imedi /  20 ივლისი 2020, 18:51 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილებაშია გადავარდნილი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგები შეადარა და აღნიშნა, რომ თუ ყველა მიმართულებით ვიმსჯელებთ, საზოგადოებას ექნება მყარი იმედი იმისა, რომ წინსვლა და განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

მისი თქმით, სწორედ ეს გახდება იმის საფუძველი, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს.

„ავიღოთ 9-წლიანი მმართველობის შედეგები და ჩვენი, 8-წლიანი მმართველობის შედეგები. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები: წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ, მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი და ეს ხარისხი მაქსიმალურად არის შეცვლილი 2008 და 2012 წელთან შედარებით.

ასევე - ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით და ამისა დასტურია ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მუდმივი წინსვლა.

რაც შეეხება ეკონომიკას, მათ ეკონომიკის 34%-იანი მაჩვენებლიდან მხოლოდ 30%-მდე შემცირება მოახერხეს, მაშინ, როდესაც ჩვენ 30-დან 18-ნახევარ პროცენტზე ჩამოვედით. სოციალური ბიუჯეტი კი გაორმაგდა, იგივე ეხება განათლების ბიუჯეტს. რაც შეეხება დემოკრატიას, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, ამაზე საერთოდ არ ღირს საუბარი - თქვენ იცით, რა ხდებოდა მაგალითად პენიტენციურ სისტემაში და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ამ სფეროში.

რაც შეეხება მედიას, 2012 წლამდე სატელევიზიო სივრცე პრაქტიკულად მთლიანად იყო მონოპოლიზებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ, დღეს გვაქვს პლურალისტული გარემო, რომლის ბოროტად გამოყენების ფაქტებს ვხედავთ.

ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილებაშია გადავარდნილი და ამის შედეგია, რომ მათი მედიის მხრიდანაც ვხედავთ ყოველდღიურ პროვოკაციებს.

ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, რომ ნუ წავლენ ასეთ მძიმე პროვოკაციებზე, მათ შორის გუშინ იყო საკმაოდ მძიმე პროვოკაცია ერთ-ერთ ტელევიზიაში, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. მოვუწოდებდით, მაგრამ დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მათი მხრიდან მუდმივ პროვოკაციებს მიჩვეული ვართ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე დაგეგმილია ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა

დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

08 ივლისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ალექსანდრ ვუჩიჩი: ბევრი რამ ვისწავლე შალვა პაპუაშვილისგან, ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან

ბევრი რამ ვისწავლე მისგან [შალვა პაპუაშვილისგან], ასევე პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან და პრეზიდენტ ყაველაშვილისგან საქართველოში ვიზიტისას, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.

08 ივლისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი სადამფუძნებლო კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ, ხოლო დასასრულს ბელგრადის ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებმა.

08 ივლისი 2026, 03:28

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები უკვე ცნობილია

დასრულდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. სამშაბათს გამართული ბოლო მატჩების შემდეგ, მეოთხედფინალის ყველა მონაწილე და მათი სატურნირო ბადე საბოლოოდ დაკომპლექტდა.

08 ივლისი 2026, 03:22

სპორტი

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. ვანკუვერში გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა.

08 ივლისი 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ის დარტყმები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს ეხმაურება.

08 ივლისი 2026, 03:09

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის სანქციები ნავთობზე მიღწეულ შეთანხმებას არღვევს

ირანმა დაგმო თეირანის მიმართ აშშ-ის ნავთობის სანქციების ხელახლა დაწესება და მას „აშკარა დარღვევა“ უწოდა იმ ურთიერთგაგების მემორანდუმისა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გასულ თვეში მიაღწიეს.

08 ივლისი 2026, 01:37

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა, რითაც თეირანს კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო პასუხი გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოფიციალურად დაადასტურა ირანის მიმართულებით მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება. საპასუხო ზომები მიზნად ისახავს ირანის მიერ საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებას.

08 ივლისი 2026, 01:31

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი

ორშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული გამონაკლისი მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში თეირანმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად სამ გემს რაკეტები ესროლა. ადმინისტრაციამ ეს აგრესია „სრულიად მიუღებლად“ შეაფასა.

08 ივლისი 2026, 01:02

მსოფლიო

Sky News: ფიფა რუსული გუნდებისთვის აკრძალვის მოხსნის საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ორგანიზაციებს ომთან დაკავშირებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა

როგორც Sky News-ისთვის გახდა ცნობილი, ფიფა ოფიციალურად განიხილავს რუსული გუნდებისთვის დაწესებული აკრძალვის მოხსნის საკითხს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა სპორტულ ორგანიზაციას ომთან დაკავშირებული სანქციების დასრულებისკენ მოუწოდა.

08 ივლისი 2026, 00:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 7 ივლისს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მიღმა: სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: თურქეთი არ არის შეერთებული შტატების სამაგალითო მოკავშირე

რამდენიმე საათის შემდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესაძლებლობას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ პოტენციური ნაბიჯის წინააღმდეგ გაილაშქრა.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 23:42

მსოფლიო

Financial Times: ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტი სრულად გაიყვანოს - ანკარაში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას გაჟღერებული ეს განცხადება რეგიონში მოკავშირეების მიმართ მის მიერ გაკეთებულ მუქარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

07 ივლისი 2026, 23:29

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

07 ივლისი 2026, 23:00

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ისეთ ქვეყნებს, ოპერატორებსა და კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება

ნავსადგურის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკა სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

გიორგი ჯინჭარაძე

07 ივლისი 2026, 22:34

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მარინ ლე პენი

07 ივლისი 2026, 22:34

მსოფლიო

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს

მარინ ლე პენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება და საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

07 ივლისი 2026, 22:33

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: 50-მდე პროექტი განხორციელდა და ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის

კულტურის მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება - 50-მდე პროექტი განხორციელდა, სადაც ათასობით ადამიანი იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები მიძღვნილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

07 ივლისი 2026, 22:30

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ, ჯანდაცვის სფერო ზოგადად, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია და ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. „დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას. მომართვიანობა გაზრდილია და შეადგენს 12 ათას ბენეფიციარს. 12 ათასი ბენეფიციარიდან 500 იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა, სადაც ჩვენი ჩართულობით 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს ერთი წლის შედეგია და შემდეგი წლები ჯანდაცვის მიმართულებას მეტ შესაძლებლობას მისცემს. მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. სიახლეა ის, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ გვექნება ახალი პოლიკლინიკა წყნეთში და სამომავლოდ, ფოთში ვგეგმავთ ახალი პოლიკლინიკის აშენებას. ჯანდაცვის სფერო ზოგადად, უმნიშვნელოვანესია და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობისთვის. ამ ფორმატში ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, ჩამოვთვალოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ეს სამინისტრო ახორციელებს, თუმცა ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ნამდვილად უპრეცედენტოა და შთამბეჭდავია ის ციფრები, რაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

მაია ბითაძე

07 ივლისი 2026, 22:26

პოლიტიკა

მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს

საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს. პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე, საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.