პრემიერი: თვითმმართველობების შემცირება მათი ბიუჯეტების შემცირებას არ გულისხმობს
გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუნიციპალიტეტების შემცირებაზე გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის განვითარებას, ცვლილებები კი პირიქით, ხელს შეუწყობს მათ განვითარებას. პრემიერი აცხადებს, რომ თვითმმართველობა საქართველოში კიდევ უფრო დაბალ, მუნიციპალურ დონეებამდე ჩაიშლება.
"ჩვენ დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ეს ბიუჯეტი, რომელიც არსებობს ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არც ერთი თეთრი. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. მისი თქმით, საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები.
მთვრობის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებაა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა.
შვიდ თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტში საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. 29 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვეს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა პრემიერი ორგანიზაციებს.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
ატრაქციონების პარკის პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
04 მარტი 2026, 18:07
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ან დაკავშირებადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის ამოგლეჯა სამხრეთ კავკასიიდან, აზრს მოკლებულია და სწორედ ამიტომ აზრს კარგავს, როდესაც ვინმე საუბრობს სამხრეთ კავკასიაზე ერთი ქვეყნის გამოკლებით. თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა რეგიონში და ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის
ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს და ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 17:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ
„არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. მაშინ, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, იცით, რომ სწორედ ჩვენი ოპონენტები იყენებენ ამ საკითხს სათამაშო ინსტრუმენტად და ცდილობენ ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ის რეალობაა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ყველა საგარეო პოლიტიკური და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 17:53
მსოფლიო
The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის
ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:36
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.
04 მარტი 2026, 17:35
პოლიტიკა
სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა
სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა. ფეხბურთელები პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცეს.
04 მარტი 2026, 17:32
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ტერეზა რიბერას განცხადებით, ტრამპს ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა არ შეუძლია
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლებლობა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადგან, მისი მტკიცებით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობა ერთიანი ბაზრის ფარგლებში იწარმოება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8-11 მარტს ჩატარდება
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება და 11 მარტს დასრულდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ირანში განვითარებულ მოვლენებზე: არა ომს!
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ომს ეწინააღმდეგება.
04 მარტი 2026, 16:59
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი €90 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:48
პოლიტიკა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:40
საზოგადოება
რიადიდან თბილისის მიმართულებით დღეს სპეციალური რეისი შესრულდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რიადიდან (საუდის არაბეთი) თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.
04 მარტი 2026, 16:09
მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ნატოს დახმარებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:07
პოლიტიკა
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები? ეს ხომ უბრალოდ ფსკერიც არ არის?!
„ტვ პირველი" რომ უვიცობის და გოიმობის პიკია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. შეგიძლიათ 5 წუთით ჩართოთ ეს არხი და ნათლად მიხვდებით ნოდარ მელაძის ფარა რა დონის ჟურნალისტები არიან, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
04 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
მიღებული კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
04 მარტი 2026, 15:58
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.
04 მარტი 2026, 15:47
მსოფლიო
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო
ირანში მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც დღეს საღამოს თეირანში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 15:44
პოლიტიკა
ლაშა ბაქრაძე: გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება. საბოლოო ჯამში, მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო
„დიდი ხანია საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა უნდა არსებობდეს ოპოზიციაში. თავისთავად კარგია, რომ რაღაცასთან მივიდნენ- „ალიანსი“ ჰქვია ახლა ამ ერთობას, მაგრამ ძალიან გულახდილი ვიქნები, გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება და რომ მართლაც ერთი ფრონტით შეძლებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოსვლას. ვისურვებდი, რომ ასე იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გამოცდილება სხვას გვეუბნება და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ეს ძალიან მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. კარგია საერთოდ რაღაც მოძრაობა რომ შეინიშნება, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, ბევრი მოვითმინეთ აქამდეც, მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო“, -განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
04 მარტი 2026, 15:44
პოლიტიკა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.


