imedi /  26 ივნისი 2020, 18:58 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: გერმანიის ელჩმა ნათელი მოჰფინა სიმართლეს და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ე.წ. პოლიტპატიმარი და არც მართლმსაჯულებაში რაიმე ჩარევაზე იყო საუბარი. ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სამეგობრო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩმა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრა.

„სანამ გერმანიის ელჩი ამ განცხადებას გააკეთებდა, საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების არაერთი განცხადება. თავიდან იყო ზოგადი მინიშნებები, შემდეგ ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება, სადაც შეთანხმების ე.წ. მეორე ნაწილთან დაკავშირებით იყო კონკრეტული მინიშნება, რომ ეს არის განგრძობითი პროცესი - ანუ პოლიტიკის ჩაურევლობა მართლმსაჯულებაში. შემდეგ იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც კონკრეტული ციფრი მიუთითა - 142. ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაითვალა და ყველას მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ, მხარი დაეჭირათ კონსტიტუციური კანონის პროექტისთვის - ანუ, შეთანხმების პირობები შეესრულებინათ სრულად. ეს ყველაფერი მათ ვერ გაიგეს და როგორც ჩანს, დღესაც არ აპირებენ გაგებას, როდესაც, გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, კონკრეტულად, კიდევ უფრო დაზუსტებით და ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმარი და არც მართლმსაჯულებაში რაიმე ჩარევაზე იყო საუბარი. მან მიუთითა, რომ შეთანხმების პირობა არ იყო ეს, ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სამეგობრო კრიმინალური დაჯგუფებების სახით უკვე გარდაქმნილი ე.წ. ოპოზიცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ ყოფილა.

ბატონი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არაა, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, გაკვირვებული ვარ, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:28

COVID19

პაატა იმნაძე: რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება

რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა, - შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრენები რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 11:28

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

ეკატერინე ტიკარაძე

15 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: 2019 წელთან შედარებით წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რიცხვი 24%-ით შემცირდა

2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიოლინო კონცენრტი

15 ივლისი 2020, 11:25

კულტურა

თბილისის მერიამ კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, ჰქონდეთ თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, იმისთვის რომ ჩვენ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ მათაც ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, გამოიარონ დიდი ზეწოლის გარეშე“, - განმარტა მერმა.

სომხური არმია

15 ივლისი 2020, 11:21

მსოფლიო

სომხური მხარის მტკიცებით, მათ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

14 ივლისის საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი შუშან სტეფანიანი წერს.

ლაშა ნაცვლიშვილი

15 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ სახალხო დამცველს მიმართა, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან

„პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმაინება. მისი თქმით, ერთი შეხედვით ანომალიური ამბავი ნორმად მოგეჩვენებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ოპოზიცია და მისი მედია დაკომპლექტებულია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე და სახიფათო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით. ,,პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

15 ივლისი 2020, 11:18

ეკონომიკა

სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები გაიზარდა

თბილისის მერია, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიულის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქცია გაზრდილია 10-ჯერ“, - განაცხადა კალაძემ.

15 ივლისი 2020, 11:16

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი ჰყავთ

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე შემოტანილია. ერთი არის სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან. სამივესთან დიაგნოზი დასმულია საკარანტინო სივრცეში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არამძიმე“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 11:15

COVID19

პაატა იმნაძე: როდესაც კორონავირუსის ადგილობრივი შემთხვევა ჩნდება, ეს ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხია

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლებად საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მარინა ეზუგბაია

15 ივლისი 2020, 11:09

COVID19

ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, მეოთხეს ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

15 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდის და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება. კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი უკვე განხორციელებულია. 1 წლის წინ დავიწყეთ ამის გაკეთება და ძალიან წარმატებული პროექტი არის“, - განაცხადა მერმა.

შრომის ინსპექციის ანგარიში

15 ივლისი 2020, 10:59

საზოგადოება

შრომის ინსპექცია: სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა

შრომის ინსპექცია საქმიანობის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი მუშაობის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2020, 10:58

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩაატარონ ჩინეთში, ინდოეთსა თუ რუსეთში 45 მილიონი ტესტი და ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ

რომელ ქვეყანაში გამოიკვლიეს 45 მილიონი ადამიანი? თუ ჩინეთი, რუსეთი ან ინდოეთი 45 მილიონ ადამიანს გამოიკვლევს და ამას ისე გააკეთებს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, ვნახოთ, რამდენი ინფიცირებული ეყოლებათ, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პაატა იმნაძე

15 ივლისი 2020, 10:55

COVID19

პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების წესი კორონას მოვარგოთ

სამწუხაროდ, ნელ-ნელა გვავიწყდება, რომ კოვიდი არსად წასულა. ის, რა სიტუაციაც გვაქვს, ამას შენარჩუნება უნდა. შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ის არის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - კორონა არსად წასულა, ის ჩვენ გვერდითაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

15 ივლისი 2020, 10:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს გაახანგრძლივებენ

„კარანტინი 31 ივლისს მთავრდება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეზღუდვებზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ კარანტინს გავახანგრძლივებთ“, - განაცხადა სტეპანოვმა.

15 ივლისი 2020, 10:45

საზოგადოება

გლდანის ხევის NI – NIა კორპუსებთან მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

მაშველები

15 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

მაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

15 ივლისი 2020, 10:37

სამართალი

პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.

ჩვილი შობადობის კოეფიციენტი

15 ივლისი 2020, 10:35

ტექნოლოგიები

კვლევა: საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა პიკს დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

სოსო ფხაკაძე

15 ივლისი 2020, 10:32

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: გვინდა, გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება, რომ პარლამენტთან ერთად მივაღწიეთ კომპრომისულ რედაქციას

ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცვლილებების საბოლოო რედაქცია, რომელსაც გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ბიზნესთან შეთანხებულია.