imedi /  16 მაისი 2020, 03:03 / სანდო წყარო

სენატორები რიში და შაჰინი: მივესალმებით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

„ჩვენ მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გათავისუფლება მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც მუშაობდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას - პროგრესი შესაძლებელია და მიღწეული იქნება. ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირებში სამუშაოდ დაბრუნდება. ასევე ველით მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებით დააკავეს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

27 მაისი 2020, 00:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქე მართალია, მას უთხრას „შენ ხარ მართალი“

„ჩვენ 2013 წელსვე შევცვალეთ სტრასბურგის სასამართლოსთან მიდგომები და ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ მოქალაქეებს, ვისი უფლებაც დაირღვა, რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება გამოაცხადოს. 137 საქმეზე ვაღიარეთ, რომ დარღვევა იყო სახეზე და რა თქმა უნდა, ყველა საქმე ეხებოდა წინა ხელისუფლებისდროინდელ დარღვევებს“.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:13

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა „ნაცმოძრაობაზე“: ეს ქვეყანა ვერ გაჯანმრთელდება, სანამ ეს სარკომა იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

„​მე თავიდანვე ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში ყოველთვის. ეს შედეგებითაც ჩანს, პირდაპირ ჩანს. ცხინვალში გაიხედეთ და აფხაზეთში გაიხედეთ. და ყველა, ვინც წავიდა იმ ხელისუფლებიდან, ყველა ადრე თუ გვიან რუსეთშ მიდიოდა. ბურჯანაძე მოსკოვში, ირაკლი ოქრუაშვილი ჩმიშში, ეფ ეს ბეს ბაზაზე, ნოღაიდელიც მოსკოვში. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და როდემდე უნდა ვიყოთ ასე?“ - ამბობს ხაინდრავა.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:08

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: გერმანიაში სოფელ-სოფელ აჩვენებდნენ ნაცისტების დანაშაულების კადრებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ მომხდარა

გერმანელმა ხალხმა გულწრფელად განიცადა და გაიაზრა, თუ რა ჩაიდინეს ნაცისტებმა საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ მომხდარა, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწყვიტა პოლიტიკურ ასპარეზზე კოაბიტაციის შემოტანა, რათა არ მომხდარიყო ის, რაც უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

გიორგი ხაინდრავა

27 მაისი 2020, 00:01

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა 26 მაისის აქციაზე: ბურჯანაძე იყო ავანტიურისტი და ის აქციაც ავანტიურისტული იყო თავიდან ბოლომდე

„იქიდან დამირეკა კაცმა, რომელსაც მამა აფხაზეთში გადავურჩინე და მითხრა, რომ უსასტიკესი დარბევა იქნებაო, მიღებულია გადაწყვეტილებაო და პირდაპირ მითხრა რა იქნება. გავაფრთხილე ბურჯანაძე 8 საათზე, რომ 7 ნოემბერი მონაგონი იქნება, რასაც გაგიკეთებენ. იგივე ვუთხარი ირაკლი ბათიაშვილს. პასუხი იყო ის, რომ დარბევის წინ ჩაბრძანდა მანქანაში თავის ქმართან ერთად და გაუხსნეს კორიდორი“, - ამბობს ხაინდრავა.

27 მაისი 2020, 00:00

COVID19

გერმანიაში სოციალური კონტაქტების შეზღუდვა 29 ივნისამდე გახანგრძლივდა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და რეგიონების ხელმძღვანელები 29 ივნისამდე სოციალური კონტაქტების შეზღუდვის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:54

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფრის ფასად, სურს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მათ გამოიგონეს ვითომ პოლიტიკურ პარტიებად დაშლის ფენომენი, ვითომ გამოიკვეთნენ ისინი, ვინც არიან მართლები და ამბობენ, რომ იყო შეცდომები, მაგრამ რეფორმები გაატარეს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:50

საზოგადოება

თეა წულუკიანი: პროგრესი თუ შენარჩუნდა, ტუბერკულოზით დაავადებულ 700 პატიმარზე გათვლილი ციხე აღარ დაგვჭირდება

ჩვენ გავაუქმეთ საპატიმრო დაწესებულება, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული 700 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან მასში მხოლოდ 35 პატიმარი იმყოფებოდა, ადრე კი ეს ციხე იყო გადატვირთული და არც იყო საკმარისი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:42

COVID19

თეა წულუკიანი: ოპოზიცია ვანო მერაბიშვილს „აპამპულავებს“

„გამოვიდა ბოლოს ეს მათთვის ნანატრი ვანო ციხიდან. ახლა ამბობენ: „მე არ მინდა, შენი იყო“, „მე არ ინდა, იმისი იყოს“ და ამ ადამიანს რეალურად აპამპულავებენ, რომლის გარეთ ყოფნისთვისაც თავი მოიკლეს ვითომ“, - განაცხადა წულუკიანმა.

26 მაისი 2020, 23:37

მსოფლიო

Le Figaro: კომპანია Renault 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

სახსრების მასშტაბური დაზოგვის მიზნით ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Renault 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:36

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწვეტილებებზე: ჩვენს ხელისუფლებას მოსჯილი აქვს, წინა ხელისუფლების მსხვერპლებს გადავუხადოთ თანხა

სტრასბურგის სასამართლოს 88 საქმეზე აქვს დარღვევის გადაწყვეტილება გამოტანილი. ამათგან 87 გადაწყვეტილება ეხება წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსობებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნუ გეშინიათ - არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში

მინდა ვუთხრა ოპონენტებს - ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა - ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი - ერთი მეორეს გამორიცხავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:30

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ ხვალ ისინი პოლიტიკურ ცირკს მოაწყობენ

„შოუც აღარ არის ეს, შოუს რაღაც ხარისხს გულისხმობს თავის თავში ეს სიტყვა. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი პოლიტიკური, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ იფართხალონ არჩევნებამდე. 5 თვე დარჩა და მათ უნდა აჩვენეონ რაღაც ტიპის მოძრაობა საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 2011-12 წლებში სტრასბურგში საქართველოდან იმდენი საჩივარი შედიოდა, რომ ახალი იურისტების მოყვანა დასჭირდათ

2011-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სასამართლოს კონკურსის გამოცხადება და ახალი იურისტების მოყვანა, ვინაიდან მე, ერთი იურისტი, ერთდროულად 500 საქმეს ვერ ავუდიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:20

სამართალი

თეა წულუკიანმა განმარტა რა ტიპის საჩივრები შედის სტრასბურგში მთავრობის წინააღმდეგ

„მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოდან სტრასბურგში მიდის იმავე ტიპის საქმეები, რაც დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან. მაგალითად, სახელმწიფოს უჩივის მოქალაქე, ძირითადად ეს არიან ქალები, და ამბობენ, რომ „ვერ დამიცვეს სათანადოდ ოჯახში ძალადობისგან“. ეს არის ზოგადევროპული პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს ეს პრობლემა. ან კიდევ საჩივარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პროცედურული ნორმა დაირღვა რომელიმე ინსტანციაში და ჩვენ არ ვართ შორს იმ სტანდარტისგან, რაც სტრასბურგში არსებობს ევროპული ქვეყნებისადმი“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2020, 23:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე

„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ირმა ჭკადუა

26 მაისი 2020, 23:07

საზოგადოება

ირმა ჭკადუას თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე კონსპირაციულად შეაღწია და ნიკოლოზ ბასილაშვილს სკანდალი მოუწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

ანა აბაშიძე

26 მაისი 2020, 23:02

საზოგადოება

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ განქორწინების შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა

როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი მის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვდა, პირობა ჰქონდათ, რომ შემდეგ ნეკას 7 წელი არ ექორწინა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

26 მაისი 2020, 23:01

მსოფლიო

რუსეთში უმუშევრობის დონემ ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთში აპრილის თვეში უმუშევრობის დონე 5.8%-მდე გაიზარდა, რაც მაქსიმუმია 2016 წლის აპრილიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

26 მაისი 2020, 22:56

სპორტი

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა

უნგრეთის თასის ფინალში ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ გავიდა. „ფეჰერვართან“ თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბუდუმ 72 წუთი ითამაშა და მერვე წუთზე ანგარიში მასპინძელთა კარში სწორედ მან გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს, დარჩენილ დროში „ფეჰერვარმა“ გათანაბრება შეძლო.

26 მაისი 2020, 22:50

საზოგადოება

რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ცენტრებში გახსნის შემდეგ

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადენზიფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ძალიან ხშირი ვენტილაცია შენობის და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტების და ა.შ“, - განაცხადა ახობაძემ.