imedi /  16 ივნისი 2020, 18:42 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვაში და აღსრულებაში ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა, ვინც სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში იყო ჩართული, ქართული სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს და ამის განხორციელებაში სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორები დაეხმარებიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მთავრობამ გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფა დისტანციურად შეძლო.

„სახელმწიფომ მოახერხა და დისტანციურად უზრუნველყო გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება. ეს არ არის ადვილი - ოპერატიული კონტროლი შორიდან. მით უმეტეს, როდესაც შენ ბრალდებული ხარ ამ პოლიტიკური ძალის მიერ, რომ ახორციელებ პოლიტიკურ დევნას, მიყურადებას და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ კანონიერ ზომას, რომ ასეთი მცდელობის რეციდივსაც არ ჰქონდეს ადგილი და, ჩემი აზრით, გააკეთებს ყველაფერს, რომ უკლებლივ ყველა, ვინც ჩართული იყო ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზებაში, დაგეგმვაში და აღსრულებაში, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ამაში აუცილებლად დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებთან თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სულ ახლახანს გახსნილი საქმე კიბერშეტევის თაობაზე ამის ყველაზე ნათელი დასტურია. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, მაგრამ კითხვების დასმას ვერავინ ვერასდროს აგვიკრძალავს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ყველა სიახლე

ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი 2020, 10:32

პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს სამართლებრივი ნონსენსია

„ „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და სამოქალაქო უფლებები მოქალაქეების, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა, პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

14 ივლისი 2020, 10:25

საზოგადოება

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში სუპერმარკეტ კარფურის გუნდს შეხვდა. დიეგო კოლასმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს პანდემიის დროს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგძლივებთ ახალ წლამდე, ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 10:18

საზოგადოება

წითელი ჯვრის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ

ინფორმაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს გუშინ შეხვედრაზე მიაწოდეს. ცხინვალიდან მათ ამ.დრომდე არავინ დაკავშირებიათ.ბოლო ინფორმაციით 33 წლის კაცი ცხინვალის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ივლისი 2020, 10:16

სამართალი

ომბუდსმენის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

14 ივლისი 2020, 10:12

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

14 ივლისი 2020, 10:09

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

14 ივლისი 2020, 10:06

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების სწრაფად განახლებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 09:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

„იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ ვუმკლავდებით ეფექტიანად პანდემიას. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამის გაგრძლებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ . ვმსჯელობთ თუ როგორი იქნება პანდემიის პირობებში ჩვენი მომავალი თანამშრომლობა და ინტენსივობის შენარჩუნება, რაც დღეს ნატოსთან ძალიან მაღალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საუბარი იქნება აგრეთვე უსაფრთხოებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ და კენჭს ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყრიან. ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.