http://imedi.ge/ /  14 სექტემბერი 2020, 17:57 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ გაიზრდება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ამ რეიტინგის მთავარი მიზეზი და წყარო არის ხალხი და რამდენადაც არ უნდა ვიტრაბახოთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელიც ჯერჯერობით ამ კონკრეტულ რეიტინგებში გამოიხატა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, როდესაც Gorbi-ს კვლევის შედეგები შეაფასა.

„მე ვფიქრობ, რომ მზარდი რეიტინგი კიდევ უფრო მზარდი იქნება. ყველა კვლევა მოგვიანებით ქვეყნდება ხოლმე, მონაცემებს დამუშავება სჭირდება. თუ ჩვენ მიერ წარდგენილი ოცეულის შემდეგ ჩატარებულ კვლევას ვნახავთ, მგონია, რომ უფრო მაღალი რეიტინგი გვექნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური მკვლევარი, რომელიც ქართული საზოგადოების აზრს იკვლევს და არ მანიპულირებს, თანხმდება, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-მდეა.

Gorbi-ს კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

ყველა სიახლე

კადრი სერიალიდან „ვანდავიჟენი“

21 სექტემბერი 2020, 13:25

კულტურა

Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.

21 სექტემბერი 2020, 13:20

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 363 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 363 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 544 629 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 895 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

21 სექტემბერი 2020, 13:16

მსოფლიო

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:51

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ამ ეტაპზე, საწოლები საკმარისია - აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული

„დილის მდგომარეობით, 510 პაციენტი გვყავს. შესაბამისად, საწოლის ბრუნვა არის დაჩქარებული, ჩვენი საკარანტინო ზონების დახმარებით, ანუ თუ საჭირო გახდა, მოხდება დამატებითი საწოლები მობილიზება, მაგრამ შემთხვევათა ნაწილი არის ბინაზე მართვადი. სავარაუდოდ, მოხდება ბინაზე მართვის პროტოკოლის ამუშავება“.

 კორონავირუსი მსოფლიო

21 სექტემბერი 2020, 12:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:37

COVID19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ამოქმედდება მაშინ, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება

ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. გადახედვაშია კლინიკური ჯგუფის მიერ, ხომ არ შევა მასში რაიმე ცვლილება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე ოქრიაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:37

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა

გათამაშების მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე სწორედ ოქრიაშვილმა დააწინაურა, თუმცა ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი ბურთი გაუშვა და წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

21 სექტემბერი 2020, 12:37

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები სამართლიანად და ღირსების შეულახავად დაამუშაოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

კორონავირუსი რუსეთი

21 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 71 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 489-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 911 973 პაციენტი.

დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი

21 სექტემბერი 2020, 12:31

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

21 სექტემბერი 2020, 12:31

სპორტი

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დაწინაურდა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 2:0 დაწინაურდა. კალიფორნიის გუნდმა „დენვერ ნაგეთსი“ ანგარიშით 105:103 დაამარცხა, გადამწყვეტი სამქულიანი კი ბოლო წამზე ენტონი დევისმა ისროლა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო 31 ქულით და 9 მოხსნით სწორედ დევისი იყო, ლებრონ ჯეიმსმა კი თამაში ორმაგი დუბლით, 26 ქულითა და 11 მოხსნით დაამთავრა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ლევან რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარანტინი წარმატებული აღმოჩნდა

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, წარმატებული აღმოჩნდა.

21 სექტემბერი 2020, 12:22

COVID19

კლინიკა „ბომონდი“: აფაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

21 სექტემბერი 2020, 12:21

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს - ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 12:16

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება დამშვიდების საბაბს არ იძლევა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოსახლეობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების კვლავ მკაცრად უნდა დაიცვას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კონკრეტული შემცირების გამო არ გვქონდეს რაიმე მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია არის მართვადი. ყველა კოვიდინფიცირებული იმართება, ამავე დროს ხდება კონტაქტების მიდევნება, მათი ლაბორატორიული ნიმუშების აღება. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტიანად და არ იყოს უკონტროლო გავრცელება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას - არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების

„მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ

ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.