12 ივნისი 2020, 18:45 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ამოცანაა დეოკუპაცია მოვახდინოთ მშვიდობიანად, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს ქვეყნის დაცვის უნარი

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

„ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს ეროვნული ინტერესი. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, იდეოლოგია, პოზიციები, მაგრამ სადაც საჭიროა,უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე კომიტეტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, უმეტესწილად, კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობენ. „მაგრამ როგორც კი კამერების წინ მოხვდებიან ჩვენი ოპონენტები, უკვე პოლიტიკური მადა სძლევთ ხოლმე“, -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, რეფორმები, რომელიც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წარმოადგინა, არის ძალიან ამბიციური.

„რიგ შემთხვევაში, ბატონმა ირაკლიმ ხელი მოჰკიდა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც აქამდე მთლიანად მივიწყებული იყო. საუბარია აბსოლუტურად ყველა ყაზარმის ნატოს სტანდარტებამდე სრულ მიყვანაზე. ჩვენს ჯარისკაცებს უმაღლესი ხარისხის სამხედრო ფორმები და ფეხსაცმელი აცვიათ. ჩვენი ჯარისკაცები აღჭურვილნი არიან თანამედროვე, ნატოს სტანდარტის შეიარაღებით. ვმუშაობთ სამხედრო მრეწველობის კიდევ უფრო განვითარებაზე. საუბარია, ასევე, პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც განათლებას შეეხება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP).

„უკვე 6 ბატალიონი მომზადდა. ეს არის უნიკალური პროგრამა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვიწევს. ეს პროგრამა იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია მოახდინოს მშვიდობიანად. „მაგრამ მტერს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს უნარი, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 10:35

საზოგადოება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.

14 ივლისი 2020, 10:34

ეკონომიკა

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატურია

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო, - უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი 2020, 10:32

პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს სამართლებრივი ნონსენსია

„მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და სამოქალაქო უფლებები მოქალაქეების, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

14 ივლისი 2020, 10:25

საზოგადოება

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა. დიეგო კოლასმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს პანდემიის დროს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგძლივებთ ახალ წლამდე, ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 10:18

საზოგადოება

წითელი ჯვრის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ

ინფორმაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს გუშინ შეხვედრაზე მიაწოდეს. ცხინვალიდან მათ ამ.დრომდე არავინ დაკავშირებიათ.ბოლო ინფორმაციით 33 წლის კაცი ცხინვალის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ივლისი 2020, 10:16

სამართალი

ომბუდსმენის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

14 ივლისი 2020, 10:12

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

14 ივლისი 2020, 10:09

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

14 ივლისი 2020, 10:06

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების სწრაფად განახლებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 09:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

„იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ ვუმკლავდებით ეფექტიანად პანდემიას. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამის გაგრძლებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ . ვმსჯელობთ თუ როგორი იქნება პანდემიის პირობებში ჩვენი მომავალი თანამშრომლობა და ინტენსივობის შენარჩუნება, რაც დღეს ნატოსთან ძალიან მაღალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საუბარი იქნება აგრეთვე უსაფრთხოებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ და კენჭს ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყრიან. ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.