imedi /  20 ივლისი 2020, 12:31 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო: ბოლო პერიოდის ისტორიაში არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

ექიმის ლოგიკაა, რომ მე არასდროს საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მას ჰკითხეს, რომ იგი იყო წარმატებული მინისტრი, მაგრამ შემდეგ თანამდებობა დატოვა და რატომ სურს ახლა მას პარლამენტში დაბრუნება და ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თუ გუნდს სჭირდებოდა მისი პოლიტიკაში ყოფნა.

სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად წარმატებული მინისტრი იყო იგი. „მაშინ ძალიან სერიოზულად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძივობა 3-4 წელიწადია. სულ ორი გამონაკლისი იყო. მე კი 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტია. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. პარლამენტარის პოზიცია, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, თუმცა აქ სპეციფიკაა სხვაგვარი“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე, რატომ პარლამენტი, სერგეენკომ განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპითაა წარმოდგენილი, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ ექიმის ლოგიკაა, რომ მე არასდროს საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია და ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ამიტომ, მე თავს ვალდებულად ვთვლი, ასეთ გუნდს ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე“.

ყველა სიახლე

დმიტრო კულება

24 ივნისი 2021, 21:28

პოლიტიკა

დმიტრო კულება: „ასოცირებული ტრიოს“ სამიტი საქართველოში შეიძლება გაიმართოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება არ გამორიცხავს, რომ „ასოცირებული ტრიოს“ სამიტი ბათუმში ივლისის ბოლოს შეიძლება გაიმართოს.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 21:25

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა

დღეს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს. ყველა მიესალმება ტრიოს ფორმატში ჩვენი ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გააქტიურებას. მიმღებლობა იყო ძალიან მაღალი და ვფიქრობ, ტრიოს ფორმატის პირველი პოზიტიური შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 21:23

პოლიტიკა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს ხვალ უყრის

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გამოსვლები ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა.

ანა ნაცვლიშვილი

24 ივნისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი გიორგი ვოლსკის: მადლობას გიხდით იმისთვის, რომ სხდომის მიმდინარეობის დროს შექმენით შეუზღუდავი შესაძლებლობა, ყველას გამოგვეთქვა ჩვენი აზრი

„ბატონი გია, პირადად მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა, რომ დღევანდელი სხდომის მიმდინარეობის დროს შექმენით შეუზღუდავი შესაძლებლობა, რის საშუალებასაც რეგლამენტი იძლეობდა, რომ ყველას გამოგვეთქვა ჩვენი აზრი. მადლობას გიხდით ამისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ვაშაძე

24 ივნისი 2021, 20:49

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: IPSOS-ს ვურჩევ, ცოტა უფრო პროფესიონალურად მიუდგეს თავის საქმეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კომპანია IPSOS-ს ურჩევს, პროფესიონალურად მიუდგეს საქმეს, რადგან რეპუტაციის დაზიანება არის ძალიან ცუდი და უნდობლობა ექნება ყველა მათ კვლევასა თუ მათ მიერ ჩატარებულ ყველა ეგზიტპოლს. მისი თქმით, IPSOS-ს აქამდეც ძალიან დიდი, 10-15 პროცენტიანი აცდენები ჰქონდა.

ჰუბერტ ქნირში

24 ივნისი 2021, 20:26

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: შარლ მიშელის დოკუმენტი სრულყოფილად უნდა განხორციელდეს

„სასამართლო სისტემა უაღრესად დელიკატური საკითხია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ადამიანების ნდობა და რწმენა სასამართლო ხელისუფლების მიმართ და მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა ამ ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

24 ივნისი 2021, 20:11

COVID19

Reuters: ჯანმოს პროგნოზით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე დაუცველ პირებს, მაგალითად ხანდაზმულებს, ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა დასჭირდებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, COVID-19-ის მიმართ ყველაზე დაუცველ პირებს, მაგალითად ხანდაზმულებს, ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა დასჭირდებათ ვირუსის ვარიანტებისგან დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2021, 20:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი

„ეს მეუფეს უნდა ჰკითხოთ, ვის აზიარებს და ვის არა, ზიარებამდე აღსარებაა ჩასაბარებელი. თქვენ გჯერათ, რომ ოპოზიციის მთელი რიგი წარმომადგენლები მეტანიებით და აღსარებით იკლავენ თავს, რომ ზიარებისთვის მოემზადონ და ამაზე წუხან, რომ არ აზიარებენ? ჭორაობაში ნუ შევალთ, არასერიოზულია“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

24 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

ასოცირებული ტრიოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნები და სამომავლო საქმიანობა, ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული დინამიკა და მისი განვითარების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ხედვები, ასევე ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 19:43

პოლიტიკა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან თავიდანვე იყო დაყენებული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღების თაობაზე.

მიხეილ ჩხენკელი

24 ივნისი 2021, 19:35

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

24 ივნისი 2021, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

24 ივნისი 2021, 19:05

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ 2 ოქტომბერს გაიმართება

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული. „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. შესაბამისად, ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

24 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა - დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 18:58

რეგიონი

იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა რუსთავში ვიზიტით იმყოფებოდა

იაპონიის ელჩი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძეს, მერის მოადგილეებს დავით იშხნელსა და კახა გურულს შეხვდა.

მარკ რუტე

24 ივნისი 2021, 18:55

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ ანტი-LGBT კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს შორის LGBT თემატიკის მასალების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მიღების გამო, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ირაკლი ლატარია

24 ივნისი 2021, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: პრემიერის ინიციატივით გამოცემული ამნისტია უფრო ამყარებს განცდას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა დაამარცხოს ეს უხილავი მტერი და რაც მთავარია - იზრუნოს ჩვენზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი ათავისუფლებს.

ჯო ბაიდენი

24 ივნისი 2021, 18:28

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო გადამდები და მომაკვდინებელია და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 18:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „იფსოსზე“: რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ

ეს „კვლევითი ორგანიზაცია“ სინამდვილეში არასდროს არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს, არამედ ერთი პარტიის საშინაო დავალებების გამჟღერებელია, რასაც უკვეთავს „ნაციონალური მოძრაობა“, იმას აჟღერებენ, - ასე გამოეხმაურა „იფსოს“ ბოლო კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში.

ირაკლი ჩიქოვანი

24 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭომ შეაფასა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.