ბექა ლილუაშვილი: Deloitte-ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი, პანდემიის პირობებში, შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას
ბექა ლილუაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის კონსულტანტების მიერ საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ გეგმაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.
„საქართველოს მთავრობა მუშაობას განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე და ამ პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას იღებს მაღალი დონის ეკონომიკური ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან. ვმუშაობთ Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მოწყვლადი ეკონომიკების სტაბილიზაციის და გაძლიერების კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორთა ჯგუფთან, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
მანვე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათი როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
„რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურების მიღებას ვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის განვითარების სააგენტოს და ასევე, გაერო-ს განვითარების პროგრამას, მათი როლი ამ პროცესში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, Deloitte-ის პირველ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც, სამუშაო პროცესში, შიდა უწყებრივი განხილვები გაიმართება.
„დღეს Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის წევრებს წარუდგინეს პირველადი პრეზენტაცია, სადაც მათ ისაუბრეს ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და არსებულ პერსპექტივებსა და რეკომენდაციებზე, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე მის შემდგომ. მოვისმინეთ მრავალი საინტერესო რეკომენდაცია, თითოეული მიმართულებით. ჩვენ განვაგრძობთ მათთან მუშაობას იმისთვის, რომ ჩავრთოთ ადგილობრივი ექსპერტები ამ რეკომენდაციების დახვეწის პროცესში და განვახორციელოთ შიდა უწყებრივი განხილვები. დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი, მათ შორის, ექსპერტების მხრიდან ძალიან პოზიტიურად შეფასდა მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება და ღონისძიება ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის გეგმებში, მათი განცხადებით, თითოეული ეს ნაბიჯი შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ასევე, ძალიან დროული და სწრაფი იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა, რათა კრიზისის დროს მაქსიმალურად მხარი დაეჭირა მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო
გუნდისთვის თავდაპირველად სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას
ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.
10 სექტემბერი 2026, 23:02
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს
თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
10 სექტემბერი 2026, 22:36
მსოფლიო
Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს
არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
10 სექტემბერი 2026, 21:57
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
10 სექტემბერი 2026, 21:51
მსოფლიო
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.
10 სექტემბერი 2026, 20:49
პოლიტიკა
განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.
10 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.
10 სექტემბერი 2026, 20:43
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
10 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
10 სექტემბერი 2026, 20:38
სამართალი
ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.
10 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა
მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
10 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
კონფლიქტების გაღვივება დიპლომატიური დარეგულირების ნაცვლად - ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების დამაზიანებელი განცხადებები. მარტა კოსი მომავალ წევრებს „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. როგორ აფასებს კოსის განცხადებას მმართველი გუნდი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მარტა კოსი მომავალ წევრებს ტრამპის ორგანიზაცია „მაგასთან“ თანამშრომლობას უკრძალავს. ამ მოწოდების საპასუხოდ ხელისუფლება ამბობს, რომ არ აპირებს მაგასთან ურთიერთობები გაწყვიტოს.
10 სექტემბერი 2026, 20:31
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი - რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
10 სექტემბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები
ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
10 სექტემბერი 2026, 20:30
სამართალი
პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ: ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გაცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა
ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
10 სექტემბერი 2026, 20:24
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს, მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.
10 სექტემბერი 2026, 20:19
მსოფლიო
The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
10 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია.
10 სექტემბერი 2026, 20:07
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.


