გარემოს დაცვის კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი უძღვებოდა, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მათთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. შესაბამისად, კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა გამოიტანა, კერძოდ კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს ცვლილებების არსი. საქმე ისაა, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი და მასში შედის „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ნაწილი, აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა არსებულ კანონში ცვლილების შეტანა.
კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს არსებითი ცვლილება არ განუცდია.
მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს ასევე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტებს მეორე მოსმენისთვის არსებითი ცვლილებები არ განუცდია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იქმნება კიდევ ორი ახალი დაცული ტერიტორია - არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნაში დაცული ტერიტორიების ფართობი.
„2012 წლიდან დღემდე, შევქმენით 26 ახალი ტერიტორია, სამი დაცული ტერიტორია გაფართოვდა და ჯამში 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც დაახლოებით 4%-ია. მანამდე ქვეყნის ტერიტორიის 7% გახლდათ დაცული ტერიტორიების ფართობი და კიდევ დამატებით დაახლოებით 4,15%-ით გაიზარდა. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა და, თავის მხრივ, ეს ახალი დაცული ტერიტორიები, რომელსაც ვქმნით - თრუსოს და არაგვის დაცული ლანდშაფტები თავისი მოცულობით და ფართობით არის საკმაოდ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დაცულობის ქვეშ იქნება საქართველოსთვის ლანდშაფტურად გამორჩეული ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს წარუდგინა მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საბოლოო - III მოსმენით განიხილეს. შენიშვნები კანონპროექტის მიმართ არავის ჰქონდა.
იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი, კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორია სამინისტროს ხედვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსურ უზრუნველყოფასთან და საკადრო საკითხთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დამატებითი ფინანსური სახსრები დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ დაცული ტერიტორიები ძირითადად საკუთარ შემოსავლებზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით ვიზიტორების რაოდენობიდან გამომდინარე. სწორედ ამ სახსრების აკუმულირებით ხდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, ადმინისტრაციების დაარსება და ა. შ. წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა, სააგენტოს გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოექმნა, თუმცა სამინისტროს დონორებთან ჰქონდა საკმაოდ აქტიური კოორდინაცია და წელს მათი მხრიდან მნიშვნელოვანი საგრანტო დახმარებები გამოიყო, რამაც უზრუნველყო მიმდინარე პროექტების განხორციელება, თუმცა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე პროექტი მაინც შეფერხდა.
„ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის იმისთვის, რომ ის გეგმები და პროექტები, რაც სააგენტოს აქვს როგორც ადმინისტრაციული შენობების დაარსების, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობის თუ სხვა მიმართულებით, შეუფერხებლად განხორციელდეს. ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში დონორებთანაც აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ სახსრების მობილიზება მოხდეს. საბიუჯეტო თანხები ცხადია, რომ ამ დაცული ტერიტორიებისთვის, რომლებიც 2021 წლიდან შეიქმნება, გათვალისწინებული იქნება და, შესაბამისად, რეინჯერების ხელფასები თუ მათთვის აუცილებელი აღჭურვილობა, აუცილებლად გათვალისწინებული გვექნება. თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ნაწილში თქვენი მხარდაჭერა საბიუჯეტო პროცესების განხილვის დროს იქნება მნიშვნელოვანი,“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, რაც შეეხება საკადრო საკითხს, დაცულ ტერიტორიებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ხდება იქნება ეს რეინჯერის პოზიცია, თუ ვიზიტორთა ცენტრებში დასაქმებული სპეციალისტები, რომელთაც გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, შემდეგში კი პერიოდულად ხდება მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
კომიტეტმა ყველა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.


