაქო მოძრაობა“ მზადაა მაჟორიტარებზე მსჯელობაში ჩაერთოს და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრები გაცვალონ, „ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ეს შეთანხმებაა და ის, რომ ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის ხელის ჩამორთმევით არ შემოიფარგლოს და ის კანონსა და კონსტიტუციაში აისახოს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.

საარჩევნო სისტემაზე მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიუროზე 11 მარტს გაიტანენ.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 10:28

პოლიტიკა

მარნეულში, საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

მარნეულში, დაშთაფაში 52-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, აღნიშნული დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას მოჰყვა.

კარლ ჰარცელი

31 ოქტომბერი 2020, 10:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი, არ იქნება ძალადობა, რაც ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა

ვიმედოვნებთ, შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკის გარეშე და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო.

31 ოქტომბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გურიაში, ოზურგეთის 63-ე საარჩევნო სპეციალური უბნიდან გადასატანი ყუთები უკვე გავიდა

გურიაში, ოზურგეთის 63-ე საარჩევნო სპეციალური უბნიდან გადასატანი ყუთები უკვე გავიდა. როგორც ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს, ამ უბანზე სპეც სიაში შეყვანილია თვითიზოლაციაში მყოფი 47 ამომრჩეველი. ორი საარჩევნო ყუთი 20:00 საათზე დაილუქება და 21:00 საათამდე დაბრუნდება 63-ე საარჩევნო უბანზე.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ მოახერხებს მომავლის მშვიდობიან უზრუნველყოფას

ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის გუნდი, რომელიც მომავალს და მომავლის მშვიდობიან პროგრესულ უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახერხებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აქსელ ფიშერი

31 ოქტომბერი 2020, 10:13

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა, - ამის შესახებ განცხადებაა ბუნდესტაგის დეპუტატმა აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.

ლაშა ნაცვლიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს

ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს.

ნინო ცაციაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:11

სამართალი

ნინო ცაციაშვილი: 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია

10 საათის მდგომარეობით არჩევნები შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. „უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შს სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ მშვიდი გარემო, არჩევნების პერიოდში“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 10:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 09:59

პოლიტიკა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გააკეთა. მან ხმა #66 საარჩევნო უბანში მისცა. „ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. დღეს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ ორ საქართველოს შორის: ან ვირჩევთ სიღარიბეს და უიმედობას, ან ვირჩევთ სიახლეს, რომელიც შექმნის საქართველოს ძლიერ, წელში გამართულ სახელმწიფოს. მე ვირჩევ რეალურ სიახლეს. კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, არ დარჩეთ სახლში, თქვენი ხმა გადამწყვეტია“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:54

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა

საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. კანდიდატი ქუთაისის მეორმოცე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ღირსეულ გამარჯვებას ელოდება. რაც შეეხება არჩევანს, ამბობს, რომ ხმა ქალაქის განვითარებას, ქუთაისში განათლების განვითარებას და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ქუთაისის შესაძლებლობების ქალაქად ქცევას მისცა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 09:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. არჩილ თალაკვაძემ ხმა 151-ე საჯარო სკოლის შენობაში მისცა. მისი თქმით, მან ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

31 ოქტომბერი 2020, 09:46

რეგიონი

სოცქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ ბოლნისში მყოფი შეიარაღებული დიმიტრი შაშკინი ჩანს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:33

პოლიტიკა

კელი დეგნანი: არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა

არჩევნების ორგანიზების კუთხით ცესკომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნებით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია

დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 09:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.მე დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან, ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი, ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი განვითარებისთვის, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:06

რეგიონი

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოჰყვა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი ლაშა ქველაძე ამბობდა, იზღუდებოდა მათი უფლებები, თუმცა როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობდა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები არღვევდნენ სოციალურ დისტანციას და არ ემორჩილებოდნენ იმ წესებს, რაც მათთვის არის განსაზღვრული და სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 ოქტომბერი 2020, 08:52

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც პილიტიკური ბრძოლის მეთოდი არის პროვოკაციები და არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულია, რომ დესტრუქციული ძალები ვერაფერს შეძლებენ და შედეგი არ ექნებათ. „არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას - თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად იმისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. თქვენც დაიცავით დისტანცია და ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 08:41

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:39

პოლიტიკა

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.