IMEDI /  26 ივნისი 2020, 21:01 / სანდო წყარო

ოთარ კახიძე: ქალბატონ წულუკიანს სერიოზული პრობლემები აქვს იურისპრუდენციაში, ახლა ია კერზაიას შვილს გაუგზავნა ინსპექტორები

ოთარ კახიძე

ოთარ კახიძე

ახლა ია ია კერზაიას შვილს გაუგზავნეთ ინსპექტორები, აქ პირდაპირ აღიარა ქალბატონმა წულუკიანმა. ახლა მის შვილს შეუჩერეთ უფლებამოსილება რაც მანამდე დედამისთან დაკავშირებით იკადრეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„აქ საქმე ეხება ია კერზაიას საქმეს. ის იყო პედაგოგი, ზუგდიდის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანი. საარჩევნო მიზნებისთვის საკმაოდ სამარცხვინო ეგზეკუცია მოაწყვეთ, ბატონო გიორგი თქვენ და თქვენმა კოლეგებმა განათლების სამინისტროდან.

ამ ეგზეკუციას ემსხვერპლა ადამიანი, მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო მორალურ წნეხს, ნერვიულობას და გარდაიცვალა. ახლა მის შვილს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის ჯერჯერობით უშედეგოდ, თქვენი ხელისუფლების პირობებში. ახლა მის შვილს გაუგზავნეთ ინსპექტორები, აქ პირდაპირ აღიარა ქალბატონმა წულუკიანმა. ახლა მის შვილს შეუჩერეთ უფლებამოსილება რაც მანამდე დედამისთან დაკავშირებით იკადრეთ. ეს იცით როგორი სიმდაბლეა ქალბატონო თეა, აი ფსკერზე რომ ხართ დაშვებული და ქვემოდან ამოუკაკუნებთ“, - განაცხდა ოთარ კახიძემ.

ყველა სიახლე

გენადი მარგველაშვილი

06 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი ეროვნულ გამოცდებზე: პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ესაა ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება.

06 ივლისი 2020, 16:32

სამართალი

ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის გოგოს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის გოგონას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. გოგონას ტრავმები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სპეციალური პროტოკოლი მომზადდება

საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ აზრი ეკარგება საერთოდ დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

სოფო გორგოძე

06 ივლისი 2020, 16:27

საზოგადოება

სოფო გორგოძე: მიუხედავად რეკომენდაციებისა, გულშემატკივრები საგამოცდო ტერიტორიის გარე პერიმეტრზე მაინც გროვდებიან

„დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. სამწუხაროა, რომ 2 აბიტურიენტი დაგვიანების და ასევე 2, ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა. გვქონდა სამი სახის სექტორი, საგამოცდო, სპეცსაჭიროების სტუდენტისთვის და ერთი სარეზერვო, სადაც განვათავსებდით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებოდათ, თუმცა რეკომენდაციიდან გამომდინარე ექიმის შემოწმების შემდეგ მათი დაშვება სექტორებში შეგვეძლო. სარეზერვო სექტორში, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები დაიშვა, განთავსდა მხოლოდ 4 აბიტურიენტი.

ხვიჩა კვარაცხელია

06 ივლისი 2020, 16:26

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინსა“ და „ორენბურგს“ შორის გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინსა“ და „ორენბურგს“ შორის გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე ეფექტური დრიბლინგი განახორციელა, 67-ე წუთზე კი ერთადერთი ბურთის ავტორს დენის მაკაროვს საგოლე გადაცემა მიაწოდა და შეხვედრა ყაზანელებმა 1:0 მოიგეს.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალი სახეები მრავლად იქნებიან

უახლოეს დღეებში შერჩევის პროცესს დავასრულებთ და იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ოცდაათივე მაჟორიტარი დასახელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სიაში იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდიხანია გუნდში არიან და ასევე მრავლად იქნებიან ახალი სახეებიც.

06 ივლისი 2020, 16:22

COVID19

პერუში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 302 718 შემთხვევა დადასტურდა.

სოსო ფრუიძე

06 ივლისი 2020, 16:15

სპორტი

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თანამდებობა დატოვა

62 წლის მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მიმდინარე სეზონში თბილისის გუნდმა მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალა.

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნებთან რადიუსს ყოველთვის პირველები იკავებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც საარჩევნო უბნების გარეშემო იკავებდა რადიუსს, შესაბამისად მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

06 ივლისი 2020, 16:03

საზოგადოება

თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 16:02

ეკონომიკა

„ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

დღეიდან „ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

06 ივლისი 2020, 16:01

კულტურა

საქართველოში ახალი პროექტი, „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება

ახალი პროექტი „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება. იდეა ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნით. პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ავტორებს და მსურველები თანადგომის პროცესში ჩართოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ივლისი 2020, 15:59

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა

ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გიორგი გახარია

06 ივლისი 2020, 15:59

საზოგადოება

გიორგი გახარია აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!

06 ივლისი 2020, 15:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული.

ვასილ კობიაშვილი

06 ივლისი 2020, 15:39

პოლიტიკა

„ლელოში“ განმარტავენ რატომ დატოვა კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა

ვასილ კობიაშვილი 3 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ლელოს“ თელავის ოფისს - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონული სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრების დამტკიცების შემდეგ „ლელოში“ განხორციელდა რეგიონული მენეჯმენტის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ვასილ კობიაშვილმა აღარ მოისურვა თელავის ოფისში საქმიანობის გაგრძელება. „ლელო“ მადლობას უხდის ვასილ კობიაშვილს თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხელი ამინდი

06 ივლისი 2020, 15:37

საზოგადოება

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.

სოფო კილაძე
კრისტიან ურსე

06 ივლისი 2020, 15:30

პოლიტიკა

სოფო კილაძემ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე კრისტიან უსრსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაგრა“

06 ივლისი 2020, 15:28

სპორტი

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ხვალ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ლიგა3-ის გუნდს, „გარეჯი 1960“-ს შეხვდება. ამხანაგური მატჩი 7 ივლისს, 18:00 საათზე, მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

06 ივლისი 2020, 15:24

COVID19

თურქეთში სასწავლო პროცესის აღდგენის გაიდლაინები გამოაქვეყნეს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სკოლები აგვისტოს ბოლოს მკაცრი წესების გათვალისწინებით გაიხსნება.