ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გაიმარჯვოს დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება
ირაკლი ღარიბაშვილი
მოგესალმებით ჩემო მაგარო კახელებო, მაგარო ქიზიყელებო, დედოფლისწყაროელებო! ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ თქვენთან შეხვედრა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.
„ჩვენ ვიკრიბებით 8 წლის შემდეგ. ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თავდადებით, თქვენი თავგანწირვით, ისეთით როგორიც ქიზიყელებს სჩვევიათ, თქვენი გამბედაობით ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, კიდევ უფრო მეტად დიდი განსაცდელი, რომელიც ჩვენს ხალხს შეუქმნიდა უამრავ პრობლემას. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა იყო იმ დროს ხეისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც იყო ნაცმოძრაობა. ჩვენ გავიხსენეთ, რომ აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსალეობას. ჩვენ დავკარგეთ 100 ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, 10 ათასობით დევნილი მივიღეთ დამატებით ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. 27 წელი გავიდა მას შემდეგ მეგობრებო და რა მივიღეთ ამ ომის და უბედურების შედეგად?! მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, მივიღეთ 300 ათასი დევნილი, რომელიც დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. შესაბამისად მეგობრებო ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, ნაციონალური მოძრაობის მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ, არის თუ არა თუ არა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში დაისადგუროს ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ და სტაბილურობამ, ამ დესტრუქციული ძალის არსებობით. მე ვფიქრობ, რომ არა. ისინი მუდმივად ქმნიან დესტაბილიზაციის წყაროებს, ახალ განსაცდელებს ქმნიან ყოველ დღე და რა თქმა უნდა ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, თუ არ იქნება მშვიდობა, თუ არ იქნება სტაბილურობა და თუ არ იქნება თავისუფლება მეგობრებო. ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს გუნდთან ერთად მოიტანა ჩვენთვის, თქვენთვის ყველასთვის არის თავისუფლება. მოდით ვთქვათ ყველამ ერთად, ვიყავით თუ არა ჩვენ თავისუფლები 2012 წლამდე, რა თქმა უნდა არ ვიყავით, შესაბამისად მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებას, ის რაზეც პრემიერი საუბრობდა ახლა. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება , უმუშევრობა ზოგადად, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის , რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში არის პრობლემა და გადაუჭრელი დღემდე. შესაბამისად ჩვენი საერთო ამოცანა არის ის , რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა, ჩვენ გვეყო, საკმარისია ის , რაც დაუშვით. დაუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დაუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, შიდა შუღლი, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, უამრავი სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს, მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამიტომ , კიდევ ერთხელ მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და მხარი დავუჭიროთ დათო სონღულაშვილს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 17:34
პოლიტიკა
დავით ჯაფარიძე: 2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში
აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და ასევე პროგრამა მიზანმიმართული არის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 17:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი. ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი
როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.
27 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები გაიმართა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.
27 ივლისი 2026, 17:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს
რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.
27 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის დაკავებულ აქტივისტებზე: ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა
ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.
27 ივლისი 2026, 17:18
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
27 ივლისი 2026, 17:18
მსოფლიო
საფრანგეთსა და ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.
27 ივლისი 2026, 17:16
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა
გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
27 ივლისი 2026, 17:15
რეგიონი
27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება
27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება
27 ივლისი 2026, 17:13
მსოფლიო
Reuters: ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ
Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თეირანიც მზად არის თავდასხმები შეწყვიტოს, იქამდე ვიდრე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროცესის ხელშესაწყობად იერიშების მიტანაზე პაუზა გამოაცხადა.
27 ივლისი 2026, 17:11
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი ვერ შევა
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.
27 ივლისი 2026, 17:08
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე: ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად
ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 17:03
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესს მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმები გავაცნოთ
ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
27 ივლისი 2026, 17:01
მსოფლიო
პოლონეთში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ
ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც პოლონელებთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდათ. მაღაზიიდან გამოსულებს კი პოლონელები დაედევნნენ. ისინი ჯერ კაცს დაესხნენ თავს და სცემეს. ფიზიკური დაზიანებები სახისა და თავის არეში მიიღო ახალგაზრდა უკრაინელმა ქალმაც. ის მეგობრის დახმარებას შეეცადა.
27 ივლისი 2026, 16:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.
27 ივლისი 2026, 16:55
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას: გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!
გუშინ, თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
27 ივლისი 2026, 16:46
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედმახედველობის გარეშე.
27 ივლისი 2026, 16:33
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: დღეს საქართველოს რეგიონებში იწარმოება პროდუქცია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების აგროსაწარმოები დაათვალიერა.
27 ივლისი 2026, 16:01
ეკონომიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროს გურამ დუმბაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
27 ივლისი 2026, 15:58
ეკონომიკა
ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელ მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიასთან ერთად, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


