13 მაისი 2020, 15:27 / სანდო წყარო

კახა კალაძე: 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიცაა ასახული

კახა კალაძე

კახა კალაძე

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიცაა ასახული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმებში.

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს. ყველა ხვდება მათ დღევანდელ მდგომარეობას, სად იმყოფებიან ისინი და რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ.

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“, - განაცხადა კალაძე.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 23:18

რეგიონი

გიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და სავარგულები. ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ალეკო ელისაშვილი

25 სექტემბერი 2021, 22:55

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი

ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

25 სექტემბერი 2021, 22:19

პოლიტიკა

კახა იმნაძე: 30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა

30 წელია საქართველო გაერო-ს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა კავკასიის რეგიონისთვის და მას გაეროში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 21:51

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდით, სადაც ნაჩვენებია თბილისში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, თბილისელებს ახალი ვებგვერდი- Tbilisistvis.ge წარუდგინა. საიტზე განთავსებულია დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული 4 300-ზე მეტი პროექტი და მიმდინარე 380-მდე პროექტი.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:46

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 21:23

პოლიტიკა

კახა იმნაძე: თანამეგობრობა კარგად არის განწყობილი პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მიმართ, რადგან იციან, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც

ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა თანამეგობრობისა და დაინტერესებული ქვეყნებიდან ძალიან კარგი განწყობა აქვს. მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:23

საზოგადოება

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერ-მინისტრის მიერ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან როცა ასე მკაფიოდ ჟღერდება დეოკუპაციის საკითხი, ეს მნიშვნელოვანია

დეოკუპაცია არაა მარტივი თემა. რა თქმა უნდა ესაა რთული საკითხი. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება ასე მკაფიოდ ეს საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერმა გაეროში მკაფიოდ ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა. მან საქართველოს გამოწვევების გარდა ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზეც. გლობალურ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:31

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, - ასე შეაფასა კახა კალაძემ „მთავარი აქცენტების“ ეთერში მამის, კარლო კალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება. „ეს არის დიდი სიბინძურე. „სანტა ბარბარა“ მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“. მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოთ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ

მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.