დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომას ოპოზიციური პარტიები არ დაესწრებიან.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ხდება. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 ათას ხმას, მისი წლიური დაფინანსება 750 ათას ლარს შეადგენს.
დამატებით ფინანსურ სარგებელს პოლიტიკურ სუბიექტებს გენდერული კვოტირების დაცვა მოუტანს. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება დღესვე იგეგმება.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 20:59
სპორტი
ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლის მადლობას უხდის.
26 სექტემბერი 2026, 20:50
სპორტი
ვილი სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.
26 სექტემბერი 2026, 20:48
ეკონომიკა
„განუწყვეტლივ მესმის სპეკულაცია, რომ სახელმწიფო იბარებს 30 თეთრად, ლაპარაკია არა ყურძენზე, არამედ მკვახე პროდუქტზე, გაუგებარია რატომ უნდა დაფასდეს აღნიშნული პროდუქტი მეტად“ - ლევან მეხუზლა კითხვაზე, რატომ სთავაზობენ მევენახეს 30 თეთრს 1 კგ ყურძენში, რომლის მოყვანაც 1 ლარამდე ჯდება
რეგულაცია მანიფესტი არ არის, რომ გამოაქვეყნებ და უნდა შეასრულო, ხალხთან კონსულტაცია უნდა გაიარონ, გლეხებთან უნდა ისაუბრონ, სირცხვილია უბრალოდ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ. მისი თქმით, მევენახეს 1 კგ ყურძნის მოყვანა 80 თეთრიდან 1 ლარამდე უჯდება.
26 სექტემბერი 2026, 20:47
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საზღვარს ვერ გადმოკვეთს ვერცერთი შხამქიმიკატი, თუ ის ყველა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი,“ სასუქების ხარისხზე ისაუბრა.
26 სექტემბერი 2026, 20:37
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება
ფერმერთა რეგისტრაციის ახალი სისტემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მევენახეობა-მეღვინეობისთვის კიდევ დამატებითი კომპლექსური პროგრამები შემოვიდეს, რომ ყურძენი მივიდეს თავის რეალურ დანიშნულებამდე - არა უბრალოდ ჩაბარება, არამედ ღვინის მიღება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
26 სექტემბერი 2026, 20:21
მსოფლიო
მედია: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფულმი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
26 სექტემბერი 2026, 20:18
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ
ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ აქ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია.
26 სექტემბერი 2026, 20:13
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, ნედლეული, რომლისგანაც ღვინო მზადდება, უნდა იყოს მაღალი ხარისხის
ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ღვინო იბადება ვენახში, ამიტომ ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც ღვინო მზადდება, იყოს მაღალი ხარისხის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ. მისივე თქმით, მეღვინეობა რომ საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია და ეს კანონით არის აღიარებული 1997 წლიდან.
26 სექტემბერი 2026, 19:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ, როგორც კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან ესხმიან სხვებს.
26 სექტემბერი 2026, 19:20
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.
26 სექტემბერი 2026, 19:16
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
„ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება“,
26 სექტემბერი 2026, 19:12
ეკონომიკა
აჭარა ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან , იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში იაპონელი ტურისტების მოზიდვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და 28 სექტემბერს დასრულდება.
26 სექტემბერი 2026, 19:09
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით, მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.
26 სექტემბერი 2026, 19:07
კულტურა
მაია ბითაძე: ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო ამ ისტორიული ადგილის ახალი სიცოცხლის დაწყება. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
26 სექტემბერი 2026, 19:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი აღიარება 4 ოქტომბრის გადატრიალების ორგანიზატორების მხრიდან, თუ რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ
„ამ ადამიანებმა 7 ათასი ქართველი აიყოლიეს. 7 ათასი საქართველოს მოქალაქე 4 ოქტომბერს მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. ეს სექტა მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, ხელისუფლება დაემხო და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. აი ამ მზაობით, 7 ათასი მოქალაქე მივიდა, საკუთარი სამშობლო არეულობისთვის გაწირა. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული და ამაზეც არ უნდათ, რომ პასუხი აგონ “, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 18:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი
ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
26 სექტემბერი 2026, 18:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეკა გიგაურზე: ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს - მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას
„როცა მოვძებნით ჯგუფის დამფინანსებელს, მივხვდებით, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული კამპანიის ავტორი. არსებობს ვარაუდი, რომ ამის უკან მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავისი აგენტი, უნდათ დაიხსნან პატიმრობიდან. ახლა ეს დავალება აქვს მიცემული ეკა გიგაურს, რომელიც ამ ყველაფერში ჩვეულებრივი პაიკია, რომელიც უცხო დამფინანსებლების დავალებას ასრულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ აფინანსებს მას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 18:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ათწლეულების მანძილზე აქაურობა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც მამულის საქართველოსთვის დაბრუნებისა და მისი რეაბილიტაციის საქმეში მონაწილეობდა
დღეს ლევილში ყოფნას განსაკუთრებული განცდა ახლავს. საქართველოსგან თითქმის ოთხი ათასი კილომეტრით დაშორებული ეს ადგილი საუკუნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი იყო. იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოში ვეღარ გაგრძელდა და გაგრძელება უცხო მიწაზე მოუხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეაბილიტირებული ლევილის ქართველთა მამულის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 18:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: რისი ანტიპოდი არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს ისე, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი და მისი კრიტიკა არ შეიძლება
საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას უცხოელი პოლიტიკოსები და ევროკავშირი სიწმინდედ ჰყავთ გამოცხადებული
26 სექტემბერი 2026, 18:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.


