21 მაისი 2026, 14:57 / სანდო წყარო

დავით ჩიხელიძე: ICG-ის ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება

დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG) მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისი თბილისის პასუხისმგებლობა არ არის და ბრიუსელს საკუთარი მიდგომების გადახედვა სჭირდება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხმაურიანი და რადიკალური განცხადებები ხშირად მედიისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში ექცევა, ევროპაში არსებობენ ჯანსაღი და პრაგმატული ძალებიც, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ სირთულეებს, რეგიონში არსებულ საფრთხეებს და იმ მძიმე რეალობას, რომლის პირობებშიც ქვეყანას უწევს გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ურთიერთობების დეესკალაციისა და ნდობის აღდგენისათვის ინიციატივა დასავლეთისგან უნდა წამოვიდეს, ვინაიდან, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, თუმცა, ექსპერტის განცხადებით, პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობასა და პატივისცემას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებს: „ევროპარლამენტის ცალკეული რეზოლუციები და ზოგიერთი ევროპარლამენტარის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადება არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მთლიანად ევროკავშირის ოფიციალური და ერთიანი პოზიცია საქართველოს მიმართ“. ეს რეალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად სწორედ აგრესიული პოლიტიკური განცხადებების ფონზე აფასებს დასავლეთის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი.

ფაქტია, რომ ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს განსხვავებული ხედვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხმაურიანი და რადიკალური განცხადებები ხშირად მედიისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში ექცევა, ევროპაში არსებობენ ჯანსაღი და პრაგმატული ძალებიც, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ სირთულეებს, რეგიონში არსებულ საფრთხეებს და იმ მძიმე რეალობას, რომლის პირობებშიც ქვეყანას უწევს გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ ხშირად ეს ძალები დუმილს და ნაკლებ საჯაროობას ირჩევენ.

განსაკუთრებით საყურადღებოა ICG-ის შეფასება ომის საფრთხესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოში ომის შიში არც ხელოვნურად შექმნილი ნარატივია და არც გაზვიადებული პოლიტიკური არგუმენტი, სამხრეთ კავკასია და მთლიანად რეგიონი კვლავ რჩება გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წერტილად, ბუნებრივია, საქართველო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ან პოლიტიკური ესკალაციის რისკის წინაშე დააყენოს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმასაც, რომ უსაფრთხოების მიმართ არსებული სიფრთხილე არ გამორიცხავს ქართველი საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციისადმი. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართული რეალობის მთავარი თავისებურება, საზოგადოებას/მთავრობას სურს ევროპასთან პარტნიორობა, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ ამავდროულად არ სურს, რომ ეს პროცესი ქვეყნის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე წარიმართოს.

საქართველომ არ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. პარტნიორობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობებში დაგროვილმა დაძაბულობამ აჩვენა, რომ მუდმივი მორალური ზეწოლა, საჯარო შანტაჟის ელემენტები და ცალმხრივი პოლიტიკური ტონი დიალოგს ვერ აძლიერებს, პირიქით ეს გაუცხოების რისკს ქმნის.

ურთიერთობების დეესკალაციისა და ნდობის აღდგენისათვის ინიციატივა დასავლეთის მხრიდან უნდა წამოვიდეს. საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის ყველა მიმართულებით თანამშრომლობისთვის, თუმცა პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობას, პატივისცემასა და პარტნიორობის რეალურ პრინციპებს და არა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს.

ევროკავშირის ინტერესში ნამდვილად უნდა შედიოდეს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპასა და რეგიონს შორის. ბრიუსელმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან დიალოგის აღდგენა, რიტორიკის შერბილება და რეალისტურ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტიანი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე მუდმივი დაპირისპირება და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 09:29

მსოფლიო

ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 09:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა

„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დავით სონღულაშვილი

15 ივნისი 2026, 09:23

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.

15 ივნისი 2026, 09:09

სპორტი

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა.

ოლივერ თრი

15 ივნისი 2026, 09:08

კულტურა

მომღერალი ოლივერ თრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

15 ივნისი 2026, 08:53

რეგიონი

თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ყოველწლიურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, სკოლა ოქროს და ვერცხლის მედალზე 462 მოსწავლემ დაამთავრა.

15 ივნისი 2026, 08:29

საზოგადოება

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე ხანძარი იყო, დაშავდა ერთი ადამიანი

თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, მეტეხის ქუჩაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვასა და მესამე სართულზე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული.

15 ივნისი 2026, 08:18

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

15 ივნისი 2026, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 04:49

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.

15 ივნისი 2026, 04:34

მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით - დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

15 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 04:17

მსოფლიო

The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.

15 ივნისი 2026, 04:04

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 03:56

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ირანთან შეთანხმებას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი მომენტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.

15 ივნისი 2026, 03:49

მსოფლიო

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნება.

მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი

15 ივნისი 2026, 03:40

მსოფლიო

კატარის პრემიერი: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას

კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მიესალმება“ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

15 ივნისი 2026, 03:34

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას ხელი ოფიციალურად პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 03:23

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრება, თუმცა შესაძლოა მას ტრამპიც შეუერთდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კვირას საღამოს განაცხადა, რომ იგი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების ოფიციალური მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა ღონისძიებას თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწროს.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 03:12

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან შეთანხმება მიღწეულია, აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას გამოაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ დაასრულებს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.

15 ივნისი 2026, 00:00

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.