imedi /  05 ივნისი 2020, 16:29 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ და ტექნიკურ შესწორებას პარლამენტის რეგლამენტის ფაქტობრივად ყველა თავში.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის ძირითადი ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა და კონსტიტუციაში 2 წლის წინ შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე დღეს საჭიროა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას საპროცედუროს საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

რეგლამენტის პროექტის თანახმად:

- კონსტიტუციის ძირითად დებულებებში რეგლამენტირებული პრინციპის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება.

- იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ საარჩევნო ბლოკებსაც, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრად შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში მისი ამ პარტიის წევრად მითითებული 7 წევრი მაინც იქნება არჩეული;

- ფრაქციათა როლის ზრდისა და მათი შექმნის ახალი წესის ფონზე, ახლებურად განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის არსი და მათი სიების რეგისტრაციის წესიც: პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც რეგისტრაციაში გაატარებს პარლამენტის ბიურო. დაუშვებელი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიკუთვნებულ იქნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„პრინციპი, რომ უმცირესობა აღარ იარსებებს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას რაიმე ტიპის შეზღუდვები დაუწესდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცვლილებების თანახმად:

- იცვლება გრადაცია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, საპარლამენტო თანამდებობებს, მეორე მხრივ, გარკვეული თანამდებობებისთვის დადგენილ გასამრჯელოს. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საერთო ჯამში პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილის არჩევას, რომელთაგან ერთი იქნება პირველი მოადგილე, ხოლო თითო მოადგილე იქნება საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან. უმრავლესობის ლიდერი აღარ იქნება პარლამენტის თანამდებობის პირი. შესაბამისად, უქმდება ხსენებული თანამდებობისთვის განსაზღვრული გასამრჯელო. ფრაქციათა გაზრდილი როლის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის გასამრჯელო გაუთანაბრდება კომიტეტის თავმჯდომარის გასამრჯელოს. აგრეთვე, საპარლამენტო თანამდებობებს დაემატება ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები, რომელთა გასამრჯელო გაუთანაბრდება, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და, არსებული რეგულაციის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოებს. ამასთან, რეგლამენტირებული იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების განწესების პრინციპი - ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ეყოლება, დასაშვები იქნება ერთ-ერთ მათგანს პირველი მოადგილის სტატუსი მიენიჭოს. გარდა აღნიშნულისა, საპარლამენტო თანამდებობების ჩამონათვალს აკლდება დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობები (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეობას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეითავსებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეთავსებით შეიძლება დაიკავოს პარლამენტის თანამდებობის პირმა), უქმდება ამ სტატუსისთვის განსაზღვრული გასამრჯელო;

- იცვლება ფრაქციის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრის სტატუსის აღმნიშვნელი ტერმინი - ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი, ნაცვლად დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისა.

- იცვლება პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი, რომლის მიხედვითაც ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი. ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც;

-კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამოაცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე (ნაცვლად ნახევარი საათით ადრე გამოცხადებისა). გამოცხადებულ სავარაუდო დრომდე შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის დაწყება დაუშვებელი იქნება;
იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომში კიდევ უფრო დახვეწას, მათ შორის, პარტიებს შესაძლებლობას მისცემს საპარლამენტო ცხოვრებაში განავითარონ პარტიული პლატფორმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები.

„ეს გახლავთ ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომლის მიხედვითაც რეალურად ხდება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის არსებული უფლებამოსილებების გამიჯვნა და ის დანაწესები, რომლებიც გვაქვს თვითმმართველობის კოდექსში შესაბამისად ხდება მათი ასახვა სხვადასხვა კანონში, ასევე ხდება თვითმმართველობის კოდექსში გარკვეული დაზუსტებების შეტანა“, - განაცხადა საკანომდებლო პაკეტის წარდგენისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ და „თვითმმართველი ერთეულის“ ნაცვლად, გამოყენებული იქნება ერთი ტერმინი - „მუნიციპალიტეტის ორგანო“. აღნიშნული ტერმინილოგიური ხასიათის ცვლილების გარდა, კოდექსში ხორციელდება მთელი რიგი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების დაზუსტება და შემოღება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, ასევე დაადგინა, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ლილი გელაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთები კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 19:23

რეგიონი

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდი გმობს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევას.

მარკ კარნი

17 სექტემბერი 2026, 19:22

მსოფლიო

კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ

კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.

17 სექტემბერი 2026, 19:07

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა.

შაიხა ალ ნუვაისი

17 სექტემბერი 2026, 19:01

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს

„მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.

რობერტა მეცოლა

17 სექტემბერი 2026, 18:55

მსოფლიო

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ.

17 სექტემბერი 2026, 18:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

17 სექტემბერი 2026, 18:36

რეგიონი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.

არმინ პაპერგერი

17 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი: გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება

Euronews-თან ინტერვიუში Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ გერმანიის სარაკეტო მარაგები შემაშფოთებლად დაბალ დონეზე რჩება და წარმოება მკვეთრად უნდა დაჩქარდეს, ამასთანავე, იგი დეტალურად განმარტავს კომპანიის გეგმებს ფრთოსან რაკეტებთან, ჰუმანოიდ რობოტებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

17 სექტემბერი 2026, 18:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰუსეინ ალ-ამუშს და ჯგუფის წევრებს, წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 18:20

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: იმ მიზნებისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას საქართველოსთვის

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული მიმართულებით არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების განვითარება.

17 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა, ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

რევაზ სოხაძე

17 სექტემბერი 2026, 18:16

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოხაძემ.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 18:14

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით და ასევე გამჭვირვალე პროცედურებით

ინვესტორების გაზრდილი ინტერესი [ენერგეტიკის სფეროში] იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არის საკმაოდ მდიდარი განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკაში“.

ზვიად შალამბერიძე

17 სექტემბერი 2026, 18:13

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მომავალში განვახორციელებთ

ძალიან საინტერესო ქეისია „ნამახვანის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 18:09

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს

ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2.5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მგვტ-ს უნდა მიუახლოვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - როგორია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული ხედვა, ენერგეტიკული შესაძლებლობის რეალიზაციის შანსები და პოტენციალი, რომლის ათვისებაც საქართველოს შეუძლია?

ზვიად შალამბერიძე

17 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება

ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.

ზვიად შალამბერიძე

17 სექტემბერი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გადაპორტირდნენ საქათმეებში სადღაც ესტონეთში, არასოდეს ამოძრავებდათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდნენ

„ჩვენ არავინ აგვიკრძალავს. ამ [გამჭვირვალობის] კანონით უბრალოდ მოვუწოდეთ, რომ უფრო მეტად დეკლარირებული იყოს მათი თანხები. ისინი საუბრობენ, თითქოს ამ ნაბიჯით ისეთ პროექტებს ვაჩერებთ, რომლებიც ეხმარება, ფერმერებს, შშმ პირებს, ბავშვებს და ა.შ. ამის საპირისპიროდ გადავდგით ეს ნაბიჯი [გრანტების მართვის სააგენტოს შექმნა] - კი ბატონო, თუ ასე ხართ მოწადინებულები, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროთ, სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას და რესურსს, რომ შემოიტანოთ განაცხადები, დაგიფინანსებთ და განაგრძეთ. მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა, რომ მათი პირველადი მიზანი არ იყო მოსახლეობის დახმარება, ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს იყო უბრალოდ შეფუთვა. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა შალამბერიძემ.

17 სექტემბერი 2026, 17:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

მარკ კარნი

17 სექტემბერი 2026, 17:52

მსოფლიო

AP: კარნი კანადის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას მიესალმება

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ევროკავშირის ინიციატივას კანადის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ბლოკის შექმნას და მსოფლიოს წამყვან ძალებთან დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 17:45

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.