ფლორაინ ჰასელი: უკრაინაში ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები, ზელენსკის არჩევანით ბევრი დეპუტატი აღფრთოვანებული არაა
მიხელ სააკაშვილი
ფოტო:shutterstock.com
ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ჯერია, რომელსაც სწრაფი რეფორმები ან მინიმუმ რეფორმების იმიტაცია სჭირდება, რომლის გარეშეც არ იქნება მილიარდები მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და ევროკავშირისგან, რომელმაც უკრაინა გაკოტრებისგან უნდა იხსნას. სააკაშვილის ნომინირება ზელენსკის პრესსამსახურმა სააკაშვილის რეფორმატორის საერთაშორისო იმიჯით ახსნა, - ამის შესახებ ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორაინ ჰასელი გამოცემა sueddeutsche-ში წერს.
ჟურნალისტი ვრცელ სტატიაში, სახელწოდებით „მეფე მზის დაბრუნება“, საქართველოს ექსპრეზიდენტის კარიერას მიმოიხილავს და ცდილობს ახსნას, რატომ დასჭირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად წარდგენა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გაკოტრებისგან უნდა იხსნას, - წერს ჟურნალისტი.
„ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულებული ჩანდა. 2018 წლის თებერვალში პოლიციამ და საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და თვითმფრინავით ვარშავის მიმართულებით გაადეპორტეს. დაბრუნების შემთხვევაში, პროკურატურა მას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს გაპრეზიდენტებისთანავე მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მიერ ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტეს. სააკაშვილი კიწვში დაბრუნდა. აქამდე მის ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ახლა კი მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრემიერის რანგში უკრაინა ისევ რეფორმების გზაზე უნდა დააყენოს და უკრაინას დასავლეთში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მილიარდიანი კრედიტის მოპოვება გაუადვილოს.
რეფორმატორის სახელი მიხეილ სააკაშვილმა 2004-2013 წლებში მოიპოვა, როგორც კავკასიის რესპუბლიკის, საქართველოს პრეზიდენტმა. სააკაშვილმა რეფორმა ჩაატარა საყოველთაოდ ცნობილ კორუმპირებულ პოლიციაში, შეამცირა ბიუროკრატია და მოხელეთა რაოდენობა და გახდა ამერიკის ფავორიტი. თუმცა მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა აჩვენა ავტოკრატისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მისი მინისტრები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, მართლმსაჯულება და ოპოზიცია აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. სააკაშვილმა ახალი საპრეზიდენტო სასახლე ააშენებინა და ქვეყანას როგორც მეფე მზე მართავდა.
2013 წელს საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადავიდა, ვინაიდან პროკურატურას აინტერესებდა როგორც ასაბუთებდა მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი მილიონი ევროს დახარჯვის მიზნობრიობას, რომელიც დაიხარჯა ქაშმირის პალტოებში, ძვირადღირებულ საათებში, ვერტმფრენების და იახტების მომსახურებაში, ფოტო მოდელების და მასაჟისტების ჩამოყვანაში, თმის და ბოტოქსის პროცედურებში.
2015 წელს სააკაშვილი ისევ გამოჩნდა. პეტრე პოროშენკომ მას უკრაინული პასპორტი მისცა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილმა ისევ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მანტია მოირგო, თუმცა ამჯერად წარუმატებლად. 2016 წელს დატოვა ოდესის გუბერნატორის პოსტი და ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მათ შორის პოროშენკოს, რომელმაც მას მოქალაქეობა წაართვა და გაადეპორტა.
ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ჯერია, რომელსაც სწრაფი რეფორმები ან მინიმუმ რეფორმების იმიტაცია სჭირდება, რომლის გარეშეც არ იქნება მილიარდები მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და ევროკავშირისგან, რომელმაც უკრაინა გაკოტრებისგან უნდა იხსნას. სააკაშვილის ნომინირება ზელენსკის პრესამსახურმა სააკაშვილის რეფორმატორის საერთაშორისო იმიჯით ახსნა.
ფორმალურად სააკაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, შესაძლებელია ამ პარასკევსაც. კანდიდატი პარლამენტს რეფორმების საკუთარ ხედვას წარუდგენს, პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. ყოველკვირეული გამოცემა „კვირის სარკე“-ს მიხედვით, ბევრი დეპუტატი ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ არის. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები. საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური კომეტა უკვე ჩამქრალია, დღემდე ოთხი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. თბილისმა რამდენჯერმე კიევისგან მისი გადაცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 08:54
პოლიტიკა
შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.
15 ივლისი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში
15 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა
სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.
15 ივლისი 2026, 08:39
რეგიონი
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება ახმეტელის ქუჩაზე და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან.
15 ივლისი 2026, 08:38
საზოგადოება
სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 08:34
რეგიონი
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.
15 ივლისი 2026, 08:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 ივლისი 2026, 08:14
სამართალი
დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.
15 ივლისი 2026, 07:59
სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
15 ივლისი 2026, 02:39
მსოფლიო
ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.
15 ივლისი 2026, 01:10
სპორტი
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.
15 ივლისი 2026, 00:55
მსოფლიო
ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.
15 ივლისი 2026, 00:35
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
14 ივლისი 2026, 23:52
მსოფლიო
ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.
14 ივლისი 2026, 23:37
მსოფლიო
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო
სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.
14 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
14 ივლისი 2026, 21:55
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:34
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.


