imedi /  17 მარტი 2020, 11:19 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი ნინო ქადაგიძეს: მოსამართლეთა კორპუსის ამ რესურსით რამდენად დაძლევადია, რომ სწრაფი მართლმსაჯულება იყოს უზრუნველყოფილი

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

„უზენაეს სასამართლოში დღეს არსებული მოსამართლეთა რაოდენობა რამდენად არის საკმარისი და მოსამართლეთა კორპუსის ამ რესურსით რამდენად დაძლევადია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ ელოდებოდნენ საქმეებს დიდი ხნის განმავლობაში. ეს რაოდენობა მოსამართლეების რამდენად საკმარისია და რა რაოდენობა დაგვჭირდება ჩვენ მოსამართლეების სამომავლოდ, რომ უზენაესი სასამართლო ამ გადატვირთულობისაგან დავიცვათ, იმისთვის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება იყოს უზრუნველყოფილი“, - ამ შეკითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა კანდიდატის ხედვებით და დამოკიდებულებით უზენაესი სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, თითოეული მოსამართლის ინტერესია, რომ ის შრომა, რასაც თითოეული მათგანი ეწევა, მოქალაქემდე მივიდეს იმ ფორმით, რომ საქმე სწრაფად გადაწყდეს, თუმცა, საქმის სწრაფად გადაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის დროსთან, რაც მისივე განცხადებით, ერთგვარი გამოწვევაა.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული მოსამართლის ინტერესიც ეს არის, რომ ის უზარმაზარი შრომა, რასაც თითოეული მათგანი ეწევა, მოქალაქემდე მივიდეს იმ ფორმით, რომ საქმე სწრაფად გადაწყდეს, თუმცა, საქმის სწრაფად გადაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის დროსთან, რომ კვალიფიციურად მიუდგეს თითოეული მათგანი ამ საქმეს და ეს მარტივად გადასაწყვეტი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეების მხრიდან ეს დამოკიდებულებაც უნდა იყოს გაგებული, რომ თითოეული მოსამართლის ინტერესია საქმის კვალიფიციურად გადაწყვეტა, თუმცა არის ის დამოკიდებულებაც, რომ საჭიროა საქმეების კიდევ უფრო საქმეების სწრაფად განხილვა. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, მოსამართლეების იმ რაოდენობის არჩევაზე, რა რაოდენობაც შევძელით რომ აგვერჩია. მაინტერესებს თქვენი ხედვა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე. თქვენი შიდა სამოსამართლეო ხედვიდან, რომელიც თქვენ უკვე უზენაეს სასამართლოში თქვენს კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად უკვე გაქვთ. რას ფიქრობთ და როგორია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის დამტკიცების პროცედურა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. ნინო ქადაგიძეს 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იუსტიის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით ნინო ქადაგიძე 12 მარტს დაამტკიცა. ნინო გვენეტაძემ თანამდებობა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.

ყველა სიახლე

15 მარტი 2026, 14:36

რეგიონი

სოფელ კურსების მკვიდრი: მთავარია, რომ მსხვერპლი არაა და ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც ჩემი ერთ-ერთი ნათესავი ფანჯრიდან საკაცით გადაიყვანეს, მოხუცები ზურგით მიჰყავდათ, ჩვენთან მოვიდნენ და სანამ სახლიდან არ გავედით, არ დაგვტოვეს

არ ვიცით რა მოხდა, ამას გეოლოგები დაადგენენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მსხვერპლი არაა, - განაცხადა სოფელ კურსების მკვიდრმა სულხან გოგოლაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 მარტი 2026, 14:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ

„პოლონეთი და პოლონეთის ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერია და გვახსოვს იგივე ტუსკის განცხადება, სააკაშვილისთვის დადგმული ცარიელი სკამი EPP-ს ყრილობაზე და ა.შ. ეს იმ უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თითქმის 5 წელია გრძელდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება“, - მიიჩნევს ბოჟაძე.

დავით მათიკაშვილი

15 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი პატრიცია გჟებიკზე: ე.წ. ექსპერტი, რომელიც მოგვევლინა დამოუკიდებელ ფიგურად, სინამდვილეში არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული

არაერთი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორც ცდილობდნენ პოლონეთიდან მომხდარიყო ჩვენი სახელმწიფოს შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სააკაშვილთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში და ასე შემდეგ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პოლონელ ექსპერტზე საუბრისას, რომლის დასკვნის საფუძველზეც მომზადდა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 მარტი 2026, 14:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია

„შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება ამ დოკუმენტში არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული დოკუმენტი“, - მიიჩნევს ნიკოლოზ სამხარაძე.

ბრენდან კარი

15 მარტი 2026, 14:03

მსოფლიო

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება

„მაუწყებლებმა საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიცენზიებს დაკარგავენ“, - განაცხადა კარმა.

15 მარტი 2026, 13:46

მსოფლიო

The Sunday Times: სანამ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, რუსეთი ირანის ომისგან სარგებელს იღებს

„აზრი იმის შესახებ, რომ პუტინი აძლიერებს თავის პოზიციებს ირანში კრიმინალური რეჟიმის დახმარებით, მაშინ როცა უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, აღშფოთებას იწვევს და, სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

შალვა პაპუაშვილი

15 მარტი 2026, 13:31

საზოგადოება

პაპუაშვილი: „იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე - სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს

ტელეკომპანია „იმედს“ დღეს 23 წელი შეუსრულდა. ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

მოჯთაბა ხამენეი

15 მარტი 2026, 13:29

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოჯთაბა ხამენეი კარგადაა და სიტუაციას სრულად აკონტროლებს

არაღჩი ამბობს, რომ ირანი მიესალმება ნებისმიერ „რეგიონულ ინიციატივას, რომელიც ომის სამართლიან დასრულებამდე მიგვიყვანს“, ხოლო ჰორმუზის სრუტე „ღიაა ყველასთვის, გარდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გემებისა“.

15 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

15 მარტი 2026, 13:19

მსოფლიო

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთის მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც Politico წერს, „ეს არჩევნები მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგვცემს მომავალი წლის გადამწყვეტი საპრეზიდენტო რბოლისთვის, რომელშიც, პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენეებმა უნდა გაიმარჯვონ“.

15 მარტი 2026, 13:11

სპორტი

ფორმულა 1-მა ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში დაგეგმილი რბოლები გადადო

„მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამ ეტაპზე ის, სამწუხაროდ, სწორია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა F1-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ.

დავით დარჩიაშვილი

15 მარტი 2026, 12:57

პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი: „იმედის“ სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია

იმდენად დავცილდით და გავიყავით ერთმანეთისგან, რომ მართალი გითხრათ, დილემა იყო, აქ მოვიდე-არ მოვიდე, არა იმიტომ, რომ საუბარი არ მინდა ბატონ ნიკოლოზთან, ბატონ შალვასთან ან ქალბატონ მაგდასთან, რომელსაც წლებია, ვიცნობ, არამედ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ჩვენ ვხვდებით, სანქცირებულია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების დროს ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა.

15 მარტი 2026, 12:39

მსოფლიო

ყაზახეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს - ცვლილებებს შორისაა ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე და ქორწინების, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირის განსაზღვრა

სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 12:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ყალბი ცნობების გავრცელებაში დაადანაშაულა

„კიდევ ერთი განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური ფეიკ-ნიუს მედიისგან იმ 5 თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც თითქოს საუდის არაბეთის აეროპორტში ჩამოაგდეს და გამოსაყენებლად უვარგისია. სინამდვილეში, ბაზაზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, მაგრამ თვითმფრინავები არც „ჩამოუგდიათ“ და არც „გაუნადგურებიათ“. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია და ისინი უკვე დაბრუნდნენ მწყობრში. ერთს ოდნავ მეტი დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე ჰაერში იქნება. არცერთი არ განადგურებულა და არც ახლოს ყოფილა ამასთან, როგორც ამას ფეიკ-ნიუსები სათაურებში წერდნენ. New York Times-ს და Wall Street Journal-ს (განსაკუთრებით) და სხვა მდაბიო „გაზეთებსა“ და მედიას რეალურად სურთ, რომ ჩვენ ომი წავაგოთ. მათი საშინელი რეპორტაჟები რეალური ფაქტების ზუსტი საწინააღმდეგოა“, - დაწერა ტრამპმა.

ვიქტორ ორბანი

15 მარტი 2026, 11:51

მსოფლიო

ორბანმა „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მარში დააანონსა

„ჩვენ მშვიდობისთვის ვილაშქრებთ. დროა, წინ აღვუდგეთ უკრაინულ შანტაჟს: ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს!“, - განაცხადა ორბანმა.

15 მარტი 2026, 11:46

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას იწყებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 11:41

მსოფლიო

ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე: მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

„არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება. მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია“, - განაცხადა ტრამპმა.

15 მარტი 2026, 11:36

მსოფლიო

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმის გამო რადარი დაზიანდა

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უახლოეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ურჩია. ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოხდა, დაზიანდა რადარი.

15 მარტი 2026, 11:29

რეგიონი

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ. სამედიცინო კონსულტაციები მათ, სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს.

15 მარტი 2026, 11:22

რეგიონი

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია - ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა.