imedi /  20 ივლისი 2020, 18:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გაორმაგებული ენერგიით გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ მიზნებს - მათ შორის არის პანდემიიდან გამომდინარე შესუსტებული ეკონომიკის აღორძინება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„გაორმაგებული ენერგიით გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე არსებულ მიზნებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პანდემიიდან გამომდინარე შესუსტებული ეკონომიკის აღორძინება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტიანი და მზრუნველი, ეს არის საზოგადოების მოლოდინი. სწორედ ასეთად წარმოჩნდა ხელისუფლება განსაკუთრებით ამ მძიმე ვითარებაში, რასაც ჰქვია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. თვეების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხელისუფლება ყოფილიყო ეფექტიანი ამ ბრძოლაში და გვეზრუნა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე.

თუმცა ეს არ იყო მხოლოდ პანდემიისთვის დამახასიათებელი პრობლემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ამით არის გამორჩეული, რომ ორიენტირებულია ადამიანის საჭიროებებზე და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად წინ წავწიოთ.

თუმცა რესურსები არ არის ამოუწურავი და ბუნებრივია, გაორმაგებული ენერგიით გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე არსებულ მიზნებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პანდემიიდან გამომდინარე შესუსტებული ეკონომიკის აღორძინება.

ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის ბოლომდე აღმოფხვრა. ეს იქნება ის თემები, რომლებზეც საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ - საზოგადოება დაიღალა იმ პოლიტიკური კინკლაობით, რომელიც პოლიტიკოსებს შორის მუდმივად ჩანს.

ეს არ აინტერესებს საზოგადოებას - მას აინტერესებს, როგორი გეგმით წარდგება პოლიტიკური პარტია მის წინაშე, შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, წარვადგინოთ ჩვენი ხედვები, კონკრეტული გეგმები და სწორედ ეს უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ საზოგადოების და ამომრჩევლის მხარდაჭერა მივიღოთ.

ეს იქნება ჩვენი კამპანიის მთავარი ხაზი და ჩვენ დღესაც აღვნიშნეთ, რომ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ყველა სიახლე

მარკ რუტე

08 ივლისი 2026, 09:44

მსოფლიო

რუტე პუტინს: ნუ გვეთამაშებით

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთს მიმართა.

08 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, მათ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე 85 ამერიკული სამიზნე დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ გვიან ღამე ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა.

08 ივლისი 2026, 09:14

რეგიონი

რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში, რუსთავის მე-5 და მე-2 სკოლის გუნდებმა მოიგეს.

08 ივლისი 2026, 09:12

საზოგადოება

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 9 ივლისიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონში, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

08 ივლისი 2026, 09:08

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილის მამა: დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანი, დამნაშავეს ხელი დააფარეს დიდი ფულის სანაცვლოდ. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ხომ ვიჭერთო?!

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

08 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანასა და თათრეთის ნავთობქიმიური საწარმო დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობქიმიურ საწარმოზე იერიში მიიტანეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ნეგატივი უკან დაუბრუნდათ. რაც დათესეს - ის მოიმკეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 08:49

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ლევან მაჭავარიანი

08 ივლისი 2026, 08:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ის, რაც ვითარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალიანსში, ყველაფერი არის კარგად დაგეგმილი მათი გარე პატრონების მხრიდან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

თინა ბოკუჩავა

08 ივლისი 2026, 08:40

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება - მომავალი თავმჯდომარის ვინაობა კვლავ უცნობია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, კვლავ უცნობია.

08 ივლისი 2026, 08:37

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს ვირჯინია ფოქსს შეხვდა.

08 ივლისი 2026, 08:36

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს

მკაცრი შეფასებები გააკეთა ჩვენმა დელეგაციამ იმ რეზოლუციასთან მიმართებით, რომელიც ჯო უილსონის მიერ დაინიცირდა და შეიცავდა ფაქტობრივ სიცრუეს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.

08 ივლისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან

დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

08 ივლისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან

ბევრი რამ ვისწავლე მისგან [შალვა პაპუაშვილისგან], ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.

08 ივლისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო დასასრულს ბელგრადის ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებმა.

08 ივლისი 2026, 07:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელო 8 ივლისს საქართველოში

8 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

08 ივლისი 2026, 03:28

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია

დასრულდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.

08 ივლისი 2026, 03:22

სპორტი

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. ვანკუვერში გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.

08 ივლისი 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ის დარტყმები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 03:09

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის სანქციები ნავთობზე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს

ირანმა დაგმო თეირანის მიმართ აშშ-ის ნავთობის სანქციების ხელახლა დაწესება და მას „აშკარა დარღვევა“ უწოდა იმ ურთიერთგაგების მემორანდუმისა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გასულ თვეში მიაღწიეს.