Imedi.ge /  14 ივლისი 2020, 18:31 / სანდო წყარო

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, „სიდედროვიჩი“, აკო მინაშვილი, მახსოვს მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოადგინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად“ და ერის გადამრჩენად...“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის Facebook-სტატუსს

„უმარტივესი ლოგიკა. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს, ის კერძო პირია და მისმა განცხადებებმა არ უნდა შეიტანოს ხინჯი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში... როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, სიდედროვიჩი, აკო მინაშვილი, მახსოვს მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოადგინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად“ და ერის გადამრჩენად...

ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

8 მაისს აკაკი მინაშვილმა Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც სააკაშვილის ახალი თანამდებობის მნიშვნელობის შესახებ წერდა. დმიტრი კულებამ კი დღეს სააკაშვილს კერძო პირი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებების გამო პრობლემები უკრაინულ სახელმწიფოს ექმნება.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

04 აგვისტო 2020, 15:54

COVID19

ალექსანდრე ლუკაშენკო: რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ახლო მოკავშირეები არ დარჩა

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

პაატა დავითაია

04 აგვისტო 2020, 15:53

პოლიტიკა

პაატა დავითაია: „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკად როდესაც ჩამოყალიბდება, შესაძლოა, თბილისის ღიად დარჩენილ ოლქებშიც წარადგინოს კანდიდატები

„ძალა ერთობაშია“ როდესაც საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდება, შესაძლოა განვიხილოთ, რომ თბილისის ღიად დარჩენილ ოლქებშიც წარადგინოს კანდიდატები, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც კონკურენტულ გარემოში ხარ, ბლოკის მიერ აუცილებლად იქნება ცარიელი ადგილები გამოყენებული.

თამარ ბაჩალიაშვილი

04 აგვისტო 2020, 15:45

სამართალი

ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ინახებოდა

„ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი: მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ანუ „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამები“ საერთოდ არ იყო ლეპტოპში. ამავდროულად, 193 ათასი ფოტოა და 448 ვიდეო. რაც საინტერესოა, სხვა არანაირი ფაილი არ არსებობს. იცით, როგორი ასოციაცია დამრჩა?! ეს კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ, უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა. „გუგლში“ და მსგავს საიტებზე შესულია, მაგრამ კომპიუტერში არ არის დაფიქსირებული. თუ ასეთი, არაფრის მქონე სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ანტონიო გუტერეში

04 აგვისტო 2020, 15:37

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის გამო სკოლების დახურვამ თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას.

04 აგვისტო 2020, 15:34

სამართალი

ბრალდებულ ბუსა ჟვანიას აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბუსა ჟვანიამ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრალდებულის სტატუსით დატოვა. საავადმყოფოდან იგი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოვიდა. ჟვანიამ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, აღიარებს თუ არა ბრალს.

04 აგვისტო 2020, 15:32

სამართალი

პროკურატურა: ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

04 აგვისტო 2020, 15:29

სპორტი

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპაბეთის პლატფორმაზე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 5 ივლისს აიღო, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს დაიწყო. ტურნირის მონაწილეები საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, რევაზ ცხოვრებაშვილმა და ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია კოპინაძემ დააჯილდოვეს.

04 აგვისტო 2020, 15:11

სამართალი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

04 აგვისტო 2020, 15:08

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

04 აგვისტო 2020, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ვლადიმირ მისევს და ქსენია დაშუტინას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

გიორგი ვაშაძე

04 აგვისტო 2020, 15:02

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძეს კანდიდატურა შესაძლოა ისნის ოლქში დაუყენოს

„გიორგი ვაშაძემ დაუშვა მძიმე პოლიტიკური შეცდომები როცა ჯერ განაცხადა სრულიად უადგილო პრეტენზია პრემიერობაზე, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა არ დაინახა ეს მძიმე პოლიტიკური შეცდომები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლის დამოკიდებულება ვაშაძის მიმართ იქნება ისეთი, როგორიც ადრე", - აცხადებს წიკლაური.

04 აგვისტო 2020, 14:52

რეგიონი

ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო მოინახულა, საკვების დამზადებისა და შენახვის პირობები შეამოწმა, ყოველდღიურ მენიუს გაეცნო და სასადილოს ბენეფიციარებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 14:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება. ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდება ვერტმფრენის საშუალებით, უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.​

04 აგვისტო 2020, 14:32

საზოგადოება

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

04 აგვისტო 2020, 14:24

რეგიონი

რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება. პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

04 აგვისტო 2020, 14:20

საზოგადოება

თეონა თამაზაშვილი: აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საქმეში FBI-ის ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს

„ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე, - ეს განცხადება მედიასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გააკეთა.

04 აგვისტო 2020, 14:17

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ხვალ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

ვახტანგ გომელაური

04 აგვისტო 2020, 14:04

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

04 აგვისტო 2020, 14:02

COVID19

ფილიპინებზე 24 საათში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში COVID-19-ის 6 352 შემთხვევა დააფიქსირა. მონაცემები უწყების Facebok-ზეა ხელმისაწვდომი. 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 112 593 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ლეტალურად 2 115 შემთხვევა დასრულდა.

თემურ მიქელაძე

04 აგვისტო 2020, 13:59

COVID19

თემურ მიქელაძე: ბავშვებს კორონავირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ მისი სუპერ გამავრცელებლები არიან

„ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს. თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ“, - განაცხადა პედიატრმა.