imedi /  20 აგვისტო 2020, 18:13 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დისტანციური შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო.

მხარეების მიერ აღინიშნა, ზოგადად, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის და მოქალაქეთა უკანონო გატაცების ფაქტებზე, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, უპირველეს ყოვლისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, 11 ივლისს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ეთხოვა მხარდაჭერა, რათა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს უკანონოდ დაკავებული ადამიანების უპირობო მონახულების საშუალება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მორიგ რაუნდთან დაკავშირებული თემატიკა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზადყოფნა მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა პოლიტიზების მცდელობის გარეშე წმინდა ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან ერთად, განვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბორდერიზაციის ჩათვლით. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გატაცების ფაქტებზე და ვისაუბრეთ ამჟამად ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. ეს თემატიკა სხვადასხვა ჭრილში განიხილებოდა ჩემს მიერ გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის საფრანგეთის ელჩთან, გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი შეხვედრები სხვა უცხოელ პარტნიორებთან, სადაც მთელი მასშტაბით და სრული სპექტრით განვიხილავთ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციით საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

დავით მათკაშვილი

02 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: არავის აქვს უფლება ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეში. წმინდა სინოდი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი რადიკალების ეკლესიაზე თავდასხმას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რადიკალები ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული ინიციატივები და სურვილები საქართველოში განხორციელდეს.

გიორგი ვოლსკი

02 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი

დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე საუბრისას.

ცოტნე ანანიძე

02 მაისი 2026, 17:42

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა.

02 მაისი 2026, 17:31

სპორტი

სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას თორმეტი ახალი ნავი გადასცა

თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გოცაძე, თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბის აღსაზრდელები და აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

02 მაისი 2026, 17:26

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული

სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

02 მაისი 2026, 17:20

სამართალი

საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს

ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს.

02 მაისი 2026, 17:14

ეკონომიკა

„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას

„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას“.

დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 17:12

მსოფლიო

ტრამპი ნატოს: თქვენ გათავისუფლებული ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს დაკავებული პოზიციის გამო ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

02 მაისი 2026, 17:11

ეკონომიკა

„გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუდვილი“.

დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 16:57

მსოფლიო

ტრამპი ირანული გემების დაკავებაზე: დავაკავეთ გემი, დავაკავეთ ტვირთი, ნავთობი, ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია - ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც მეკობრეები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ირანული პორტების ბლოკადის დროს ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი გემების დაკავებისას „მეკობრეებივით“ იქცეოდნენ.

02 მაისი 2026, 16:43

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

დონალდ ტუსკი

02 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს არა გარე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის დაშლა წარმოადგენს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ.

ანდრია ჯაღმაიძე

02 მაისი 2026, 16:36

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება

„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება“.

02 მაისი 2026, 16:27

საზოგადოება

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელისონ ჰართი

02 მაისი 2026, 16:19

მსოფლიო

ნატოს პრესსპიკერი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: აღნიშნული ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში

ნატოს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიაში განლაგებული 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად უნდა გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში და საერთო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

02 მაისი 2026, 16:09

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ზუგდიდში შეხვდა

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.

02 მაისი 2026, 16:05

რეგიონი

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება

„მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით“.

02 მაისი 2026, 15:23

ეკონომიკა

„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები

„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

02 მაისი 2026, 15:20

კულტურა

ჯაზფესტივალის მეორე საფესტივალო დღე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო

მეორე საფესტივალო დღეს მარჯანიშვილის თეატრის სცენა მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო. ექსპერიმენტული ჯაზითა და ავანგარდული მუსიკით ცნობილი ნიუ-იორკელი გიტარისტის კვარტეტი, მსმენელის წინაშე სხვადასხვა სტილის სინთეზით საათნახევრის განმავლობაში წარდგა.

02 მაისი 2026, 15:18

სპორტი

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა

გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.