ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძეს: სისულელეების ლაპარაკი ქვეყანას აზიანებს
ირაკლი ოქრუაშვილი
ფოტო: არქივი
ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება - სისულელეს უწოდებს.
ამის შესახებ ოქრუაშვილი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს.
ყველა სიახლე
05 აგვისტო 2026, 16:59
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა და რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის - ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.
05 აგვისტო 2026, 16:57
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
05 აგვისტო 2026, 16:45
სპორტი
ისტორიაში პირველად, ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა
ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. სპორტსმენმა ასპარეზობა მე-18 ადგილზე დაასრულა.
05 აგვისტო 2026, 16:35
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს
05 აგვისტო 2026, 16:18
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
05 აგვისტო 2026, 16:15
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ საზოგადოების ნაწილს არწმუნებდნენ, თითქოს რუსეთის სამხედრო მარცხი დროის საკითხი იყო, ხოლო ამ მოსაზრებისგან განსხვავებული ნებისმიერი შეფასება „კრემლის პროპაგანდად“ და „პრორუსულ რიტორიკად“ ფასდებოდა.
05 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
„2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავს მოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა - საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ”, - წერს ქადაგიძე.
05 აგვისტო 2026, 16:06
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:53
სამართალი
ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:52
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს
„ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა მიქანაძემ.
05 აგვისტო 2026, 15:48
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენა
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 15:31
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ამერიკულ არმიას მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგები ეწურება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო მედიაში გავრცელებულ ცნობა, რომ ამერიკულ არმიას მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგები ეწურება.
05 აგვისტო 2026, 15:23
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება
მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
05 აგვისტო 2026, 15:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
05 აგვისტო 2026, 15:00
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს
გასულ თვეში ვენაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები განეხილათ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 14:45
კულტურა
„ღამის სერენადები“ 2026 ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე.
05 აგვისტო 2026, 14:45
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რაც 4320 ლარად ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 2025 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
05 აგვისტო 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ - ისინი დამოკიდებული არიან გარე ძალების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ
მისი განცხადებით, ახლანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებაში იყო, რუსებს საზღვარზე ხვდებოდა, ასევე, რუსულ კომპანიებს გადაუფორმეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლადაც გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს. მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც გარე ძალების დღის წესრიგი შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეიცვალა ქართული ოპოზიციის რიტორიკაც, რომლებიც სწორედ გარე აქტორების მითითებებსა და კარნახზე არიან დამოკიდებული.
05 აგვისტო 2026, 14:41
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე: რა სამარცხვინო და დამამცირებელია იყო ნაცმოძის წევრი! იყო გამყიდველი, მოძალადე, აგენტურული პარტიის წევრი - ოფიციალური გიჟის მეთაურობის ქვეშ
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის მზადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა „სამარცხვინო და დამამცირებელია“.


