imedi /  10 ივნისი 2020, 14:39 / სანდო წყარო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საფინანსო და საბიუჯეტო საკითხები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემები და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურ ზრდაშიც აისახა და მან 5.1% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დამატებითმა შემოსავლებმა პოზიტიური შედეგები აჩვენა, რამაც დაგეგმილი დეფიციტის მაჩვენებელი 2.7%-დან 2%-მდე დასწია, რაც შეეხება შემოსულობებს და თანხების ათვისებას, ყველა მაჩვენებელი დადებითი ბალანსით დასრულდა. მინისტრის მოადგილემ უწყებების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ათვისების პარამეტრებზეც ისაუბრა და კომიტეტს მის კომპეტენციაში შემავალ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: თავდაცვის სამინისტრო - 98,5%, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 100% მეტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 99.9%, დაზვერვის სამსახური - 100%, სდსს - 98.7%.

2020 წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მიმდინარე წელი პოზიტიური შედეგებით დაიწყო და იანვარში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები და ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეულმა პანდემიამ შემდეგ თვეების მაჩვენებლებზე უარყოფითი შედეგები აჩვენა. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, იანვრის და თებერვლის მაჩვენებლების ხარჯზე, პირველი კვარტლის საბიუჯეტო შესრულება 106.6%-ით დასრულდა. „პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, მარტის დასაწყისში გარკვეული შეზღუდვების შემოღება დავიწყეთ, რათა ფინანსების მობილიზება მოგვეხდინა. ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად კი 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორექტირებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა -4%-ს შეადგენს, რაც 1.8 მლრდ. ლარის შემოსავლების შემცირებას გულისხმობს. მომხსენებელმა კომიტეტს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე, მათ მაჩვენებლებზე და მოსალოდნელ შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო დონორებისგან მისაღებ კრედიტებსა და გრანტებზე ისაუბრა. გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად უწყებების დაფინანსების შემცირებაზე ინფორმაცია წარმოადგინა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

2020 წლისთვის პარლამენტის დაფინანსება 4 მლნ. ლარით მცირდება, 1 მლნ. ლარი დააკლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, 12 მლნ - ფინანსთა სამინისტროს, 26 მლნ. - ეკონომიკის სამინისტროს, 251 მლნ. - რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 75 მლნ. - თავდაცვის სამინისტროს, 10 მლნ. - შსს, 127მლნ. - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების დაფინანსების ნაწილში კი ჯამში 300 მლნ. ლარის კლებაა.

სხდომაზე მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და შემცირებული დაფინანსების კონკრეტული მიმართიულებები განმარტა.

„ქვეყანა პოსტკრიზისულ პერიოდზე გადადის და არა მარტო ჩვენ, მთელ მსოფლიოს ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა სახელმწიფომ ძალიან სწორედ და გამართულად იმოქმედა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოების მოქმედება კრიზისულ პერიოდში განისაზღვრება, რამდენად მდგრადი სახელმწიფოა და რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს საზოგადოებასთან ერთად. მისასალმებელია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არა მხოლოდ საკუთარი მედეგობა გამოავლინა, არამედ მსოფლიოსაც კარგი მაგალითი მისცა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველივე ამაში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო პროექტებს მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

31 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

31 აგვისტო 2026, 10:43

მსოფლიო

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:32

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

31 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.