IMEDI /  26 ივნისი 2020, 19:00 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩზე ოპოზიციის შეურაცხმყოფელი კომენტარები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ნაცმოძრაობა“ უკვე ფორმალურადაც ყალიბდება როგორც ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა იყო მოლაპარაკებების შინაარსი და შესაბამისად, რა იყო ჩადებული იმ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა 8 მარტს. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ყველაფერს ნათელი და ბუნებრივია და ლოგიკურია გიგა ბოკერიას და სხვა „ნაციონალების“ გაღიზიანებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ის, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებული. ისინი დღეს გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ერთიანი პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და სხვა პარტიებით, არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩებმა შეთანხმებასთან დაკავშირებით ღია განცხადებები გააკეთეს .

„პირველი ეს იყო ამ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ მათ არ აინტერესებთ დასავლეთი, ისინი არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. მათი კომენტარები და რეაქციები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, მათ შორის, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით მათი შეურაცხმყოფელი და უზრდელური კომენტარები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ფორმალურადაც ყალიბდება როგორც ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. ეს არის შეუქცევადი პროცესი და საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ყოველი შემდგომი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი ადასტურებს რომ ისინი რეალურად არიან რუსული საქმის მკეთებელი რუსული პოლიტიკური ძალა. „სააკაშვილის განცხადებაც ამის დასტურია, ბოკერიას დღევანდელი განცხადებაც ამის დასტურია, ზოგადად, მათი ბოლოდროინდელი განცხადებები და არა მარტო განცხადებები, მათი აქტივობები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ 2004 წლიდან მოყოლებული, არის არა მარტო ზოგადად, რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა არამედ, პირდაპირ ის არის რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ისრაელი

11 ივლისი 2020, 23:06

COVID19

ისრაელში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 49 კი მართვით სუნთქვაზეა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 37464 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა - 354.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 22:44

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია

„კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ელჩის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს ს​ახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან და სენატთან

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეებზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 20:51

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მირიან ნიკოლაძე

11 ივლისი 2020, 20:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

11 ივლისი 2020, 20:19

მსოფლიო

პოლიციამ მელბურნში კარანტინის დარღვევის ფაქტი KFC-ის შეკვეთის დევნისას გამოააშკარავა

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთისთვის დადევნებით გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, 2-მა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, ღამის 01:30-ზე სწრაფი კვების ობიექტში შეუკვეთა საკვები. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა KFC შეუკვეთეს, რაც დაახლოებით 20 ადამიანზე იყო გათვლილი.

ლია გიგაური

11 ივლისი 2020, 19:49

საზოგადოება

ლია გიგაური: რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან „საზოგადობრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

შსს

11 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

შსს თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.