imedi /  14 მაისი 2020, 18:14 / სანდო წყარო

რომან კაკულია: ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან, ოპონირება თითქმის არ არის, ეს მტრობაშია გადასული

რომან კაკულია

რომან კაკულია

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან ოპონირება თითქმის არ არის, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მტრობაშია გადასული“, - ამის შესახებ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ პაკეტებზე ოპონენტების კრიტიკაზე საუბრობდა.

„მთელი მსოფლიო კონცეტრირდება სოციალური დახმარების თემაზე, ყველამ დაინახა, რომ სამსახურები დაიკარგა, რა თქმა უნდა, ყველამ გამოყო დახმარებები იმ ადამიანებისათვის, ვინც სამსახური დაკარგა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშიც გაკეთდა დახმარება - თუ შენ მთლიან სურათს არ ხედავ; მხოლოდ ერთ სეგმენტს აიღებ და იტყვი, ჩვენნაირ ქვეყანაში არის თუ არა ეს საკმარისი - ვის აქვს იმის ილუზია, რომ ეს საკმარისია. მთავარია, რაციონალურად დაინახო პაკეტის მთელი მოცულობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან ოპონირება თითქმის არ არის, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მტრობაშია გადასული.

სხვადასხვანაირი სპექტრია - ჩამოყალიბებულია ოპოზიციური სპექტრი, ჩვენგანაც არიან ადამიანები წასული. მათგან ბევრს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს, ყველაზე ვერ ვიტყვი, თუმცა ადამიანები, რომლებიც ჩვენგან წავიდნენ და აქვთ განსაკუთრებული, თითქმის ბრძოლა გამოცხადებული „ქართულ ოცნებასთან“, მათ მიმართ კი მექნებოდა ერთი შეკითხვა - ისინი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოვიდნენ ამ პარლამენტში და დღეს მათ უკან ლეგიტიმაცია, რაც დგას, ამაზე ყოველთვის უნდა იფიქრონ ადამიანებმა.

შენ ვიღაცას წარმოადგენ ყოველთვის. როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოდიხარ პარლამენტში, მისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, „ქართულ ოცნებას“ თუ ბრძოლას უცხადებ?! შეიძლება, ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება არსებობდა, შეიძლება, ბევრი უკმაყოფილო ამომრჩეველიც იყოს, რომელიც გულაცრუებულია, მაგრამ არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გადაეწყვიტა და სხვა მხარეს გადასულიყო.

ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს - როდესაც გადიხარ პარლამენტიდან, კი ბატონო, მხოლოდ შენს თავს წარმოადგენ და რა თქმა უნდა, თავისუფალ ქვეყანაში შეგიძლია, რაც გინდა, ის პოზიცია გქონდეს, მაგრამ როცა პარლამენტში რჩები, „ქართული ოცნების“ მანდატით ხარ შემოსული და „ქართულ ოცნებას“ სამტრო-საციცოცხლო ბრძოლას უცხადებ, მაშინ ამბობ, რომ უფრო მეტად ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესების გამომხატველი, ვიდრე დანარჩენი, ჩვენ. ძალიან სარისკო პოზიცია მგონია ეს. როდესაც საკუთარ ლეგიტიმაციას დაადგენ შემდეგ არჩევნებში, მაშინ კი ბატონო. ყველას ეს არ ეხება, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა. ვინც ტრადიციულად მტრობდა „ქართულ ოცნებას“, მისგან არც მიკვირს და არ ველოდები რეალურ ოპონირებას, რადგან მათი მთავარი არგუმენტი არის ნებისმიერი მოცემულობის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა და ეს არის მათი გაგებით ოპონირება“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ყველა სიახლე

ენტონი ჯეიმსი

29 მაისი 2020, 21:31

მსოფლიო

ცნობილი მსახიობი, მწერალი და მხატვარი ენტონი ჯეიმსი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ენტონი ჯეიმსი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. ჯეიმსის ხანგრძლივი კარიერა ათობით ფილმსა და სერიალს ითვლის. მას ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა: „შუაღამის სიცხე,“ „შიშველი პისტოლეტი“ და „დაულინგის მამის საიდუმლო.“ ბოლოს მან 1992 წელს კლინტ ისტვუდის ფილმში „უპატიებელი“ ითამაშა.

29 მაისი 2020, 21:30

COVID19

ესპანეთში ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსს 27 121 ადამიანი ემსხვერპლა.

დენის ბუკუმი
ბურუნდის პრეზიდენტის ცოლი

29 მაისი 2020, 21:20

COVID19

ბურუნდის პირველი ლედი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბურუნდის პრეზიდენტის ცოლს, დენის ბუკუმის COVID 19 დაუდასტურდა. ამის შესახებ კენიური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველი ლედი სპეციალური რეისით კენიის დედაქალაქ ნაირობიში გადაიყვანეს და ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს.

29 მაისი 2020, 21:18

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 324 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 324 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 38 161 ადამიანი ემსხვერპლა.

29 მაისი 2020, 21:12

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა შეიქმნა

მას შემდეგ , რაც საქართველოს მთავრობამ კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიანიჭა, ოზურგეთის საკრებულომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებას, დღეს, რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი. დადებითი დასკვნა წარმოადგინა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ. საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად, ოზურგეთს 30-ე ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა დაემატა. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს. დაბა გომისმთა უკვე არის ადმინისტრაციული ერთეული, რაც ნიშნავს ყველანაირ პირობას, უკვე შემუშავებული განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებისათვის, აგრეთვე კურორტზე არსებული მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისათვის და კურორტის გეგმაზომიერ განვითარებისათვის. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს კურორტის ტურისტული პოტენციალი

ამირან გამყრელიძე

29 მაისი 2020, 21:08

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბოლნისში ყველაზე მეტად კოვიდინფექციის შედეგად სოფელი მუშევანი დაზიანდა

ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანდა. ამ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს 260-მდე კოვიდდადებითი შემთხვევა, - ამის შესახებ, დღეს სოფელ მუშევაში ვიზიტისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მარნეული ავტობუსი

29 მაისი 2020, 21:01

COVID19

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო მარნეული“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მძღოლმა რამდენიმე ადამიანს პირბადე დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.

29 მაისი 2020, 20:58

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის სპეციალურ სასანქციო სიაში რუსი ჰაკერების შეყვანას აპირებს

გერმანიის მთავრობამ შესაბამისი პროცედურა დაიწყო, რათა ევროკავშირის სპეციალურ სასანქციო სიაში რუსი ჰაკერები შეიყვანონ, რომლებსაც ოფიციალური ბერლინი ბუნდესტაგზე ჰაკერულ შეტევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ადებარმა განაცხადა.

ხუან გუაიდო

29 მაისი 2020, 20:49

მსოფლიო

ვენესუელის პარლამენტის სპიკერად ხუან გუაიდო ცნეს

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ძალადაკარგულად ცნო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს პარლამენტის სპიკერის პოსტიდან გადაყენებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

29 მაისი 2020, 20:23

კულტურა

პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება

პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის 6 ივლისს გაიხსნება, ამის შესახებ nationalpost მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

თეთრი სახლი

29 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

თეთრი სახლი: Twitter-ი ტერორისტებს, დიქტატორებსა და უცხოელ პროპაგანდისტებს პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელი Twitter-ი იმაში დაადანაშაულა, რომ ტერორისტებსა და დიქტატორებს საკუთარი პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ განცხადება Twitter-ზე თეთრი სხახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 19:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობასთან ერთად არის მავნებლობა

გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება! ირაკლი კობახიძემ მათ შეახსენა სტატისტიკური მონაცემები და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - 2004-2011 წლებში უცვლელად 34% იყო სიღარიბის მაჩვენებელი მთელი თქვენი „მოღვაწეობის“ შედეგი, შემდგომ 2012 წელს, 4%-ით დაიკლო და 2018 წლის მონაცემით - 20%, 2019 წლის მონაცემებს კი რამდენიმე თვეში გამოქავეყნებს მსოფლიო ბანკი. ეს მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 19:43

საზოგადოება

გლდანი-ნაძალადევის რაიონის 14 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გაზსადენი დააზიანა. ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

პაატა კვიჟინაძე

29 მაისი 2020, 19:39

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც

დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას მოჰყვა. „ამიტომ, მე მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ესაა საპენსიო რეფორმა და გადასახადების შემცირება. საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში, ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, საუკეთესო პრაქტიკა ევროპული. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:22

პოლიტიკა

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური

დარწმუნებული ვარ მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით, ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 19:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეალურად ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და ეს სახე არის ძალიან მძიმე

პრემიერის პასუხები იყო საქმიანი და ფაქტებზე დაფუძნებული. ეს იყო მასტერკლასის მიღმა საყმაწვილოს შამათი, რომელიც ჩაუსვა გიორგი გახარიამ ოპოზიციას, -ეს განცხადება მედიასთან პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

გიორგი კახიანი

29 მაისი 2020, 19:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე დაჯგუფების „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გამოსვლებში ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმენთ

ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში იყო და დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და სრული პასუხები გასცა. იმავდროულად, მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის უსუსურობა, რომლებიც, პრაქტიკულად, უსაგნო დებატებს გთავაზობდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ თითქმის თერთმეტი საათის განმავლობაში უსმინა პრემიერს, მქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ინტერპელაციაზე უარი იტყოდა, რადგან ინტერპელაციის კითხვები ზუსტად იგივე იყო, რაზეც, ორი დღის წინ იყო საუბარი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ბუნებრივია, იყო განცდა, რომ შესაძლოა ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა უნდოდათ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

29 მაისი 2020, 19:11

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: 20 ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, ქვეყანაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია უმძიმესი საყურებელია

უმძიმესი საყურებელია კომპენტეციისგან დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 19:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: 2008 წლიდან ასეთი მესიჯი გაქვთ - თუ ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით

2008 წლიდან მესიჯი გაქვთ ასეთი: თუკი ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით. რატომ იცით? იმიტომ, რომ ესაა ჩვენი პიარული ჩანაფიქრი და „გაღმა შეედავე“-პრინციპი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.