სოფო კილაძე: ოპოზციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა
სოფო კილაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას უსმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ასევე გაეროს კომიტეტების მიერ მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს და რომელსაც სტრასბურგის და გაეროს გადაწყვეტილებები გამოაქვს საერთო სახალხო განხილვისთვის პარლამენტის საშუალებით.
„ძალიან კარგად მახსოვს, დაახლოებით, 1 წლის წინ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი როგორ ერთხმად და ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ხდებოდა ხელისუფლების მიტაცება, თუთქოს სასამართლო იყო წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაში, თითქოს მედიის თავისუფლება იზღუდებოდა და ამის მაგალითად მოჰყავდათ „რუსთავი2“-ის საქმე. იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის კოლაფსზე საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებული ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, არსებობს ობიექტური სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. არსებობს სტრასბურგის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნდაა გაუმჯობესებული; არსებობს ობიექტური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების წევრები 4-5-ჯერ ნაკლებად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლების აღდგენის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და ციფრები, რომელსაც ძალიან კარგად გრძნობს, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოება. მართალია, ეს არ გვაძლევს კმაყოფილების განცდის შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს და მეტი აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენს ქვეყანაშიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ჩვენ სისტემური რეფორმებით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სასამართლო, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისთვის, რომ თითეოული ადამიანი იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენი მიზანია ქვეყანაში, იდეალურ შემთხვევაში, არცერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს, თუმცა ვხედავთ, რომ იმ სისტემური პრობლემების მხრივ, რაც იყო ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის კუთხით, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არის სიღარიბე და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
მან ოპოზციის ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა.
„ქართულ ენაში გვაქვს მრავლისმეტყველი სიტყვა „სინანული“. ერთხელ მაინც, რომელიმე მათგანს რომ გამოეხატა სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავზე დაატრიალეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძლია, რაღაც მომენტში აპატიებდა მათ ამას. მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან იაშვიათად, მაგრამ მაინც გვესმის საუბარი შეცდომებზე და გადაცდომებზე. მოდით, იმ ოჯახებს და იმ ოჯახის წევრებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სტატისტიკა არა იმიტომ, რომ ციფრებს ვუყურებთ, არამედ იმიტომ, რომ ყველას გვინდა ამ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს დაჩაგრული, იდეალურ შემთხვევაში კი, საერთოდ არ იყოს. ამაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, კიდევ მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, ბევრი სიახლე გვჭირდება მეტი მიმართულებით და ასევე გვჭირდება მექანიზმების დახვეწა იმისათვის, რომ ადამიანები იყონ დაცული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


