imedi /  07 ოქტომბერი 2020, 16:13 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო ინტერესები დგას პირველ ადგილზე ყოველთვის და ყოველ დღეს ამიტომ დავით გარეჯის საკითხს ნუ დავუკავშირებთ არჩევნებს

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

სახელმწიფო ინტერესები დგას პირველ ადგილზე ყოველთვის და ყოველ დღეს ამიტომ დავით გარეჯის საკითხს ნუ დავუკავშირებთ არჩევნებს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი გამაოგნებელია.

„გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ რუკა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით, ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა და სამართლიანად მოგვეხდინა საზღვრის დემარკაცია ორ ქვეყანას შორის, რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ დაკარგულია და არ არსებობდა და ამის გამო ჩვენი პოზიციები იყო წამგებიანი, აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საერთო ჯამში მხარეები ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფო და რომლის ფარგლებშიც ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ დგას ამ მძიმე ფაქტის უკან, ქმედებით მოხდა თუ უმოქმედობით და ვინმეს დავალებით ამ რუკის შენახვა და გადამალვა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი, არანაირად არ უკავშირდება არჩევნებს, რამდენადაც აქ საუბარია სახელმწიფო ინტერესებზე, რომელიც პირველ ადგილზე დგას ყოველთვის და ყოველ დღე.​

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ყველა სიახლე

სტივენ ვან გუხტი

26 ოქტომბერი 2020, 19:04

COVID19

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს

არ დატოვოთ ბავშვები ბებიებთან და ბაბუებთან - ბელგიის სამეფოს კრიზისის ცენტრის წარმომადგენელი მოქალაქეებს აფრთხილებს. პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ხანდაზმულების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

26 ოქტომბერი 2020, 18:53

მსოფლიო

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს პორტალი United States Elections Project-ის მონაცემები ცხადყოფს.

26 ოქტომბერი 2020, 18:50

საზოგადოება

რუსთავში, 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. მას არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ აღენიშნებოდა. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რუსთავში 21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადეს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დარტყმა თავის თავზე კლინიკურმა სექტორმა უნდა აიღოს, გაზრდილი რაოდენობა ისე უნდა ვმართოთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას

„არის თუ არა შეფერხებები ჩვენთან პაციენტების მომსახურებაში? შეფერხებები უეჭველად არის. ეს ეხება იმას, რომ ზოგჯერ დაგვიანებით მიეწოდება ტესტების პასუხები მოქალაქეებს, ზოგჯერ გვიანდება მათი კონტაქტი ექიმთან ან თუნდაც სასწრაფო დახმარების სამსახურთან, მათ შორის ზოგჯერ ტელეფონით. ზოგჯერ, მათ უწევთ ლოდინი ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოდით, შევადაროთ სხვა ქვეყნებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება დიდი გაყალბებისთვის ემზადება.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:47

სამართალი

ირაკლი კობახიძე: განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული

ზუგდიდში, იმ ადგილას, სადაც პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა პოლიტიკოსები პოზიორობდნენ, ისინი პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ იმ მომენტში, როდესაც პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ოპერაციის წარმატებით ჩატარებას ცდილობდნენ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი ძალაა და მისგან ჯარსა და პოლიციაზე შეტევა არ გვიკვირს

„პოლიციასა და ჯარზე შეტევა, არა ინსტიტუციებზე არამედ სახელმწიფოზე შეტევა, რითაც ეს პოლიტიკური ძალები 9 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ძალები სახელმწიფოს ებრძოდნენ და არა ინსტიტუციებს.

ანგელა მერკელი

26 ოქტომბერი 2020, 18:43

COVID19

ანგელა მერკელი: გერმანია კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა. როგორც გერმანული მედია იუწყება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე

დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო ფლობს ნატოში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 18:38

COVID19

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, თენგიზ ცერცვაძე რჩევებით მიმართავს

დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

26 ოქტომბერი 2020, 18:30

COVID19

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი“ - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ირაკლი ბერაია

26 ოქტომბერი 2020, 18:24

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით“.

ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2020, 18:23

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა

დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით მუდმივად ცდილობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არაფრიდან სკანდალების შექმნას

სინამდვილეში ვიცით ვისი ხელწერაა სიყალბე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედიაგანშტოებებით. ჩენ უნდა დავაზღვიოთ და გავაფრთხილოთ საზოგადოება ამ ტიპის მედიაგანშტოებებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2020, 18:17

საზოგადოება

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. „თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“ - აცხადებენ ცესკო-ში.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსული საქმე საქართველოში წარმატებას „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით ვეღარ მიაღწევს

9 წლის განმავლობაში და ცოტა მოგვიანებითაც, რუსულ საქმეს ყოველთვის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა აკეთებდა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ელდარ გოგოლაძესთან ნიკა გვარამიას ინტერვიუზე დასმული კითხვის საპასუხოდ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 18:12

COVID19

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ძალიან მყარად მოიგებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დაახლოებით 100 მანდატის მიღების რესურსი აქვს.

დავით სერგეენკო

26 ოქტომბერი 2020, 18:11

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია

ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვგეგმავ განვაგრძო აქტიური მუშაობა ამ საკითხებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მან ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევების რაოდენობამ 50 486 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 679 ადამიანი. ვირუსისგან 41 410 პაციენტი განიკურნა.