IMEDI /  22 ივლისი 2020, 19:51 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყენებს კანდიდატურას, ჩვენი მხარდაჭერა გამორიცხულია

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყენებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ როდესაც 120 მანდატი იქნება პროპორციული სიით, სადაც კი მაჟორიტარი არ გეყოლება, იქ აუცილებლად ზიანდება სია. ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან. შერჩევის პროცესი ადვილი არ არის. თუ ვანო მერაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, სადაც მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. გუნდს ჯერ რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარი კანდიდატები განხილული არ ჰყავს“, აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, ასევე, შეუძლებელია, ვინმემ თავისი კანდიდატურა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისში, რადგან პარტიის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

„ზოგადი პრინციპი ასეთია, თითქმის ყველგან რეგიონში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ოპოზიცია თბილისში პარტნიორები ვართ და რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვართ ერთიანები“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 21:39

საზოგადოება

თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!- ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი.

ლუკაშენკო

09 აგვისტო 2020, 21:26

მსოფლიო

ოფიციალური ეგზიტპოლებით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს

ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, 18:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 80% შეადგინა. ოფიციალური ეგზიტპოლების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 79,7% შეაგროვა. მის მთავარ კონკურენტს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხმა ამომრჩეველთა 6,8%-მა მისცა.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 21:22

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილს: თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენი იდენტობის მატარებელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი დღეს ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 აგვისტო 2020, 21:12

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღებში, ჭიორასა და გლოლაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2020, 20:56

კულტურა

მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების: „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო და ანზორ ერქომაიშვილს საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგი ტურისტები ნიგერი

09 აგვისტო 2020, 20:49

მსოფლიო

ნიგერში ფრანგი ტურისტები მოკლეს

ინციდენტი კურის პროვინციაში, სადაც ტურისტებს შორის პოპულარული ჟირაფების რეზერვაციაა. ტურისტებს შეიარაღებული კაცები დაესხნენ თავს, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ირაკლი სესიაშვილი:

09 აგვისტო 2020, 20:37

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ ძალიან საინტერესო საარჩევნო პროგრამა გვექნება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთის რეგიონიდან იწყებს. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ხვალ წარუდგენს.

ალექსანდრე გოგინავა

09 აგვისტო 2020, 20:22

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა

„აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ეს არის პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროებას წარმოადგენს. რაც შეეხება მეორე ტალღას, რთული სათქმელია როდის იქნება. დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ იქნება შემოდგომის მეორე ნახევარში, თუმცა ვნახოთ, დინამიკაში გამოჩნდება თუ როდის დაიწყება მეორე ტალღა და საერთოდ გვექნება თუ არა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

09 აგვისტო 2020, 20:03

ტექნოლოგიები

მედია: TikTok-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებს

„ის მხოლოდ სპეკულაციასა და ვარაუდებს ეყრდნობა. განკარგულებაში არ არის ფაქტობრივი დასკვნა, მხოლოდ მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი არასწორად იქცევა“, - ავრცელებს NPR-ი წყაროს სიტყვებს

09 აგვისტო 2020, 19:11

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოზი 5 002 523 ადამიანს დაუსვეს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს 162 455 პაციენტი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

09 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

გურჯაანში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს

კახეთში კირონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდან არის და ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე მუშაობს. 27 წლის კაცის ტესტირების პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაცია, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ „ქრონიკას“ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გოგაშვილმა დაუდასტურა.

ემანუელ მაკრონი

09 აგვისტო 2020, 18:55

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას ლიბანის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა

„დღეს მთავარია სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, რათა ადგილზე კოორდინირებულად და მაქსიმალურად ეფექტიანად დავეხმაროთ ლიბანელ ხალხს. ფსონზე ლიბანელი ხალხის მომავალია“, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ აფეთქების მიზეზები დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 18:50

კულტურა

სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება. დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

09 აგვისტო 2020, 18:49

მსოფლიო

მაჰინდა რაჯაპაკსა შრი-ლანკის პრემიერი მეოთხედ გახდა

მაჰინდა რაჯაპაკსამ შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ დაიკავა. მან ფიცი უმცროსი ძმის, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას წინაშე, დედაქალაქ კოლომბოში მდებარე ბუდისტურ ტაძარში დადო.

09 აგვისტო 2020, 18:44

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა. 308 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 568 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 490 ადამიანი.

ანზორ ერქომაიშვილი ოზურგეთი

09 აგვისტო 2020, 18:27

კულტურა

ოზურგეთში ხვალ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

ბეშარ ბუტროს ალ-რაჰი

09 აგვისტო 2020, 18:27

მსოფლიო

ლიბანის მარონიტული ეკლესიის პატრიარქი ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე: ესაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე

ლიბანის ქრისტიანულ-მარონიტული ეკლესიის პატრიარქი, ბეშარ ბუტროს ალ-რაი, ხუთი დღის წინ, ბეირუთში მომხდარ აფეთქებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. პატრიარქი აცხადებს, რომ მომხდარი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 18:17

საზოგადოება

პრეზიდენტი: საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარკ ცუკერბერგი

09 აგვისტო 2020, 18:15

ეკონომიკა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. როგორც Independent-ი იუწყება, ცუკერბერგის ქონების მკვეთრი ზრდა მისმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ვიდეო პლატფორმის შექმნას, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს.

09 აგვისტო 2020, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, 46-დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა. 11 პროვინციიდან და სხვადასხვა ქალაქიდან 5 900-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებულია. 4 600-მდე იძულებით გადაადგილებული ამ დრომდე თავშესაფრებშია.