http://imedi.ge/ /  06 სექტემბერი 2020, 12:38 / სანდო წყარო

მიხეილ სააკაშვილი: ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას Facebook-ზე აანონსებს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ამასთან დაკავშირებით ხვალ ისაუბრებს.

„ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

27 აგვისტოს საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა და ამასთან, წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 16:06

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს. მმართველი გუნდის ლიდერები მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

ჯაბა ჯიშკარიანი

19 სექტემბერი 2020, 16:01

COVID19

ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება !“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 15:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

19 სექტემბერი 2020, 15:52

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მიუხედავად, წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიდის

პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მიუხედავად, წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიდის. სამწუხაროდ, ასეთი მცდელობები არის, ეს არის მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაში, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად ამორალურია, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ზოგიერთი ჯგუფის მიერ რთველის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს კახეთში ვიზიტისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

გივი ჭიჭინაძე

19 სექტემბერი 2020, 15:46

რეგიონი

გივი ჭიჭინაძე: კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისთვის

„გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ვანში, წარდგენაზე.

19 სექტემბერი 2020, 15:39

საზოგადოება

გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით.

19 სექტემბერი 2020, 15:39

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ეწვია

დავით შერაზადიშვილმა ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის უმასპინძლა. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია.

19 სექტემბერი 2020, 15:34

საზოგადოება

შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მტკვრის აუზში ძლიერი ქარი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

19 სექტემბერი 2020, 15:22

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერეს.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია

„ჩვენ მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 15:16

სპორტი

თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-ში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

თორნიკე შენგელიას „ცსკა“ ალეკსანდრ გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა, ქართველმა კალათბურთელმა კი პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ტურნირის ფინალში მოსკოვის გუნდმა პერმის პარმა უპრობლემოდ -91:51 დაამარცხა.

19 სექტემბერი 2020, 15:09

COVID19

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსს კიდევ 116 ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსს კიდევ 116 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 118-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსის დიაგნოზი 845 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა 419 043-ს მიაღწია.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 14:45

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ფონდ ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს, დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციისთვის

მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქციისთვის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,POSTV-ის ეთერში განაცხადა.

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 14:38

სამართალი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 14:38

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის სახელსაც აშშ-ში ქალთა უფლებების გაძლიერება უკავშირდება, გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 14:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი, გამოცდილი გუნდი და გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე

ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

19 სექტემბერი 2020, 14:11

მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა - ის თავის მდგომარეობაზე წერს

„მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა - არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წლის დალევაც მთელი ატრაქციონია - ეს ნამდვილი უაზრობაა“.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 14:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც აწუხებს ვანს, იმერეთს და ჩვენ ქვეყანას

ჩემთვის პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ამ მშვენიერ მხარეში, ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩემს მშობლიურ სამტრედიასთან ძალიან ახლოს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,002 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 78,330 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,282 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 14:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს იქნება არა ერთი პარტიის გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.