imedi /  25 ივნისი 2020, 16:19 / სანდო წყარო

ნუკრი ქანთარია: ოპოზიციის ველი ასეთი უსუსური არასდროს ყოფილა

ნუკრი ქანთარია

ნუკრი ქანთარია

საინტერესო გახლავთ რურუას ციხიდან ოპოზიციის მიმართ მითითებები: მარჯვნივ წადით, მარცხნივ წადით, შედით დარბაზში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეთ, მაგრამ მე მგონი, მას არ უჯერებენ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ლოგიკას თუ მივყვებით, ოპოზიციას „საყვირლად“ რურუას ციხეში ყოფნა აწყობს, წესით ასე უფრო ჩანს და იქედან უფრო შეუძლიათ სარგებლის მიღება. რასაც ახლა მე ვუყურებ, ოპოზიცია ძალიან უსუსურად გამოიყურება, ოპოზიციის ველი ასეთი უსუსური არასდროს ყოფილა. შეიძლება ეს უსუსურობა შემდეგ რაღაც აგრესიაში გადაიზარდოს. ახლა მათი სურვილია ხელისუფლებაში მოსვლა, ძველი ცოდვების ჩამორეცხვა, მაგრამ ხალხს კარგად ახსოვს ვინ რა იყო, ყველა სახე არის გაცვეთილი, ასე რომ, სხვა რა გზას უნდა ეწიონ, არ ვიცი“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

გიორგი რურუამ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და თანამოაზრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დაასახელეს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი

24 სექტემბერი 2026, 10:36

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

24 სექტემბერი 2026, 10:34

საზოგადოება

ლაშა ავალიანმა WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

24 სექტემბერი 2026, 10:30

თავდაცვა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.

24 სექტემბერი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 სექტემბერი 2026, 10:29

კულტურა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს

ღონისძიება საზეიმოდ ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ანსამბლები და მეცნიერები ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ღონისძიების ფარგლებში დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება კონცერტი, დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული ანსამბლების მონაწილეობით.

24 სექტემბერი 2026, 10:25

საზოგადოება

კინოს სახლში ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული” პრემიერა გაიმართა

კინოსურათი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის ფონზე ვითარდება. ნინო მირცხულავას ნამუშევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობდნენ.

24 სექტემბერი 2026, 10:24

სამართალი

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.

24 სექტემბერი 2026, 10:24

კულტურა

ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლოში გამოსვლისას ვაინშტაინმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. „გულწრფელად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მირიამ ჰეილიმ განიცადა. თუმცა იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩემი უდანაშაულობის შესახებ“, - აღნიშნა მან.

24 სექტემბერი 2026, 10:13

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ლევან ჟორჟოლიანი

24 სექტემბერი 2026, 10:12

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე
ანტონიო გუტიერეში

24 სექტემბერი 2026, 10:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები

გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. „მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეში

24 სექტემბერი 2026, 10:08

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

24 სექტემბერი 2026, 10:03

მსოფლიო

რუმინეთმა საზღვართან დრონების გამო ჰაერში გამანადგურებლები აწია

„ვითარების მონიტორინგისთვის 57-ე ავიაბაზიდან აფრინდა ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

24 სექტემბერი 2026, 10:01

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს

ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს დღეს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიისთვის ოფიციალური პრესკონფერენციები გაიმართება.

24 სექტემბერი 2026, 09:57

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ამჯერად, კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე, სადაც 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.

24 სექტემბერი 2026, 09:54

კულტურა

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა

პრემიერა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში - ახალი სეზონი ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გაიხსნა.

24 სექტემბერი 2026, 09:50

თავდაცვა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.

გიორგი ვოლსკი

24 სექტემბერი 2026, 09:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებდა, რომ მათი კანონი მათ ტერიტორიაზე ირღვეოდეს, მით უმეტეს, თუ ეს გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული

„ქრონიკის“ კითხვაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ამ დრომდე არ უპასუხია.

თამარ იოსელიანი

24 სექტემბერი 2026, 09:42

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად

საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, - განაცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

24 სექტემბერი 2026, 09:42

ტექნოლოგიები

OpenAI-ის AI-აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდი გატეხა

ინციდენტი ივნისში მოხდა, როდესაც AI-აგენტი სამედიცინო ხარჯების შესახებ კვლევას ატარებდა. პორტალზე ბლოკირების შეხვედრისას, აგენტმა ავტონომიურად მოიფიქრა დამცავი ბარიერების გვერდის ავლა და საჯარო მონაცემებთან ერთად არასაჯარო ფაილებზეც მოიპოვა წვდომა.