imedi /  22 ივლისი 2020, 19:53 / სანდო წყარო

გიგი უგულავა რომან გოცირიძეს: ჩემო ძვირფასო, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

გიგი უგულავა რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ თუ უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს არ დაუჭერს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ზუგდიდში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

„ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან. „ევროპული საქართველო“ არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში , მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ ენმ-ც ასე მოიქცევა. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, - წერს უგულავა.

განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უგულავას კანდიდატურას მხარს არ დაუწერს გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

რა ვითარებაა ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში

მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის თემში საკარანტინო მდგომარეობა გამკაცრდა. პოლიცია რეგიონში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს. სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

ემანუელ მაკრონი

12 აგვისტო 2020, 20:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

12 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა სჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 20:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მშვიდობა, თანამშრომლობა და სტაბილურობა რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპულ უსაფრთხოებასა და, ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.

12 აგვისტო 2020, 20:12

საზოგადოება

IRI-ს კვლევის მიხედვით, „იმედი“ საზოგადოებრივი ნდობის რეიტინგის ლიდერია

გამოკითხულთა უმეტესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კვლევის მონაწილეებს ორი მედიასაშუალების დასახელების უფლება ჰქონდათ. „იმედი“ პირველ არჩევნად გამოკითხულთა 40%-მა დაასახელა, სულ კი ტელეკომპანია რესპოდენტთა 55%-მა ახსენა.

12 აგვისტო 2020, 20:10

COVID19

შვეიცარიაში 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება

შვეიცარიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს.

შოტლანდია მატარებელი

12 აგვისტო 2020, 19:57

მსოფლიო

შოტლანდიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტის სავარაუდო მიზეზად მეწყერი სახელდება. დაღუპულთა შორის მატარებლის მძღოლია. კიდევ 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შოტლანდიის პირველ მინისტრმა, ნიკოლა სტარჯენმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

კორონავირუსი

12 აგვისტო 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკ პომპეო

12 აგვისტო 2020, 19:32

COVID19

მაიკ პომპეო: კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოლოდინები არ გაამართლა

ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოლოდინები არ გაამართლა.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 19:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ

12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა

12 აგვისტო 2020, 19:31

მსოფლიო

კიევმა მინსკს „ვაგნერის“ წევრების ექსტრადიცია ოფიციალურად მოსთხოვა

29 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. ბელარუსის შესაბამის უწყებებში განაცხადეს, რომ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. ბელარუსის პრეზიდენტმა მომხდარს საგანგებო სიტუაცია უწოდა. აღნიშნულ დაკავებაზე საქმე ტერაქტის მომზადების მუხლით აღიძრა.

დონალდ ტრამპი

12 აგვისტო 2020, 19:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: NBA-ის ზოგიერთი კალათბურთელი საზიზღარი და სულელია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ NBA-ის ზოგიერთი კალათბურთელი მას აკრიტიკებს.

დავით ზალკალიანი

12 აგვისტო 2020, 19:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: წლების მანძილზე ჩვენი თანამშრომლობა და კოორდინაცია, დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა მდგრადი დემოკარტია და გვექცია საქართველო რეგიონში დასავლეთის ძლიერ და მნიშვნელოვან პარტნიორად“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ონლაინ კონფერენციაზე - “Georgia and its Neighborhood” სიტყვით გამოვიდა, სადაც აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, გასული თვეების განმავლობაში ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დაძლევაში საქართველოს აშშ და სხვა ევროპული პარტნიორები დაეხმარნენ.

12 აგვისტო 2020, 19:11

საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

​სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 15 აგვისტოს დაგეგმილ, Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია Qatar Airways-ის თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: 15 აგვისტო, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20).

12 აგვისტო 2020, 19:02

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 20.4%-ით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 20.4%-ით შემცირდა.

Tbilsi people

12 აგვისტო 2020, 18:57

საზოგადოება

IRI: გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოში დემოკრატიის დონით კმაყოფილია

სრულიად ვეთანხმები - 14%, გარკვეულწილად ვეთანხმები - 41%, გარკვეულწილად არ ვეთანხმები - 25%, სრულიად არ ვეთანხმები - 17%, არ ვიცი/არ მაქვს პასუხი - 3%.

ლელო

12 აგვისტო 2020, 18:53

პოლიტიკა

„ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თამვჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

კანცელარია

12 აგვისტო 2020, 18:44

საზოგადოება

IRI: გამოკითხულთა 59% პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს

სიაში მეორე ადგილზე 85%-ით საპატრიარქოა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 71%-მა მისცა. მეოთხე ადგილს 65%-ით იუსტიციის სახლი იკავებს.

12 აგვისტო 2020, 18:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა. რუსეთის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 5 102 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 129 ადამიანი გარდაიცვალა.

ლუკა ლუჩიჩ

12 აგვისტო 2020, 18:28

სპორტი

16 წლის ხორვატ ფეხბურთელს ლუკა ლუჩიჩს მატარებელი შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

16 წლის ხორვატ ფეხბურთელს ლუკა ლუჩიჩს მატარებელი შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გერმანიაში მაშინ მოხდა, ფეხბურთელი რკინიგზის სადგურის ლიანდაგზე გადადიოდა და მისი მიმართულებით მიმავალი მატარებელი ვერ შენიშნა. მემანქანე მაქსიმალურად შეეცადა დამუხრუჭებას და სიგნალითაც შეეცადა ლუჩიჩის გაფრთხილებას, თუმცა უშედეგოდ. ფეხბურთელს სერიოზული დაზიანებები ქონდა, რის გამოც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლუკა ლუჩიჩი გერმანიაში „შტუტგარტერ კიკერსში“ თამაშობდა, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში კი მხოლოდ 3 მატჩის გამართვა მოასწრო.