imedi /  02 სექტემბერი 2020, 15:42 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: შესასრულებელი იქნება მხოლოდ ის პირობები, რომლებიც თავიდანვე თან ახლდა უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებას

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

როცა ადამიანი კვეთდა ევროპის საზღვარს, იქ მესაზღვრები ითხოვდნენ საბუთებს. ზუსტად იმავე პრინციპით მოხდება აქაც საზღვრის კვეთის დროს დოკუმენტაციის და იმ პირობების მოკითხვა, რომელიც უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებას თან ახლავს, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროკავშირთან, შესაბამისად. ეს ხელშეკრულება მოიცავს კონკრეტულ პირობებს. როცა ადამიანი კვეთდა ევროპის საზღვარს, იქ მესაზღვრეები ითხოვდნენ საბუთებს. ზუსტად იმავე პრინციპით მოხდება აქაც საზღვრის კვეთის დროს დოკუმენტაციის და იმ პირობების მოკითხვა, რომელიც უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებას თან ახლავს. ეს არის პირველ რიგში გაკეთებული იმისთვის, რომ არ დაემუქროს არანაირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას, რადგან ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება ამ დიდი პრივილეგიით ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ეს მონაპოვარი, ამიტომაც უნდა გაკონტროლდეს ის პირობები, რომელი პირობებითაც თავიდანვე უვიზო მიმოსვლა იყო ნებადართული ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოდან მგზავრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეების ნაცვლად ქართველი მესაზღვრეები გააკონტროლებენ.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ასევე, ზარებზე მასიურად არ პასუხობენ და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ იღებენ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არსებობს

„ჩვენ აჭარაში საკმარისი რესურსი გვაქვს. იმ სასუნთქ აპარატებზე, რომლებიც რეალურად არის სასუნთქი აპარატი, დეფიციტი საქართვლოში არ არსებობს, მათ შორის არც აჭარაში. კოვიდ-პაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა ეს არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლები არის ამ ინფექციის მართვაში“, - განმარტა მინისტრმა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება

საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 317 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ

ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1, 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 11:24

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები

„გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, - განმარტა მეზვრიშვილმა.

21 ოქტომბერი 2020, 11:21

COVID19

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია imedinews-ს გურიის გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „ზურაბ ნასარაია ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განმარტეს პრესსამსახურში.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:18

საზოგადოება

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დარეგისტრირება არის შესაძლებელი

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ მკვეთ ქუჩებზე შემოდის ზონალურ-საათობრივი პარკირება. 20 ოქტომბრიდან ვაკეში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობა მივიდეს და დაარეგისტრიროს ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ძვირფასი, რაც თბილისს გააჩნია

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ძველი თბლისის შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე, თუ როგორი მოწიწებით ვუდგებით და ყველა დეტალს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, ეს გამოიხატა ორბელიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებში და რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გუდიაშვილის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 11:15

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 933 ადამიანი გარდაიცვალა.

21 ოქტომბერი 2020, 11:14

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის კაცი გალიდან, ხოლო 70 წლის ქალი კი სამეგრელოდან იყო. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

მერიის სერვისცენტრებში პირბადის გარეშე მისულ მოქალაქეებს პირბადეებს დაურიგებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგების უზრუნველყოფა დაავალა. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სერვისცენტრებში მისულმა მოქალაეებმა უნდა დაიცვან რიგები. ყველა ადამიანს, ვისაც პირბადე არ ეკეთება, უნდა დაურიგდეს. ამით ისინი დაიცავენ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. მერმა ასევე, დაავალა გამგებლებს, ყველა მოხუცს დაურიგონ პირბადეები, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.

ლურჯი ავტობუსები

21 ოქტომბერი 2020, 11:13

საზოგადოება

თბილისის მერია მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ მარშრუტებს პარასკევს წარუდგენს

„პარასკევს გვინდა საზოგადოებას, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია - რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს ეს მარშრუტები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. და რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა იყოს თანხვედრაში, მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს“, - განაცხადა კალაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 ოქტომბერი 2020, 10:57

სპორტი

გიორგი შერმადინმა 21 წუთში, 26 ქულა დააგროვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:52

თემა

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.